ტუბერკულოზთან ბრძოლის მთავარი იარაღი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტუბერკულოზთან ბრძოლის მთავარი იარაღი

თავდაპირველად იგი გამეტებით დაატყდა თავს მსოფლიოს და გაუთვითცნობიერებელი საზოგადოების დიდი ნაწილი იმსხვერპლა კიდეც. გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა. მაშინ სწორედ ტუბერკულოზი გახდა ბევრი ცნობილი ქართველი მოღვაწის გარდაცვალების მიზეზი: ვაჟა-ფშაველა, ეგნატე ნინოშვილი, სოლომონ დოდაშვილი, იროდიონ ევდოშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ლადო ასათიანი... საფრთხე მრავალი წლის განმავლობაში არ ნელდებოდა, არ წყდებოდა ტუბერკულოზთან ბრძოლაც. გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ტუბერკულოზის პრობლემა მსოფლიოსთვის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენდა, მაგრამ საშიშროებამ დროებით გადაიარა.

ბოლო 15 წლის მანძილზე უძველესმა სენმა კვლავაც მთელი სიმძლავრით შეგვახსენა თავი. განსაკუთრებით მწვავედ დადგა ფილტვის ტუბერკულოზის პრობლემა. მოგეხსენებათ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 1992 წელს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მსგავს განცხადებას რეალური საფუძველი რომ აქვს, ამაზე ბოლოდროინდელი სტატისტიკაც მეტყველებს:

  • დღეს მსოფლიოს მოსახლეობის მესამედი ტუბერკულოზითაა ინფიცრებული.
  • ყოველწლიურად ინფიცირებულთა რაოდენობა 30 მილიონით მატულობს და დაახლოებით 8 მილიონი ადამიანი ავადდება.
  • შემზარავია ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელიც: ტუბერკულოზით თითქმის ყოველ 10 წამში მსოფლიოში ერთი ადამიანი იღუპება, რაც დღეში 5000-ს, ხოლო წელიწადში 2-3 მილიონს უდრის.

ამის მიზეზი, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ბოლოდროინდელი ხშირი ეკონომიკური ჩავარდნები და მიგრაციული პროცესებია.

როგორ დავამარცხოთ ხელახლა გამძვინვარებული დაავადება?

დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციია ტუბერკულოზთან ბრძოლის ყველაზე ოპტიმალურ იარაღია DOTS-ი. ეს არის სტრატეგია, რომლის სათანადოდ დანერგვის შემთხვევაში შესაძლებელი ხდება ტუბერკულოზის ეპიდემიის დამარცხება და ახალი რეზისტენტული ფორმების წარმოქმნის თავიდან აცილება. სადღეისო DOთშ-ი, რომელიც საქართველოში აღიარებულია 1995 წლიდან, 180-მდე ქვეყანაშია დანერგილი და წარმოადგენს ტუბერკულოზთან ბრძოლის ეროვნული პროგრამების საფუძველს.

სტრატეგიის შემადგენელი ხუთი აუცილებელი ელემენტია:

  • პოლიტიკური მხარდაჭერა;
  • საიმედო დიაგნოსტიკა (ნახველის მიკროსკოპიული გამოკვლევა);
  • სტანდარტიზებული მკურნალობა მედმუშაკთა უშუალო მეთვალყურეობით;
  • ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებით რეგულარული და უწყვეტი უზრუნველყოფა (მკურნალობა პირველი რიგის მედიკამენტებით უფასოა);
  • რეგისტრაცია-ანგარიშსწორების სისტემა.

ჩვენს ქვეყანაში 2004 წლიდან მუშაობს სპეციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც საგანგებოდ მომზადებული მედდები შინ აკითხავდნენ პაციენტებს, რომლებიც მათი მეთვალყურეობით სვამდნენ წამლებს. ტუბერკულოზის მკურნალობის კურსი საკმაოდ ხანგრძლივია და ხშირი იყო შემთხვევა, როცა პაციენტები წამლების მიღებას თვითნებურად წყვეტდნენ. ეს კი, თავის მხრივ, ყველაზე უარესს _ რეზისტენტული ფორმების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. სამწუხაროდ, ასეთი მიდგომა არცთუ ეფექტიანი გამოდგა. პაციენტების უმრავლესობას არ სურდა ახლობლების, მეზობლების და ხშირად ოჯახის წევრების დასანახავად მედდების სახლში სტუმრობა და მედიკამენტების მიღება, გარდა ამისა, პაციენტთა სიმრავლემ, სატრანსპორტო ხარჯებმა და სხვა მიზეზებმა აუცილებელი გახადა მომსახურების განსხვავებული ფორმის გამოძებნა. მიმდინარე წლის დასაწყისში სამედიცინო მომსახურების საერთაშორისო კორპორაცია გამოვიდა ე.წ. DOთშ-წერტილების გახსნის ინიციატივით თბილისის მოსახლეობისთვის. იდეის არსი შემდეგში მდგომარეობს: საცხოვრებელი ადგილის მახლობლად მოიძებნოს ფართი, სადაც პაციენტთა განსაზღვრულ რაოდენობას შეეძლება მისვლა და დანიშნული პრეპარატების მიღება უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ. ეს ადგილი პაციენტებისთვის მოსახერხებელი უნდა იყოს მისასვლელად ტრანსპორტის გარეშე. თითოეული წერტილი მაქსიმუმ 15 წუთში უნდა მოემსახუროს 10 პაციენტს მაინც. ამის გათვალისწინებით, აქცენტი პირველადი ჯანდაცვის ობიექტებზე გაკეთდა. დღეისათვის დედაქალაქის მასშტაბით 15 ასეთი წერტილი მუშაობს რაიონების მიხედვით. მედდები პაციენტებს ადგილზევე, წამლების მიღების შემდეგ უმასპინძლდებიან ჩაით, ყავითა და ტკბილეულით. უშუალო მეთვალყურეობით მკურნალობა თითოეულ წერტილში მოსულ პაციენტთა 95%-ს მაინც უტარდება, ხოლო მთლიანად ქალაქში ეს მაჩვენებელი თითქმის 80%-ს აღწევს.

უახლოეს მომავალში კიდევ იგეგმება DOTS-წერტილების გახსნა თბილისის რამდენიმე უბანში. ტუბერკულოზით ინფიცირება ჯერ კიდევ არ ნიშნავს ტუბერკულოზით დაავადებას. დაავადებასთან ბრძოლის სტრატეგია გულისხმობს დროულ გამოკვლევებსა და დიაგნოსტირებას, შესაბამის მკურნალობას და მის ბოლომდე მიყვანას. საზოგადოება მხარში უნდა ამოუდგეს პაციენტებს, რათა მათი დაავადება სწორად იქნეს გამოკვლეული და ბოლომდე ნამკურნალევი. ეს გახლავთ სიცოცხლისათვის ბრძოლა! ტუბერკულოზის მკურნალობა მრავალ ადამიანს უნარჩუნებს სიცოცხლეს და იცავს მთლიანად საზოგადოებას. მსოფლიო 2050 წლისათვის სრულიად უნდა გათავისუფლდეს ტუბერკულოზისაგან. ამ მიზნის მიღწევა თითოეული ჩვენგანის აქტიური მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იქნება.