რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
როცა სმენა გვღალატობს

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დღეს მსოფლიოში ყოველი მეექვსე ადამიანი სმენასთან დაკავშირებულ პრობლემებს უჩივის. ძალუძს თუ არა თანამედროვე მედიცინას, სმენადაქვეითებულებს დაეხმაროს? ამაზე ოტორინოლარინგოლოგიის ეროვნული ცენტრის ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის ექიმი, ოტორინოლარინგოლოგი მაია მაისაშვილი გვესაუბრება.

 

- ქალბატონო მაია, რა არის სიყრუე, როგორ განისაზღვრება იგი?
- სმენის დარღვევა პრობლემაა, რომლის წინაშეც შეიძლება დადგეს ნებისმიერი ადამიანი. ამ პრობლემის მოგვარება პაციენტის მშობლების, ახლობლების, სხვადასხვა სპეციალობის ექიმების, პედაგოგ-დეფექტოლოგების, ლოგოპედების და სხვათა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. სმენის სრული ან ნაწილობრივი დარღვევა ბგერების აღმოჩენისა და გაგების უნარის დაქვეითებაა. სმენა შეიძლება დაერღვეს ნებისმიერ ორგანიზმს, რომელსაც კი ბგერების აღქმის უნარი აქვს. ბგერითი ტალღები ერთმანეთისგან სიხშირითა და ამპლიტუდით განსხვავდება. სმენის დარღვევა ზოგიერთი (ან ყოველგვარი) სიხშირის ანდა დაბალი ამპლიტუდის ტალღების აღქმის უუნარობა გახლავთ.


- რა ასაკში შეიძლება განვითარდეს სიყრუე?
- სიყრუე თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. პირველი დაბადებიდანვე დაჰყვება ადამიანს, ხოლო მეორე სიცოცხლის ამა თუ იმ პერიოდში ვითარდება. თანდაყოლილ და შეძენილ სიყრუეს შორის ის განსხვავებაა, რომ პირველ შემთხვევაში დარღვეულია სმენის ორგანოთა ფორმირება ჩანასახოვან პერიოდში, ხოლო მეორე ნორმალურად ფორმირებული სმენის ორგანოების არახელსაყრელ ფაქტორთა ზემოქმედებით განპირობებული დაზიანების შედეგია.


- რა როლს ასრულებს თანდაყოლილი სიყრუის განვითარებაში მემკვიდრეობითი ფაქტორი?
- თანდაყოლილი სიყრუე მემკვიდრეობითიც შეიძლება იყოს და არამემკვიდრეობითიც. მაგალითად, გამოწვეული იყოს გენეტიკური დაავადებით, რომელსაც ვარდენბურგის სინდრომი ეწოდება. თანდაყოლილი სიყრუე უმეტესად მემკვიდრეობითია და თაობებიდან თაობას გადაეცემა. იგი ასევე შეიძლება განპირობებული იყოს ორსულობისას დედის მიერ გადატანილი ინფექციური დაავადებით, რომელიც მოქმედებს ნაყოფზე (ასეთია გრიპი, წითელა, წითურა), ასევე - დედის მიერ ორსულობის პირველ თვეებში (როდესაც სმენის ორგანოების ჩანასახი განსაკუთრებით სათუთია) ალკოჰოლის გამოყენებით ან ზოგიერთი მედიკამენტის (სტრეპტომიცინი, კანამიცინი, მონომიცინი და სხვა) მიღებით.


- კიდევ რა კრიტერიუმებით შეიძლება მოვახდინოთ სიყრუის კლასიფიკაცია?
- სმენის დაკარგვის კლასიფიკაცია შეიძლება სმენის სისტემის იმ ნაწილის დაზიანების საფუძველზე, რამაც სიყრუე გამოიწვია. როდესაც პროცესში ჩართულია ნერვული სისტემა, სმენის სენსონერვულ დარღვევებზე ვლაპარაკობთ, ხოლო როდესაც ყურის ის ნაწილია ჩართული, რომელიც ნერვებისთვის ბგერის გადაცემაზე აგებს პასუხს, მაშინ ვამბობთ, რომ დაკარგულია სმენის გამტარობა.


- რამ შეიძლება გამოიწვიოს სმენის დაკარგვა?
- შემიძლია დაგისახელოთ რამდენიმე მიზეზი:

  • ხმაური. თუ ადამიანი ცხოვრობს მეგაპოლისში, დიდ ქალაქში, სადაც ბევრი ხმაურია, ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად აისახება მის ყურთასმენაზე. ხმამაღალი მუსიკის ხშირი და ხანგრძლივი მოსმენაც სმენის დაქვეითების რისკფაქტორია.
  • ასაკი. ორგანიზმის დაბერების კვალდაკვალ ადამიანის შიგნითა ყურშიც ხდება ცვლილებები.
  • დაფის აპკის გახეთქვა ინფექციის (ანთების) ან ტრავმის შედეგად.
  • არის შემთხვევები, როდესაც პათოლოგიური პროცესი (მენიერის დაავადება, სიფილისი, ნერვის სიმსივნე) ან ტოქსიკური პრეპარატი განსაზღვრულ ნერვებს აზიანებს და ეს სმენის დაქვეითების მიზეზად იქცევა (სწორედ ეს არის სმენის სენსონერვული დაქვეითება, რომელიც ზემოთ ვახსენეთ).

ცნობილია გაურკვეველი მიზეზით სმენის დაკარგვის შემთხვევებიც. ამას იდიოპათიურ სმენის დაკარგვას ვუწოდებთ.


- როგორ შეიძლება გამოვლინდეს სიყრუე?
- თავად პაციენტისთვის დაავადების სიმპტომები ზოგჯერ შეუმჩნეველი რჩება, თუმცა ახლობლები და ოჯახის წევრები ყოველთვის ამჩნევენ ცვლილებებს, მაგალითად, იმას, რომ ადამიანი ბოლო ხანს ხმამაღლა უსმენს ტელევიზორს, საუბრისას ყვირის და ასე შემდეგ.

You must have Flash Player installed in order to see this player.
ზოგჯერ პაციენტს ისეთი შეგრძნება უჩნდება, თითქოს ყურები დახშული აქვს.Gგარდა ამისა, სიყრუის განვითარებისას ადამიანს შესაძლოა ჩაესმოდეს გარეშე ხმაური, გრძნობდეს თავბრუხვევას... სიყრუე საგრძნობლად არღვევს ადამიანის ცხოვრების ხარისხს, ხელს უშლის სამუშაოს შესრულებაში და საფრთხესაც კი უქადის. საბედნიეროდ, არსებობს სასმენი აპარატები, რომლებიც ასეთ ხალხს სმენის გაუმჯობესებაში ეხმარება.



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
"ოჯახის მკურნალი" ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ვებგვერდზე www.mkurnali.ge კითხვა-პასუხის უფასო სერვისი წლებია არსებობს. მასზე სტაბილურად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მომსახურების დახვეწა და განვითარება გადაწყდა.
შაქრის გადაჭარებეული მოხმარება თანამედროვე კვების რეჟიმის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. ტკბილი საკვების სიყვარული აჩქარებს დაბერების პროცესს,
ალბათ, ბევრს აინტერესებს - რა ხდება ორგანიზმში შიმშილობისას, მაშინ, როდესაც ორგანიზმში არ ხვდება არავითარი საკვები, არც ცილები, არც ცხიმები, არც ნახშირწყლები. მეტიც, ე.წ. მშრალი შიმშილობისას ორგანიზმი წყლის მიღებასაც კი მოკლებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში (რადგან, საბედნიეროდ, სამკურნალო შიმშილობა გარკვეული ვადით გრძელდება) შინაგანი მოთხოვნილებები საკუთარი სარეზერვო ენერგეტიკული წყაროებიდან უნდა დაიკმაყოფილოს, რადგან მათ სხვა წყაროებით ვერ მიიღებს.

ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევით, საჭიროა მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის ხანგრძლივობა ცხრა თვემდე შემცირდეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, 24 მარტს ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე (World Tuberculosis Day) აღინიშნება
ისტორიული ცნობები

ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა
ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა 1890 წელს დაიწყო გერმანელმა ექიმმა და მიკრობიოლოგმა რობერტ კოხმა, მის მიერ აღმოჩენილი ტუბერკულინი კი სადიაგნოზოდ 1907 წელს გამოიყენა ავსტრიელმა პედიატრმა კლემენს პირკემ, რომელიც პაციენტებს წინასწარ ბორით დამუშავებულ კანზე ტუბერკულინს უსვამდა. მოგვიანებით ეს მეთოდი დაიხვეწა და ჩვენამდეც კი მოაღწია. მას აქტიურად იყენებდნენ, ვიდრე ფრანგმა ექიმმა მანტუმ დიაგნოსტიკის ახალი ვარიანტი - მანტუს სინჯი, ტუბერკულინის კანქვეშ შეყვანა - არ შემოგვთავაზა.

ტუბერკულოზი რეზისტენტულია ანუ წამალგამძლეა, როდესაც დაავადების გამომწვევი მიკობაქტერია ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების მიმართ მდგრადობას, რეზისტენტობას ამჟღავნებს. ეს საკმაოდ ართულებს დაავადების მკურნალობას. წამალგამძლე ფორმა შეიძლება განუვითარდეს როგორც ახალგამოვლენილ, ისე უკვე ნამკურნალევ პაციენტსაც. ძირითადი ანტიტუბერკულოზური პრეპარატებია იზონიაზიდი, რიფამპიცინი, პირაზინამიდი, ეტამბუტოლი და სტრეპტომიცინი. ისინი საკმაოდ ეფექტურად ებრძვიან მიკობაქტერიას, თუმცა მკურნალობა ნაკლებეფექტიანია, როდესაც მიკობაქტერია ამ პრეპარატებისადმი გამძლე ხდება.

ტუბერკულოზი
ერთ-ნაირად საშიშია როგორც მოზრდილებისთვის, ისე ბავშვებისთვისაც, ამიტომ მისი ვაქცინაცია დაბადებისთანავე, სამშობიაროში ტარდება. იმის შესახებ, რითია ტუბერკულოზი საშიში და როგორ შეიძლება მისგან ბავშვის დაცვა, პედიატრი ელენე ერეკლიშვილი გვესაუბრება.

- რატომ ტარდება ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აცრა სამშობიაროშივე?

ტუბერკულოზი, გარდა იმისა, რომ ფილტვებს აზიანებს, სხვა ორგანოებსაც ემტერება. საყურადღებოა, რომ ფილტვგარე ფორმა გვიან ვლინდება (დაავადების დაწყების შემდეგ 3 თვიდან 10 წლამდე პერიოდში), რაც გართულებათა საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს (80%) განაპირობებს. ტუბერკულოზის ძვალსახსროვანი ფორმა უძველესი დროიდან არის ცნობილი. ევროპაში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ქვის ხანაში გარდაცვლილი ადამიანის ჩონჩხი, რომლის გულმკერდის მალებსაც ტუბერკულოზისთვის დამახასიათებელი ცვლილებები აღენიშნება; ეგვიპტეში იპოვეს მუმიები, რომლებსაც ტუბერკულოზური პროცესით შეცვლილი ძვლები აქვთ. ძვალსახსროვანი ტუბერკულოზი დღესაც აქტუალური სამედიცინო პრობლემაა. მისი განვითარების თავისებურებებზე, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პრინციპებზე გვესაუბრება ფთიზიატრი, მედიცინის დოქტორი გელა ბესელია:

08 აგვისტო 2016
· ოჯახის ყველა წევრს უნდა ჰქონდეს საკუთარი პირსახოცი და საწოლი;
26 სექტემბერი 2016
ელექტრონულ ფოსტაზე დამოკიდებულება ზრდის სტრესის დონეს, რამაც შეიძლება სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს.
ქალის ტირილი არავის უკვირს, კაცის თვალზე კი ცრემლს იშვიათად შენიშნავთ. მშრალი, მაგრამ სასტიკი სტატისტიკით, მამაკაცები დიდხანს ვერ ცოცხლობენ. მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ მათ ტირილის მორალური უფლება არ აქვთ, დარდსა და სევდას გარეგანი გამოვლინების საშუალება არ ეძლევა.

თუმცა მამაკაცებიც ტირიან, მაგრამ გაცილებით იშვიათად და ახლობელთაგან ფარულადაც კი.

ნათხემშიდა სისხლჩაქცევები

ნათხემში სისხლჩაქცევების მიზეზი ვადაზე დაბადებულ ბავშვებში მასიური სუპრატენტორიალური პარკუჭშიდა ჩაქცევაა, დღენაკლულ ბავშვებში კი - გერმინული მატრიქსის ჰემორაგია (სისხლჩაქცევა). ყოველივეს კი იწვევს სამშობიარო ტრავმისა და ასფიქსიის თანხვედრა.

ნათხემში სისხლჩაქცევების კლინიკა სწრაფად პროგრესირებს. ქალას უკანა ფოსოს სუბდურალური სისხლჩაქცევის მსგავსად ამ დროსაც სწრაფად ძლიერდება სუნთქვითი დარღვევები, ქვეითდება ჰემატოკრიტი და ჩქარდება ლეტალური გამოსავალი (ბავშვი იღუპება).

ეს ნივთიერებები საკვებს არც აგემრიელებს და არც სასარგებლოა, სამაგიეროდ, საგრძნობლად აიაფებს მის წარმოებას.