წონაზე მოქმედი 5 ჰორმონი - შეიძლება თუ არა მათი კონტროლი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წონაზე მოქმედი 5 ჰორმონი - შეიძლება თუ არა მათი კონტროლი

ადიპონექტინი - ის პასუხისმგებელია ორგნიზმში ცხიმების წვაზე. მეცნიერების მტკიცებით, ადამიანი უფრო სწრაფად იკლებს წონაში, თუ მის სისხლში დიდი რაოდენობითაა ადიპონექტინი. კილოგრემების დაგროვებისას ჰორმონის დონე ქვეითდება. თუმცა ჩვენც შეგვიძლია ორგანიზმი ვაიძულოთ წონაზე პასუხისმგებელი ამ ჰორმონის გამომუშავება: ამისათვის საჭიროა რაციონში ხშირად ჩავრთოთ კომბოსტო, გოგრის თესლი, ისპანახი.

ლეპტინი - ეს ჰორმონი მადაზეა პასუხისმგებელი. თუ სისხლში ჰორმონის შემცველობა დაქვეითებულია, ნაყროვანება გემუქრებათ. ლეპტინის დონის მომატებაში დაგვეხმარება რაციონის გამდიდრება თევზით, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავა ომეგა-3-ით.

გრელინი - მას შიმშილის ჰორმონს უწოდებენ. ის გვაიძულებს ვჭამოთ სხეულის ფორმებისთვის მავნე პროდუქტები (ცხიმიანი, ტკბილეული) არასასურველ დროს - საღამოს. დამტკიცებულია, რომ გრელინის დონე პირდაპირ კავშირშია ძილის ხანგრძლივობასა და ხარისხთან. ამიტომ კარგად გამოძინებასა და ყავისგან თავის შეკავებას გირჩევთ, რადგანაც ეს მატონიზირებელი სასმელი ზრდის შიმშილის ჰორმონის დონეს. გრელინის დონის დაქვეითებას ხელს უწყობს ცილები. ამიტომ საუზმეზე მიირთვით კვერცხი.

კორტიზოლი - მას ორგანიზმი სტრესულ სიტუაციაში გამოიმუშავებს. მუდმივი სტრესული სიტუაცია, რომელშიც ადამიანს უხდება ცხოვრება, არა მხოლოდ ნერვებს აზიანებს. ის უარყოფითად მოქმედებს სხეულზეც, კერძოდ, იწვევს კუნთის ტონუსის დაქვეითებას, რითაც უარესდება მეტაბოლური პროცესები. მანკიერი წრიდან გამოსვლა შესაძლებელია ყავის მოხმარების შემცირებითა და ფიზიკური ვარჯიშით.

ინსულინი - ჭარბი წონისას, დიდია ალბათობა იმისა, რომ ორგანიზმში დარღვეული იყოს ინსულინის ბალანსი, რომლისთვისაც დამახასიათებელია სისხლში გლუკოზის მაჩვენებლის მომატება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმს ესაჭიროება შაქრის გარდაქმნაში მიხმარება, რომ იგი არ გარდაიქმნას ცხიმად.

ლალი ჩხიკვაძე