რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
როცა საჭმლის მონელება ირღვევა

ჩვეულებრივ, საკვების მიღებას დანაყრების სასიამოვნო შეგრძნება უნდა მოჰყვეს, მაგრამ იშვიათია ზრდასრული ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ დაეჩივლოს, რომ კვება დისკომფორტის მიზეზად ექცა. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, ახალი წლის დღეებში. რატომ გვეუფლება ჭამის შემდეგ უსიამოვნო შეგრძნება, რა არის საფუძველი იმ ჩივილებისა, რომელთაც მონელების დარღვევას, დისპეფსიას ვუწოდებთ? ამ და სხვა კითხვებით "ავერსის კლინიკის" თერაპევტს თამარ გიორგობიანს მივმართეთ.

- რა არის დისპეფსია და როგორ ვლინდება ის?
- დისპეფსია ზოგადი ტერმინია და გულისხმობს მუცლის ზედა ნაწილში აღმოცენებულ დისკომფორტს, რომელიც საკვების გადამუშავების დარღვევასთან არის დაკავშირებული. დისპეფსია არ არის დაავადება. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის იმ სიმპტომთა ერთობლიობა, რომლებიც ერთხელ მაინც ჰქონია ყველა ჩვენგანს. სიმპტომთა ხასიათი და გამოვლენის ინტენსივობა სხვადასხვანაირია, თუმცა შეიძლება დავასახელოთ ის ჩივილები, რომლებიც ტიპურია და პაციენტთა უმეტესობას აწუხებს:

  • მუცლის ზედა ნაწილში არასასიამოვნო სისავსის შეგრძნება მაშინ, როცა ადამიანს ჩვეული ოდენობის საკვები აქვს მიღებული;
  • მუცლის ზედა ნაწილში სისავსის შეგრძნება ჩვეულებრივზე მეტხანს;
  • ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში;
  • წვის შეგრძნება მუცლის ზედა ნაწილში;
  • მუცლის შებერვა, აირების დაგროვება.


- ალბათ არავის გაუკვირდება, თუ ჩვენი პირველი შეკითხვა საკვების მიღების შემდეგ აღმოცენებულ მუცლის შებერვის უსიამოვნო, ხშირად ძალზე შემაწუხებელ შეგრძნებას შეეხება. თუ ამას დაბოყინება და ჰაერის ამოტყორცნა მოჰყვა, შესაძლოა, შვება ვიგრძნოთ. რა არის ამ ჩივილების მიზეზი?
- ჭამის შემდეგ მუცლის შებერვა, ბოყინი და აირების ამოტყორცნა მართლაც ხშირია, განსაკუთრებით - მრავალფეროვანი და ნოყიერი საკვების მიღების შემდეგ. მკითხველს მისი მიზეზი შესაძლოა ძალიან ბანალური, სასაცილოც კი მოეჩვენოს. უმეტესად ეს არის ჭამის დროს საკვებთან ერთად საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ჰაერის მოხვედრა, ჰაერის ჩაყლაპვა. ამ მდგომარეობას შესაძლოა თან ახლდეს მუცლის ტკივილი – როგორც უმნიშვნელო, ასევე ძლიერი, შემაწუხებელი. ტკივილი მცირდება დაბოყინების ან ნაწლავების მოქმედების, აირებზე გასვლის შედეგად. თუ ასეთი რამ იშვიათია, შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, მაგრამ როცა მსგავსი შეგრძნებები ცვლიან პაციენტის ყოველდღიურ ცხოვრებას, არ არის გამორიცხული სერიოზული დაავადების არსებობა. ამ დროს ექიმის კონსულტაცია აუცილებელია.


- რა იწვევს ბოყინს?
- ბოყინის ხელშემწყობ ფაქტორებს შორის უნდა დავასახელოთ:

  • ცხიმიანი საკვების მიღება. ცხიმიანი საკვები დიდხანს რჩება კუჭში. ასეთი კვების დროს მკვეთრად იმატებს კუჭის სისავსის შეგრძნება;
  • სტრესი და მღელვარება;
  • თამბაქოს წევა;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექცია ან რაიმე დაავადება;
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი – დაავადება, რომლის დროსაც სერიოზული ანატომიური ცვლილების აღმოჩენა ვერ ხერხდება, მაგრამ პაციენტი აღნიშნავს შემაწუხებელ ჩივილებს კუჭ-ნაწლავის მხრივ;
  • ზოგიერთი საკვები კომპონენტის (მაგალითად, ლაქტოზის – რძის შაქრის) აუტანლობა ან დაავადებები, რომელთა დროსაც ადამიანი განსაზღვრული სახის საკვებს ვერ იტანს (მაგალითად, ცელიაკია).

დადგენილია, რომ როცა ადამიანი მეტისმეტად სწრაფად ჭამს ან სვამს, ის დიდი რაოდენობით აირსაც ყლაპავს. ბუნებრივია, ამას თავად ვერც კი ამჩნევს. აირების ჭარბი შთანთქმა ხდება მაშინაც, როცა ჭამის დროს ვლაპარაკობთ, ასევე - გაზიანი სასმლის სმის დროსაც და იმ შემთხვევაშიც, როცა სასმელს სპეციალური ჩხირით ვსვამთ. ბოყინს ხელს უწყობს გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება. მჟავა შიგთავსის საყლაპავში ამოტყორცნისას პაციენტი უნებლიეთ ცდილობს ყლაპვითი მოძ

You must have Flash Player installed in order to see this player.
რაობით მოიხსნას არასასიამოვნო შეგრძნება და ამ დროს, რა თქმა უნდა, დიდი რაოდენობით აირს შთანთქავს. ესეც ბოყინით მთავრდება. ადამიანთა დიდი ნაწილი აირებს შთანთქავს ნერვიულობის დროს, როცა არც ჭამს და არც სვამს. გარდა ამ უწყინარი მიზეზებისა, ხანგრძლივი, შემაწუხებელი ბოყინი შესაძლოა განპირობებული იყოს გასტრიტით – კუჭის ლორწოვანის ანთებითი დაავადებით, წყლულითა და სხვა პათოლოგიებით.


- შესაძლებელია თუ არა, რაიმე გზით შევამციროთ ბოყინისა და მუცლის შებერვის არასასიამოვნო შეგრძნება?
- ამისთვის პაციენტს შეიძლება ვურჩიოთ არ მიიღის ის საკვები, რომლის გადამუშავების დროსაც დიდი რაოდენობით აირი წარმოიქმნება. ცნობილია, რომ ნახშირწყლებით მდიდარი საკვები განსაკუთრებით უწყობს ხელს აირების დაგროვებას. მუცლის შებერვის ხელშემწყობი საკვებია ლობიო, ბარდა, ცერცვი, კომბოსტო, მწვანე სალათა, გაზიანი სასმელები (მათ შორის - მინერალურიც!), საღეჭი რეზინი, ვაშლი, ატამი, მსხალი.



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
დასრულდა 2017 წლის ეროვნული გამოცდები, თუმცა ჯერ არ დამცხრალა ვნებათაღელვა, რაც ამ პროცესს ახლავს ხოლმე თან.
ექიმების აზრით, თითოეულ კონკრეტულ ადამიანს შეუძლია ჯანმრთელობის ოპტიმალურ მდგომარეობას მიაღწიოს შემდეგი რჩევების გათვალისწინებით:

1. ცხოვრების აქტიური რეჟიმი. ფიზიკური დატვირთვის არარსებობა ადამიანს სიცოცხლის 4 წელს ართმევს.
თმის ღერების მთავარი სტრუქტურული ელემენტი და მათი ზრდის დამაჩქარებელი - ცილაა. შესაბამისად, თმის ზრდის სტიმულაციის მსურველებმა საკვები რაციონი ცილით უნდა გაამდიდრონ, რეგულარულად მიირთვან კვერცხი, თევზი, რძის პროდუქტები და ხორცი.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ჰორმონ ქოლეცისტოკინინს, რომელიც საკვების მიღების შემდეგ ნაღვლის ბუშტის შეკუმშვაში დიდ როლს თამაშობს, სედატიური მოქმედებაც ახასიათებს. ფინელ მეცნიერთა ვარაუდით, ჩვილების მუცლის ტკივილის მიზეზი, შესაძლოა, ნაღვლის ბუშტის ფუნქციის დარღვევით გამოწვეული ქოლეცისტოკინინის დეფიციტი იყოს.
ზოგიერთს დეფეკაციის პროცესში თვალებიდან ცრემლები მოდის. ასეთი რეაქცია პარასიმპათიკური ნერვული სისტემის არაკორექტული მუშაობითაა განპირობებული:
1. მაკარონი კეტჩუპითა და ყველით- პომიდორი მჟავე პროდუქტია და მისი შერევა სახამებლის ნახშირწყლებთან (მაკარონის ნაწარმი) ნიშნავს, რომ ზიანი მივაყენოთ საკვების მონელებას. ასევე არაა რეკომენდებული მაკარონი გახეხილ ყველთან ერთად, რადგანაც ასეთი რთული ერთობლიობა იწვევს სიმძიმის გრძნობას.
ცნობილია, რომ ცხოველური ფერმენტების სისტემატურად მიღება არასასურველია. ამ დროს ორგანიზმი საკუთარი ფერმენტების გამომუშავებას წყვეტს, მცენარეული ფერმენტები კი, პირიქით, ასტიმულირებს ორგანიზმში ფერმენტების წარმოქმნას.
კუჭუკანა ჯირკვლის (პანკრეასის) პრობლემები უფრო ხშირად მათ აღენიშნებათ, ვინც ალკოჰოლის მოყვარულია, რეგულარულად მიირთმევს ცხიმიან ხორცს, კონსერვებს, ე.წ. ფასტ-ფუდს (ანუ იკვებება სწრაფი კვების ობიექტებზე) და სხვა მძიმე საკვებს.
შეკრულობის საწინაღმდეგოდ კარგი ეფექტი აქვს სტაფილოს წვენს. 150-200 მლ ახალგაწურული წვენი დღეში 2-3 ჯერ უნდა მიირთვათ, სულ მცირე სამი კვირის განმავლობაში.
15 აგვისტო 2017
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთის ზღვისპირა კურორტებზე კოქსაკის ვირუსით გამოწვეული ინფექციის შემთხვევები გახშირდა. ამის გამო ბევრმა ტურისტმა უარი თქვა იქ დასვენებაზე
15 აგვისტო 2017
მეცნიერები სამი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ ცხრა კოსმონავტს, რომლებიც ფრენის იმიტაციის პროგრამაში მონაწილეობდნენ. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო დაბალი იყო კოსმონავტების ყოველდღიურ რაციონში მარილის შემცველობა, მით ნაკლებად აწუხებდათ წყურვილის გრძნობა.
კბილების გათეთრების უამრავი რეცეპტი არსებობს სოდის, აქტივირებული ნახშირის, კალციუმის გლუკონატის და წყალბადის ზეჟანგის გამოყენებით. სტომატოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს საშუალებები არა მარტო არაეფექტური, არამედ საშიშიცაა.
სპორტი მამაკაცებს უნაყოფობის დაძლევაშიც კი ეხმარება - ამ დასკვნამდე ირლანდიელი მეცნიერები რამდენიმე პრაქტიკული კვლევისა და თეორიული გათვლის შემდეგ მივიდნენ. როგორც მათ გაარკვიეს, მამაკაცებს, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ
ჭარბთმიანობის განვითარების მიზეზებზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობის საშუალებებზე გვესაუბრება ესმა ჯამასპიშვილი, ექიმი ენდოკრინოლოგი, ჰარბინის (ჩინეთი) სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე აფილირებული ჰოსპიტლის დოქტორანტი ენდოკრინოლოგიის განხრით.