ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის შემდეგ

ქოლეცისტექტომიის შემდეგ. ვარ 34 წლის მამაკაცი. ოპერაციიდან გასულია 9 თვე.

თავდაპირველად მოგახსენებთ, რომ ქოლეცისტექტომიის შემდეგ ადამიანის საჭმლის მომნელებელ სისტემაში გარკვეული ძვრები ხდება. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ნაღვლის ბუშტის (რომელიც მანამდე რეზერვუარის ფუნქციას ასრულებდა) ამოკვეთის შემდეგ ირღვევა ნაღვლის ფიზიოლოგიური ცირკულაცია.

საზოგადოდ, ღვიძლის უჯრედებში ნაღველი განუწყვეტლივ წარმოიქმნება, მაგრამ თორმეტგოჯა ნაწლავში ის მხოლოდ საჭმლის მონელების პროცესში ჩადის ნაღვლის საერთო სადინარით. როდესაც საჭმლის მონელება მთავრდება, ნაღველი ნაღვლის ბუშტში გადადის.

ნაღვლის გადასვლა თორმეტგოჯა ნაწლავში რეგულირდება ნაღვლის ბუშტის კუნთებითა და ნაღვლის საერთო სადინრის სფინქტერით (სფინქტერი დამხშველი რგოლისებრი კუნთია, რომელიც იკუმშება და სადინარს ახშობს). როდესაც საჭმლის მონელება არ მიმდინარეობს, საერთო სადინარის სფინქტერი დახურულია და ნაღველი ნაღვლის ბუშტში ჩადის, საჭმლის მონელებისას კი ნაღვლის ბუშტი იკუმშება, ნაღვლის საერთო სადინარის სფინქტერი დუნდება და ნაღველი თორმეტგოჯა ნაწლავში გადადის.

ნაღვლის ბუშტის კუნთებისა და სფინქტერის ასეთი შეთანხმებული მოქმედება რეფლექსური და ჰუმორული მექანიზმებით არის განპირობებული. ბუნებრივია, ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის შემდეგ აღწერილი ფიზიოლოგიური პროცესები ირღვევა და საჭმლის მონელების მექანიზმიც ერთგვარ გადაწყობას განიცდის.

ექსპერიმენტული და კლინიკური დაკვირვებებით დადგენილია, რომ ნაღვლის ბუშტის ფუნქციური გამოვარდნა სანაღვლე გზების სფინქტერულ აპარატზე აისახება. მეცნიერთა ნაწილს მიაჩნია, რომ ქოლეცისტექტომიის შემდეგ თორმეტგოჯას დიდი დვრილის (ანუ იმ ადგილისა, რომლის ცენტრშიც ნაღვლის საერთო სადინარი იხსნება) და, შესაბამისად, სფინქტერის ტონუსი საგრძნობლად იმატებს (ის ადრინდელზე მეტად არის შეკუმშული), რის გამოც ოპერაციის შემდეგ ნაღვლის საერთო სადინარი რამდენადმე ფართოვდება.

სხვათა აზრით, აღნიშნული დვრილი, პირიქით, ვერ უძლებს ღვიძლის ხანგრძლივ სეკრეტორულ (გამომყოფ) ზეწოლას და სწორედ ამის გამოა, რომ ქოლეცისტექტომიის შემდეგ მისი უკმარისობა ვითარდება. ფაქტია, რომ ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის შემდეგ მის შეკუმშვასთან კოორდინირებულად შეთანხმებულ-შეწყობილი სფინქტერის ფუნქცია ირღვევა. სწორედ სფინქტერის ამ მოტორული დისფუნქციის გამო აწუხებთ პაციენტებს ოპერაციის შემდგომ პერიოდში ქრონიკული აბდომინალური (მუცლისმიერი) ტკივილები და დისპეფსიური (საკვების მონელებასთან დაკავშირებული) ჩივილები.

ამ და სხვა გართულებათა თავიდან ასაცილებლად აუცილებელია კვების დიეტური რეჟიმის დაცვა. ეს არც ისე ძნელია. მთავარია მონდომება და იმის გაცნობიერება, რომ ფუნქციაგადაწყობილ კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ხელშეწყობა სჭირდება. გახსოვდეთ, მხოლოდ სწორი კვებითა და სათანადო რეჟიმით არის შესაძლებელი პოსტოპერაციულ პერიოდში საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვეული ფუნქციის აღდგენა და შემდგომაც ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნება.

მთავარია, მიირთვათ ხშირ-ხშირად (დღეში 5-6-ჯერ) და მცირე ულუფებით. თუ კვებას ერთსა და იმავე დროს შეძლებთ, ხელს შეუწყობთ ნაღვლის სათანადო დენას და თავიდან აიცილებთ მის შეკავებას გამომტანი სადინარის ამა თუ იმ მონაკვეთზე. საკვების დიდი რაოდენობით მიღებისა და, რაც მთავარია, არარეგულარული კვების შემთხვევაში ნაღველი არასრულფასოვნად იდენს და საჭმლის მონელება დაირღვევა, შესაბამისად, ვერ გაექცევით ტკივილსა და სხვა უსიამოვნო შეგრძნებებს.

სადღეღამისო რაციონის მასა 3,5 კგ-ს არ უნდა აღემატებოდეს, კვებითი ღირებულება კი 3000 კკალ-ს. იმასაც შეგახსენებთ, რომ დღე-ღამეში 1,5-2 ლიტრი სითხე უნდა მიიღოთ. საკვების მიღების შემდეგ არავითარ შემთხვევაში არ უნდა წამოწვეთ. სასურველია რამდენიმე წუთი ფეხზე დგომა ან ნელი ნაბიჯით გავლა-გამოვლა, თუ, რა თქმა უნდა, სუფთა ჰაერზე გასეირნება ვერ ხერხდება.

თქვენთვის რეკომენდებულია გამომშრალი (წინა დღის) პური - ხორბლის, უფრო მეტად კი ჭვავის, ასევე - ორცხობილა, ხილის კომპოტი, ბოსტნეულის წვნიანი, მოხარშული მჭლე ხორცი - როგორც ფრინველისა (ქათამი, ინდაური), ასევე საქონლისა, თევზეული, უცხიმო ძეხვი და შაშხი, ბურღულის ფაფა - ძირითადად წყალზე მომზადებული, კვერცხი - არა უმეტეს ერთისა დღეში (თუ კარგად ინელებთ, შეიძლება ორიც), უმჯობესია თოხლოდ მოხარშული, ახალი ხაჭო (არა მჟავე), უცხიმო არაჟანი და ყველი, ასკილის ნახარში, ბაცი ჩაი, თაფლი, მურაბა, ჯემი, საზოგადოდ, შაქარი, თუ კარგად იტანთ.

ხილი და ბოსტნეული შეგიძლიათ მიირთვათ უმი და ორთქლზე მოხარშული. ცხიმი (მცენარეული თუ ცხოველური) უმჯობესია მზა კერძს დაემატოს. მცენარეული ზეთი საერთო ცხიმების 30%-ზე ნაკლებს არ უნდა შეადგენდეს.

გეკრძალებათ ახალგამომცხვარი პური, ფენოვანი და საფუარზე მოზელილი ცომეული, ღვეზელები, ტორტები, ცხიმიანი ხორცი და თევზი, შებოლილი ცხიმიანი ძეხვეული, ღვიძლი, ტვინი, კონსერვები, შემწვარ-მოხრაკული კერძები, მარილიანი და ცხიმიანი ყველი, ცხიმიანი ხაჭო და არაჟანი, ერბოკვერცხი, ღორისა და ცხვრის ხორცი, მარგარინი, მწნილი, ბოლოკი, თევზის, სოკოსა და ხორცის ნახარშები, მდოგვი, პირშუშხა, ცხარე კერძები, შოკოლადი, ყავა, მაგარი ჩაი, კაკაო, ცივი, გაზიანი და ალკოჰოლური სასმელები.

ყოველდღიური რაციონის შედგენისას გაითვალისწინეთ აგრეთვე ამა თუ იმ საკვებისადმი პირადი, ინდივიდუალური აუტანლობა. არსებული სიმპტომებისა და გამოხატული ჩივილების შესაბამისად, დიეტის დაცვის პარალელურად შესაძლოა საჭირო გახდეს ისეთი მედიკამენტების მიღება, როგორიც არის სპაზმოლიზური საშუალებები, ფერმენტული პრეპარატები, პრობიოტიკები და სხვა, ოღონდ მათი თვითნებურად შერჩევა და დალევა არარეკომენდებულია. საკონსულტაციოდ მიმართეთ ექიმს, რომელიც სათანადო მედიკამენტს დაგინიშნავთ.