სიმართლე და მითები ფარისებრ ჯირკვალზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიმართლე და მითები ფარისებრ ჯირკვალზე

მითი 2: ბევრი ადამიანია დაავადებული ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიით

სინამდვილეში: ენდოკრინოლოგებთან ხშირად ხვდებიან ის პაციენტები, რომლებიც მუდმივად მიყურადებულნი არიან საკუთარ შეგრძნებებს. იმ პაციენტთა დაახლოებით მეოთხედს, რომლებიც “ფარისებრი ჯირკვლის დაავადების” მიზეზით ენდოკრინოლოგებს მიმართავენ, რეალურად ეს პათოლოგია არ აქვს.

მითი 3: ჯობს, ფარისებრ ჯირკვალს საერთოდ არ შეეხო, ეს სახიფათოა

სინამდვილეში: თუ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიას არ უმკურნალებთ, ცხოვრება შეიძლება კოშმარად გექცეთ. მისი ჰორმონების სიჭარბისას წარმოიქმნება გულის ამოვარდნის შეგრძნება, გულის არითმია, ასეთი ადამიანები შესამჩნევად კარგავენ წონას, განიცდიან ძლიერ სისუსტეს, იტანჯებიან მომატებული აღგზნებადობით და გუნება-განწყობილების მკვეთრი ცვლილებებით.

ჰორმონების ნაკლებობაც არ არის საჩუქარი, ის ყველა ორგანოსა და სისტემის მუშაობაზე აისახება. მაგალითად, ასეთი პაციენტები წლების განმავლობაში მკურნალობენ ანემიის, ქრონიკული შეკრულობის, დეპრესიის, უშვილობის, მენსტრუალური ციკლის დარღვევისა და სხვათა გამო, თანაც ჰგონიათ, რომ ისინი დამოუკიდებელი დაავადებებია. მათ აწუხებთ სისუსტე, ძილიანობა, მეხსიერების გაუარესება, მათ მშრალი კანი და მქრქალი, მტვრევადი თმა აქვთ.

სპეციალისტები დაუღლელად იმეორებენ: ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მკურნალობა აუცილებელია. ჰიპერთირეოზის დროს პრეპარატებით მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ არა უმეტეს 1,5 წლისა. ეს მეთოდი მაშინ არის გამართლებული, თუ ჯირკვლის ზომა მცირედ არის გაზრდილი.

ჰორმონების სიჭარბისა და ენდემური ჩიყვის განვითარებისას მკურნალობა უფრო რადიკალური მეთოდით - ქირურგიულად ხდება, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვლის დიდი ნაწილი მოიკვეთება. მესამე მეთოდი - რადიაქტიური იოდით თერაპიაა. ყველა მეთოდი საკმაოდ ეფექტურია.

ჰიპოთირეოზის მკურნალობა უფრო ადვილია. პაციენტმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს პრეპარატები ფარისებრი ჯირკვლის ხელოვნური ჰორმონებით. სწორი ჩანაცვლებითი თერაპიის ფონზე ასეთი პაციენტები სრულფასოვან ცხოვრებას უბრუნდებიან.

მითი 4: ფარისებრ ჯირკვალს “უყვარს” ზღვა, თევზი, ხურმა, ფეიხოა, ქარვა...

სინამდვილეში: მართალია, ექიმები იოდით მდიდარი პროდუქტის მიღებას ურჩევენ პაციენტებს, მაგრამ იოდდეფიციტური დაავადებების (მაგალითად, ენდემური ჩიყვის) პროფილაქტიკის ერთ-ერთი ეფექტური და უნივერსალური მეთოდი საკვებში იოდიანი მარილის გამოყენებაა. ეს მეთოდი მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის დამტკიცებულია. საზოგადოებას იოდიანი მარილის გამოყენების დაახლოებით 100-წლიანი წარმატებული გამოცდილება აქვს.

სადღეისოდ, საერთაშორისო ორგანიზაციების მოღვაწეობის შედეგად, მარილის დაახლოებით 20%-ის იოდიზება ხდება. გარდა ამისა, ორსული და მეძუძური ქალებისთვის მიზანშეწონილია ინდივიდუალური პროფილაქტიკა სპეციალური ვიტამინური კომპლექსებით, რომლებშიც მიკროელემენტ იოდის დამატებითი დოზაა შეტანილი. ეს, რა თქმა უნდა, მკურნალ ექიმთან შეთანხმებით უნდა მოხდეს.

მითი 5: ფარისებრ ჯირკვალში კვანძოვანი ახალწარმონაქმნები - ეს საშინელებაა!

ბევრი ფიქრობს, რომ კვანძების წარმოქმნა ონკოლოგიურ პრობლემას უკავშირდება.

სინამდვილეში: 100 კვანძიდან 95 კეთილთვისებიანია და საშიში არ არის. არც მათი ამოკვეთაა აუცილებელი. ექიმები ამტკიცებენ, რომ საკმარისია რეგულარული კვლევები და ავადმყოფის მდგომარეობაზე დაკვირვება. დანარჩენ 5 შემთხვევაში კი, როცა კვანძებს ავთვისებიანი უჯრედები აქვს, ქირურგიული ჩარევა აუცილებელია.

მითი 6: ფარისებრი ჯირკვლის გაჯანსაღების საუკეთესო მეთოდია სუფთა ან წყალში განზავებული იოდის მიღება

სინამდვილეში: ექიმები კატეგორიულად გვაფრთხილებენ: ამის გაკეთება დაუშვებელია! შეიძლება დოზის გადაჭარბების გამო ჯანმრთელობას უდიდესი ზიანი მიადგეს.

მითი 7: თვლიან, რომ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს არავითარი სიმპტომები არ გააჩნია

სინამდვილეში: ფარისებრ ჯირკვალში პათოლოგიის წარმოქმნა მყისიერად ავლენს თავს. მაგალითად, ჰიპოთირეოზის დროს, როცა ფარისებრი ჯირკვლის ძირითადი ფუნქცია ქვეითდება, ადამიანი სუსტდება და დაღლილობას გრძნობს, ჰიპერთირეოზისას, როცა ჯირკვლის ფუნქცია იმატებს, პირიქით, გაღიზიანებული და ზედმეტად ემოციური ხდება.

მითი 8: ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევამ შეიძლება უშვილობა გამოიწვიოს

სინამდვილეში: ეს მართლაც ასეა. ექიმები სრულიად ეთანხმებიან ამ აზრს, რადგან ფარისებრი ჯირკვლის ყველა პრობლემა ჰორმონების უკმარისობას (სიჭარბეს) ან ადამიანის ორგანიზმში ჰორმონულ არევას უკავშირდება. სწორედ ამის გამო რთულდება ჩასახვის პროცესიც.