ქირურგიული ოპერაციები ფარისებრ ჯირკვალზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქირურგიული ოპერაციები ფარისებრ ჯირკვალზე

ოპერაციისწინა გამოკვლევები:

  • ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის განსაზღვრა;
  • ფარისებრი ჯირკვლის და კისრის ლიმფური კვანძების ექოსკოპია;
  • ფარისებრი ჯირკვლის კვანძების (კისრის ლიმფური კვანძების) ასპირაციული ბიოფსია;
  • ხმის იოგების ლარინგოსკოპია (ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ);
  • კისრისა და გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია (კვანძების კისერ-მკერდუკანა ლოკალიზაციის დროს);
  • ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფია (თირეოტოქსიკოზის და ჯირკვალში კვანძების გამოვლენის დროს);
  • გენეტიკური კვლევა მედულარული კარცინომის გამოვლენისას.

ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაციის ძირითადი სახეებია:

  • ფარისებრი ჯირკვლის ერთი წილის მოკვეთა;
  • ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის მთლიანად მოკვეთა;
  • ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის ნაწილობრივი ამოკვეთა.

სადღეისოდ ძირითად ოპერაციად მაინც რჩება ეგრეთ წოდებული ღია ოპერაცია, რომლის დროსაც იჭრება კანი და მის ქვეშ მდებარე ქსოვილები. თუმცა ოპერაცია შესაძლებელია უსისხლო მეთოდითაც, ანუ ენდოსკოპის დახმარებით, რომლის დროსაც პატარა ჭრილობიდან საოპერაციო მიდამოში შეჰყავთ სპეციალური მცირე ზომის იარაღები და მათი საშუალებით კეთდება ოპერაცია. არსებობს მცირე ინვაზიური ჩარევებიც ექოსსკოპია კონტროლის ქვეშ. ამ დროს ხდება კვანძების დესტრუქცია (დაშლა) სპეციალური წამლებით, ლაზერით ან ელექტრომაგნიტური ველით ისე, რომ ახლომდებარე ჯანსაღი ქსოვილები არ დაზიანდეს. საბოლოოდ, სამკურნალო მეთოდს სპეციალისტ-ქირურგი ირჩევს ავადმყოფის თავისებურებებისა და მისი მდგომარეობის გათვალისწინებით.

ოპერაციისთვის მომზადება

ენდოკრინოლოგ-ქირურგის კონსულტაციისა და ოპერაციული მკურნალობის გადაწყვეტის შემდეგ აუცილებელია ოპერაციის დღის გარკვევა. საჭიროა აღინიშნოს, რომ პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, წლის რომელ პერიოდში გაკეთდება ოპერაცია. ხალხში გავრცელებული მოსაზრება, რომ ზაფხულში ოპერაცია ცუდია - მცდარია.

ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაციისას პაციენტს სპეციალური მომზადება არ სჭირდება, თუმცა ძირითადი მოთხოვნაა, რომ მწვავე და გამწვავებული ქრონიკული პროცესი ორგანიზმში არ მიმდინარეობდეს. კლინიკაში მოხვედრის შემდეგ ავადმყოფი იღებს ანალიზებს (სისხლის კლინიკური და ბიოქიმიური ანალიზი, შარდის ანალიზი, სისხლის ჯგუფის გარკვევა, კოაგულოგრამა, გულმკერდის რენტგენოგრაფია და აუცილებლობისას - სხვა დამატებითი ანალიზები). მათი შედეგების მიღების შემდეგ პაციენტს სინჯავს თერაპევტი და ანესთეზიოლოგი (ექიმი, რომელიც აკეთებს ნარკოზს).

აუცილებლობად ითვლება საუბარი ოპერატორთან, რომელიც პასუხობს პაციენტისთვის საინტერესო კითხვებს. ოპერაციის წინ აუცილებელ ეტაპად ითვლება ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია.

როგორ ტარდება ოპერაცია

ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაცია ტარდება ნარკოზით (ავადმყოფს მედიკამენტების დახმარებით აძინებენ და ის ტკივილს ვერ გრძნობს). პაციენტებს ხშირად აინტერესებთ, შეიძლება თუ არა ოპერაციის ადგილობრივი ანესთეზიით გაკეთება. სადღეისოდ ნარკოზი იმდენად მაღალ დონეზე სრულდება, რომ პაციენტის უსაფრთხოებისთვის ნარკოზით ოპერაცია ოპტიმალური არჩევანია. ოპერაციის ხანგრძლივობა ოპერაციული ჩარევის მოცულობაზეა დამოკიდებული. საშუალოდ კი, ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაცია 60-დან 100 წუთამდე მიმდინარეობს, თუმცა არსებობს უფრო ხანგრძლივი ოპერაციებიც (3-4 საათი), კისრის ლიმფური კვანძების დაზიანებისას.

ოპერაციის ჩატარების შემდეგ პაციენტი, როგორც წესი, პალატაში გადაჰყავთ. ოპერაციიდან პირველ დღეს საწოლიდან წამოდგომა რეკომენდებული არ არის. თუ ჩადგმული იყო დრენაჟი (სილიკონის წვრილი მილი), მას ოპერაციიდან მეორე დღეს იღებენ ჭრილობიდან. განყოფილებაში ყოფნისას პაციენტს ყოველდღიურად უცვლიან ნახვევს. ოპერაციის შემდეგ კლინიკაში ყოფნის საშუალო დრო 2-3 დღეა, შემდეგ პაციენტს სახლში გაწერენ. გაწერის წინ აუცილებელია მკურნალი ექიმის გაესაუბროს პაციენტს, რომ განიხილონ შემდგომი მკურნალობისა და დაკვირვების ვადები.

ოპერაციის გართულებები

ქირურგიაში ყველა გართულება ორ ძირითად ჯგუფად შეიძლება გაიყოს: არასპეციფიკური (დამახასიათებელია ქირურგიის ნებისმიერი სფეროსთვის) და სპეციფიკური (დამახასიათებელია ქირურგიის კონკრეტული სფეროსთვის). არასპეციფიკურ გართულებებს მიეკუთვნება ოპერაციისშემდგომი სისხლდენა, რომელიც შემთხვევათა 1,5%-ში ვლინდება, ოპერაციისშემდგომი ჭრილობის დაჩირქება - ვლინდება შემთხვევათა 0,3-0,8%-ში. ზოგიერთ პაციენტში შეიძლება აღინიშნოს კისრის გამოხატული შეშუპება. ყველა ჩამოთვლილი არასპეციფიკური გართულება იშვიათია და თუ რომელიმე განვითარდა, მკურნალობას კარგად ემორჩილება.

ფარისებრ ჯირკვალზე ჩატარებული ოპერაციებისას სპეციფიკურ გართულებებად შეიძლება მივიჩნიოთ ხორხის შებრუნებითი ნერვების დაზიანება და ჰიპოპარათირეოზი (“ჰიპო” - ცოტა, “პარათირეოზი” - პარაფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები). აღნიშნული ნერვი ხორხის ზემოთ ორია - მარჯვენა და მარცხენა. ისინი ფარისებრი ჯირკვლის უკან მდებარეობენ და ხორხის იოგებიდან სახმო იოგებამდე გადიან. ამ ნერვების ფუნქცია ხმის არსებობა და ლაპარაკის შესაძლებლობაა. სპეციალირებულ კლინიკებში ნერვების დაზიანების რისკი 1%-ზე ნაკლებია, საერთო ქირურგიულ განყოფილებებში კი დაახლოებით 5-დან 13%-მდე. ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაციის დროს პაციენტმა შეიძლება ხმის ცვლილება იგრძნოს, მაგრამ ეს, როგორც წესი, დროებითი მოვლენაა. მყარი ჰიპოპარათირეოზის განვითარების რისკიც დაახლოებით 1%-ია. მას ორგანიზმში კალციუმის უკმარისობა მოსდევს, რომლის დროსაც პაციენტს სხეულის სხვადასხვა ნაწილში (სახე, ხელები და ქვედა კიდურები) ჭიანჭველების ცოცვის მსგავსი შეგრძნება აწუხებს.

კვლავაც შეგახსენებთ: უმნიშვნელო ჩივილსაც ნუ დატოვებთ უყურადღებოდ, დროულად მიმართეთ ექიმს, ამით მაქსიმალურად დაიცავთ თავს პრობლემებისა თუ ფინანსური ხარჯებისგან.