როგორ დავეხმაროთ გულს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავეხმაროთ გულს

რასაკვირველია, უკეთესია რეგულარული ფიზკულტურა. მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ ექიმები პაციენტებს დღეში ორჯერ მაინც სუფთა ჰაერზე გასეირნებას ურჩევენ. გულს უყვარს, როდესაც სწორად ვიკვებებით. უნდა მივირთვათ მეტი ხილი, ცხოველური ცხიმის ნაცვლად - მცენარეული ზეთი. მცენარეული ცხიმი ძირითადი წყაროა პოლინაჯერი ცხიმოვანი მჟავებისა, რომლებიც დადებითად მოქმედებს ქოლესტერინის ცვლის ნორმალიზაციაზე.

გულისთვის აუცილებელია:

კალიუმი. ის ხელს უწყობს ჭარბი სითხის ორგანიზმიდან გამოყოფას და გულის კუნთის მოქმედების გაუმჯობესებას. შეიცავს ლობიო, სოია, გარგარი, გარგარისა და ჭერმის ჩირი, ატამი, შავი ქლიავი, შავი ჩაი, კაკაო.

მაგნიუმი. აქვს სისხლძარღვთა გამაფართოებელი და შარდმდენი მოქმედება. მისი ძირითადი წყაროა წიწიბურა, შვრია, ბარდა, ლობიო, საზამთრო, ნუში, ყავა, ხალვა, ზღვის კომბოსტო.

იოდი. დადებითად მოქმედებს ათეროსკლეროზის დროს ნივთიერებათა ცვლაზე. იოდით მდიდარია თევზი, ზღვის კომბოსტო, ხორცი, კვერცხი, რძე, ჭარხალი, სალათა, კარტოფილი, კიტრი, ყურძენი, ქლიავი.

C ვიტამინი. ხელს უწყობს სისხლძარღვების ელასტიკურობის მომატებას. ძირითადი წყაროა წითელი ტკბილი წიწაკა, ვაშლი, კამა, ასკილი, ქაცვი, მოცხარი.

D ვიტამინი. საჭიროა კაპილარების გასაძლიერებლად. ამცირებს სისხლძარღვთა კედლების განვლადობას. შეიცავს ცირცელი, ბალი, შავი მოცხარი, ჩაი, ფორთოხალი, ასკილის ნაყოფი, წიწაკა, მარწყვი, ჟოლო.

გულს უყვარს, როდესაც ადამიანი ფორმაშია. ჭარბი წონა მისთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის.

როდესაც ადამიანი არ ეწევა, გულს უხარია. თუ არ შეგიძლიათ სიგარეტზე უარის თქმა, იმას მაინც ეცადეთ, ნაკლები მოსწიოთ. თამბაქო მარტო ჯანმრთელობას კი არ ანადგურებს, არამედ იმ წამლების მოქმედებასაც ანეიტრალებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსასწორებლად ვიღებთ.

გულს უყვარს, როდესაც მშვიდად ვართ. დამტკიცებულია, რომ ცხოვრების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება ჯანმრთელობაზეც დადებითად მოქმედებს. ბოღმა, გულგატეხილობა, სევდა, აგრესია დამანგრეველია ადამიანისთვის. სტრესისგან თავის დაცვა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად სწორი რეაქცია გვექნება. როდესაც მამაკაცი სტრესს ალკოჰოლით ახშობს, ფსიქოლოგიურ ფონზე მოქმედებას იწყებს რისკის სხვა ფაქტორებიც. რაკი ალკოჰოლი ვახსენეთ, მის მავნებლობაზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. იგი ადამიანის ორგანიზმზე უპრეცედენტო ზემოქმედებას ახდენს.

ორგანიზმში ჟანგბადის მიმოტანა ერითროციტებს აკისრია. ისინი დაფარულნი არიან ლიპიდური გარსით, რომელიც მათ ერთმანეთთან შეწებების საშუალებას არ აძლევს. სისხლში მოხვედრილი სპირტი ერითროციტების ზედაპირს ცხიმს აცლის, იწვევს მათ შეწებებას და კოლტის წარმოქმნას, რომელიც თოვლის გუნდასავით იზრდება. ეს კოლტები ხელს უშლის ერითროციტების გავლას თავდაპირველად წვრილ კაპილარებში, ხოლო შემდგომ - უფრო მსხვილ სისხლძარღვებშიც, ადრე თუ გვიან იჭედება და სისხლის მიმოქცევის პარალიზებას ახდენს. ქსოვილებში იწყება ჟანგბადის უკმარისობა. უწინარეს ყოვლისა, ზიანი ადგება თავის ტვინს. ჟანგბადოვანი შიმშილი მისი ცალკეული უბნების კვდომას იწვევს.

ჟანგბადოვანი შიმშილის განსაზღვრულ სტადიაზე თავს იჩენს ეიფორია, ამაღლებული განწყობა. თუ ალკოჰოლის დოზა გაიზარდა, ადამიანი თვრება და იძინებს. უფრო ზუსტად, ჩვენ გვგონია ასე, ფიზიოლოგიური კუთხით კი ეს არის ალკოჰოლური კომა, ანუ გონების დაკარგვა ტვინის ალკოჰოლური ჰიპოქსიით გამოწვეული ნეიროქიმიური დარღვევების გამო.

სისხლძარღვთა დაცობის შედეგად პირველ რიგში იღუპება თავის ტვინის ის უჯრედები, რომლებიც მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი. ამიტომ არის, რომ ზღვარგადასული მოლხენის შემდეგ გამოფხიზლებული ადამიანი ვერაფერს იხსენებს. რა ხდება ორგანიზმში ამის შემდეგ? მეორე დღეს, ნაბახუსევზე, ორგანიზმში მიმდინარეობს "გენერალური დასუფთავება". თავის ტვინის დაღუპული უჯრედების მოსაშორებლად ის "კატასტროფის" ადგილას სითხის მიდენას აძლიერებს და წნევა იმატებს. სწორედ ამით აიხსნება თავის ტკივილი და გაძლიერებული წყურვილის გრძნობა - ორგანიზმს სჭირდება ბევრი სითხე, რათა წინა დღის მოლხენის შედეგები აღკვეთოს. ორგანიზმისთვის უსაფრთხო ალკოჰოლის დოზა არ არსებობს. ყველაზე მეტად ინტელექტი ზარალდება. ალკოჰოლის ერთჯერადი მიღებაც კი თავის ტვინის უჯრედების შეუქცევად დაზიანებას იწვევს. ეს პროცესი ნელა, შეუმჩნევლად მიმდინარეობს, მაგრამ სპირტიანი სასმელების რეგულარული სმა ადრე თუ გვიან პიროვნების დეგრადაციით სრულდება.