ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები

უკანასკნელ ათწლეულებში გახშირდა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის შემთხვევები. როგორც ჩვენთან, ისე საზღვარგარეთ ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ამ ორგანოს დიაგნოსტიკის ხარისხი და გაფართოვდა კვლევის მეთოდები. ახლა ყველას შეუძლია ულტრაბგერითი კვლევის ჩატარება ან სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის განსაზღვრა.

სტატისტიკურად, ჩვენი ქვეყნის ყოველ მეორე-მესამე მცხოვრებს ფარისებრი ჯირკვლის დაავადების ნიშნები აქვს. კვანძოვანი წარმონაქმნები კი ამ ორგანოს პათოლოგიის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა. ამ პრობლემაზე გვესაუბრება აკად. ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრ კლინიკა „ენმედიცის” ენდოკრინოლოგი, ქეთევან ბოდოკია.

- ქალბატონო ქეთევან, რა არის ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნი?

- ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი დაავადება ძალზე ხშირი და ფართოდ გავრცელებული პათოლოგიაა.

ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნი ფარისებრი ჯირკვლის მორფოლოგიურად განსხვავებული მოცულობითი წარმონაქმნია, რომელიც ვლინდება პალპაციითა და ულტრაბგერითი გამოკვლევით.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს ამგვარი მდგომარეობა?

- კოლოიდური კვანძოვანი ჩიყვის განვითარების წინაპირობა ხშირად იოდის დეფიციტია. ზოგჯერ მისი განვითარების მიზეზი უცნობიცაა და კვანძოვანი კოლოიდური ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის ასაკოვან ტრანსფორმაციადაც განიხილება.

ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნური კვანძების დროს სიმსივნური უჯრედების აქტიური პროლიფერაციის გამო თანდათან ყალიბდება კვანძოვანი წარმონაქმნი.

- თქვენ უკვე ბრძანეთ, რომ ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნები ამ ორგანოს ფართოდ გავრცელებული პათოლოგიაა. როგორ ხდება მათი აღმოჩენა?

- ფარისებრი ჯირკვლის კვანძების დაახლოებით 3-7%-ს პალპაციის საფუძველზე ვადგენთ, 20-77%-ს ულტრასონოგრაფიული მეთოდით, ერთი პალპირებადი კვანძის ფონზე დამატებითი კვანძი 20-48%-ში ულტრასონოგრაფიული კვლევით იკვეთება.

- რა სახისა და ზომის შეიძლება იყოს იგი?

- ფარისებრი ჯირკვლის კვანძები სხვადასხვა ზომის შეიძლება იყოს, 4-5მმ-დან დაწყებული 30-40მმ-მდე. ულტრასონოგრაფიულად დიფერენცირდება შემდეგი სახის კვანძები:

  • ცისტური;
  • სითხოვან-ქსოვილოვანი და ქსოვილოვანი.

- რას უჩივის ამ დროს პაციენტი?

- კვანძოვანი პათოლოგიის დროს პაციენტი, ძირითადად, არაფერს უჩივის.

დიდი კვანძოვანი წარმონაქმნები იწვევს კისრის დეფორმაციას, შესაძლებელია ტრაქეაზე კომპრესიაც გამოიწვიოს.

- როგორ ხდება დიაგნოსტიკა?

- კვანძოვანი პათოლოგიის დროს პირველადი დიაგნოსტიკის მეთოდი ფარისებრი ჯირკვლის პალპაციაა, მერე უკვე ტარდება ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა, დეტალურად ფასდება ფარისებრი ჯირკვლის კვანძის ზომა და მოცულობა. კვანძოვანი წარმონაქმნები, ხშირ შემთხვევაში, წვრილი ნემსით ასპირაციულ ბიოფსიას საჭიროებენ.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესაფასებლად საჭიროა თირეოიდული ჰორმონის განსაზღვრა. ფუნქციური ავტონომიის ძირითადი მეთოდი ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფიაა, რომელიც „ცხელი“ და „ცივი“ კვანძების არსებობას გამოავლენს.

მკერდუკანა ჩიყვის დეტალური დიაგნოსტიკა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით, MღI-თ ხდება, შესაძლებელია ჩატარდეს გულმკერდის რენტგენოგრაფიაც.

- როგორია მკურნალობა?

- კვანძოვანი პათოლოგიის დროს არ არის რეკომენდებული რუტინული თიროქსინჩანაცვლებითი თერაპია. თირეოიდული პრეპარატებით ან იოდის დანამატებით მკურნალობა მიზანშეწონილია მცირე ზომის კვანძოვანი ჩიყვის მქონე ახალგაზრდა პაციენტებში, როდესაც არ არის ფუნქციური ავტონომია. ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი ცისტებისა და მცირე ზომის კომპლექსური კვანძების სამკურნალოდ ეფექტურია ეთანოლის ინექციები.

იმ კვანძებისთვის კი, რომლებიც ზეწოლას იწვევენ ან კოსმეტიკური მოსაზრებებით პაციენტები არ იშორებენ, ლაზერული აბლაცია გამოიყენება.

მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია აგრეთვე რადიაქტიური იოდთერაპია. მკურნალობის ტაქტიკა განისაზღვრება კვანძის ზომისა და ბუნების შეფასების შემდეგ.

- როდის დგება დღის წესრიგში ქირურგიული მკურნალობის საკითხი?

- თუ კვანძი იწვევს ადგილობრივი ზეწოლის სიმპტომებს, ანამნეზში აღინიშნება დასხივების ეპიზოდი, კვანძის პროგრესირებადი ზრდა, ულტრასონოგრაფიაზე ვლინდება საეჭვო მახასიათებლები - ყველა ამ შემთხვევაში იგეგმება ქირურგიული ჩარევა.

- რომელი სახის კვანძი შეიძლება გადაგვარდეს ავთვისებიანად?

- ფარისებრი ჯირკვლის კვანძების უმრავლესობა ასიმპტომურია, მაგრამ უსიმპტომობა ავთვისებიანობას არ გამორიცხავს. ერთეული (სოლიტარული) კვანძის ან მრავალკვანძოვანი ჩიყვის მქონე პაციენტებთან კიბოს განვითარების რისკი თანაბარია. ფარისებრი ჯირკვლის სოლიტარული კვანძის მალიგნიზაციის ალბათობა შედარებით მაღალია. ბავშვებსა და მოზარდებთან მალიგზინაციის სიხშირე მოზრდილებზე 3-4-ჯერ მაღალია, დიდია ავთვისებიანობის რისკი ასაკოვნებსა და მამაკაც პაციენტებთან.

კვანძის ავთივსებიანობისათვის დამახასიათებელი ულტრასონოგრაფიული ნიშნებია:

  • გამოხატული ჰიპოექოგენურობა;
  • მიკროკალცინატების არსებობა;
  • უსწორმასწორო კიდეები;
  • ინფლიტრაცია ირგვლივ მდებარე ქსოვილში;
  • კვანძშიდა ვასკულარიზაცია;
  • კვანძის ვერტიკალური ზომა აღემატება ჰორიზონტალურ ზომას;
  • ჰალოს არშიის არარსებობა.

ორი და მეტი კრიტერიუმის არსებობა ზრდის ავთვისებიანობის რისკს.

- როგორია პროგნოზი?

კვანძოვანი კოლოიდური ეუთირეოიდული ჩიყვის დროს პროგნოზი კეთილსაიმედოა.

იოდდეფიციტის რეგიონებში პროგნოზი შეიძლება განისაზღვროს თირეოტოქსიკოზის განვითარებით. ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეების დროს პროგნოზი განისაზღვრება პათომორფოლოგიით.

- თუ შესაძლებელია პროფილაქტიკა და როგორ?

- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა პროფილაქტიკა იოდით პროფილაქტიკაა, მაგრამ კვანძოვანი წარმონაქმნი რომ არ განვითარდეს, ამ მხრივ პროფილაქტიკური ღონისძიებები არ არსებობს.