როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა 100 წლამდე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა 100 წლამდე

2. გადაიტანეთ ყურადღება

სცადეთ, მშვიდად გაერკვეთ საკუთარ პრობლემებში. შეგიძლათ თუ არა, გავლენა მოახდინოთ მოვლენებზე? თუ შეგიძლიათ, მაშინ იმოქმედეთ! თუ სიტუაცია თქვენზე არ არის დამოკიდებული, ყველაფერი თვითდინებაზე მიუშვით და დაელოდეთ. ეს უკეთესია, ვიდრე ამაო წრიალი.

3. ისწავლეთ მოდუნება

ძილის წინ მიიღეთ შხაპი და წარმოიდგინეთ, როგორ ატანთ წყალს ყველა პრობლემას. დაწექით,  ნელ-ნელა ჩაისუნთქეთ ცხვირით და ნელა დაითვალეთ ხუთამდე, მერე ასევე ნელ-ნელა ამოისუნთქეთ პირით. ვარჯიში შეასრულეთ ყოველთვის, როცა სწრაფად დამშვიდება და თავის ხელში აყვანა გჭირდებათ.

4. გაიკეთეთ მასაჟი

თვითმასაჟი ძალზე სასარგებლო რამაა. იმისთვის, რომ თავი დააღწიოთ სტრესულ ფაქტორთა ნეგატიურ გავლენას და მოეშვათ, საკმარისია, თითის ბალიშებით დაიზილოთ თხემი, კეფა და ყურებს უკანა მიდამო.

5. შეიძინეთ მეგობრები

ცნობილია, რომ გულჩათხრობილი ადამიანები ნაკლებს ცოცხლობენ. კომუნიკაბელურობა და სასიამოვნო ხალხთან მუდმივი ურთიერთობა ამცირებს საშიში დაავადებების განვითარების რისკს, ამაღლებს განწყობას და ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ხშირად დაურეკეთ ნათესავებსა და მეგობრებს, გაუგზავნეთ მისალოცი ბარათები, გამართეთ წვეულებები. გაიჩინეთ ახალი ნაცნობები სამსახურში, გაიცანით თქვენი მეგობრების მეგობრები, ეძებეთ საინტერესო ადამიანები ინტერნეტით - ნებისმიერი ურთიერთობა მატებს ძალას და ამაღლებს იმუნიტეტს.

6. იკვებეთ სწორად

გოგონებს, რომლებიც მუდმივად დიეტას იცავენ, უფრო ადვილად ერევათ სტრესი და უფრო ხშირად ემართებათ ნერვული აშლილობა. გარდა ამისა, მათ სუსტი იმუნიტეტი აქვთ და მუდამ უგუნებოდ არიან. საქმე ის გახლავთ, რომ მუდმივი დიეტის გამო ორგანიზმს არ ჰყოფნის ესა თუ ის ვიტამინი და მიკროელემენტი. ეს უსიამოვნება თავიდან რომ აიცილოთ და ტანადობაც შეინარჩუნოთ, საკმარისია მისდიოთ ბალანსირებულ კვებას. არ შეიძლება რაციონიდან ნახშირწყლოვანი და ცხიმოვანი საკვების გამორიცხვა! კარგი გუნება-განწყობისთვის აუცილებელია რთული ნახშირწყლები. ნამცხვრებს ერიდეთ, მაგრამ ურიგო არ იქნება, თუ საუზმეზე მიუსლის მიირთმევთ. არსებობს მავნე და სასარგებლო ცხიმები. იმისთვის, რომ ორგანიზმში მხოლოდ კარგი ცხიმები მოხვდეს, ერიდეთ შემწვარ საკვებს, უპირატესობა მიანიჭეთ ღუმელში გამომცხვარ ხორცს, თევზს, პარკოსნებს, შეკაზმეთ კერძები ზეითუნისა და სიმინდის ზეთით. კვირაში ერთხელ მიირთვით ვეგეტარიანული საკვები: ბურღული, ხილი და ბოსტნეული. მიირთვით რაც შეიძლება მეტი პომიდორი. კერძები პომიდვრის წვენით ან კეტჩუპით შეაზავეთ. პომიდორი გადამუშავებულიც კი არ კარგავს თავის სასარგებლო ანტიოქსიდანტს - ლიკოპენს, რომელიც ამცირებს კიბოს განვითარების ალბათობას, აძლიერებს გულის კუნთს და ანელებს დაბერების პროცესს. სპირტიანი სასმელები სვით, მაგრამ ზომიერად - ღვინო ანელებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარებას, ხოლო პორტვეინს  არაჩვეულებრივი საძილე ეფექტი აქვს. ჯანსაღი კვებით გატაცებას ფანატიზმამდე ნუ მიიყვანთ - ზოგჯერ ტორტის ნაჭერი ან შემწვარი კარტოფილი არათუ არ გავნებთ, არამედ სასარგებლოც კია.

7. დაასწარით დაავადებას

გაიარეთ დისპანსერიზაცია.  ყველამ იცის, რომ დაავადების თავიდან აცილება გაცილებით ადვილია, ვიდრე მკურნალობა. მაგრამ ბევრი მაინც თავს არიდებს ექიმთან ვიზიტს. თუნდაც ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევდეთ, წელიწადში ერთხელ ექიმთან ვიზიტი აუცილებელია. რეგულარულად იზომეთ არტერიული წნევა. სამ წელიწადში ერთხელ გაიზომეთ სისხლში ქოლესტერინის დონე. სტომატოლოგებისა ეშინია მხოლოდ მას, ვინც მათთან არ დადის. ნახევარ წელიწადში ერთხელ აუცილებელია დანტისტის მონახულება. მეცნიერებმა დაამტკიცეს კბილებსა და გულს შორის კავშირის არსებობა: ჭიანი კბილები ხელს უწყობს გულის დაავადებათა განვითარებას, პაროდონტოზს კი უშუალო კავშირი აქვს ათეროსკლეროზთან. წელიწადში სულ რაღაც ორი ვიზიტით უამრავ პრობლემას აიცილებთ თავიდან.

8. ამუშავეთ ტვინი

ახალი მასალის შესწავლა, საზოგადოდ, გონებრივი დატვირთვა ტვინზე დადებითად მოქმედებს. ასე რომ, რა ასაკისაც არ უნდა იყოთ, ისწავლეთ ენები, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, ითამაშეთ ჭადრაკი, ამოხსენით კროსვორდები ან უბრალოდ იკითხეთ და გაეცანით თქვენთვის უცნობ ინფორმაციას (მაგალითად, ხელი მოჰკიდეთ ძველი რომის ტრადიციებისა და ცხოვრების შესწავლას). ეს ყველაფერი სასარგებლოა მეხსიერებისა და ლოგიკური აზროვნებისთვის.

9. მიიღეთ ვიტამინები

ყველაზე დაბალანსებული დიეტაც კი ვერ მოგცემთ ორგანიზმისთვის აუცილებელი რაოდენობის ვიტამინებს. სწორი კვების შემთხვევაშიც კი ადამიანი საკვებიდან ვიტამინების დღიური ნორმის მხოლოდ 70%-ს იღებს. ასე რომ, ვიტამინების კომპლექსის მიღება აუცილებელია. დაიცავით ვიტამინების მიღების წესები: მათი სიჭარბე ისევე მავნეა, როგორც ნაკლებობა.

10. იცინეთ

თუ ადამიანს შეუძლია, საკუთარ თავზე იცინოს, მაშასადამე, მას იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობა აქვს. თუ მას შესწევს უნარი, ყველაფერს იუმორით შეხედოს, ესე იგი შეუძლია იყოს ბედნიერი. ის, რომ სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს, მეცნიერულად არის დამტკიცებული.

11. ეძებეთ ორიგინალური გამოსავალი

რთული  სიტუაციიდან არაორდინარული გამოსავლის პოვნის, მისი არასტანდარტულად გადაწყვეტის უნარს დღეს კრეატიულობას უწოდებენ. კრეატიული და თავისუფალი აზროვნების მქონე ადამიანები, რომლებიც პრობლემების წინაშე უკან არ იხევენ, ცხოვრობენ უფრო მეტხანს იმ დადებითი ემოციების ხარჯზე, რომელსაც მათ უსიამოვნებებთან გამკლავება ჰგვრით.

12. მზად იყავით გარდაქმნებისთვის

ისინი აუცილებლად მოხდება, უბრალოდ, დაელოდეთ. რასაკვირველია, გარდაქმნები ყოველთვის სასიამოვნო არ არის, მაგრამ მიიღეთ ისინი როგორც გამოწვევა, რომელსაც საკადრისად უნდა უპასუხოთ. მოისმინეთ რჩევები და დაფიქრდით, რა უნდა გააკეთოთ პირველ რიგში.

13. იმოძრავეთ

არავისთვის არის საიდუმლო, რომ სპორტი - სირბილი, ცურვა, სწრაფი სიარული - განამტკიცებს ჯანმრთელობას და ახანგრძლივებს სიცოცხლეს, განურჩევლად იმისა, შეძლებთ თუ არა სიგარეტის გადაგდებას. სადაგ დღეებში ფეხით იარეთ სამსახურში, უქმეებზე კი საათზე მეტხანს ისეირნეთ სუფთა ჰაერზე - ბინებსა და ოფისებში (საწარმოებზე რომ აღარაფერი ვთქვათ) ჟანგბადის შემცველობა სულ რაღაც 20%-ია, მისი დეფიციტი კი ჰიპერტონიასა და უძილობას იწვევს. თუ სპორტულ დარბაზში სიარულის საშუალება არ გაქვთ, ივარჯიშეთ შინ: სულ რაღაც 20-წუთიანი ვარჯიში 200-ზე მეტ კალორიას დაგაკარგვინებთ, თანაც მთელი დღის სამყოფ მხნეობას მოგანიჭებთ. რამდენიმე თვეში კი ასეთი ვარჯიში 2 კგ-ით გაზრდის თქვენს კუნთოვან მასას.

14. ნუ მოეშვებით

ხელი მოჰკიდეთ ნებისმიერ საქმეს. ის, ვისაც მუშაობა სიამოვნებას ანიჭებს, თავს გაცილებით უფრო მხნედ და ჯანმრთელად გრძნობს, უფრო მეტხანს ცოცხლობს. სამწუხაროდ, ყველას არ აქვს ისეთი  სამუშაო, როგორზეც ოცნებობს. თუ თავი ხელოვანად მიგაჩნიათ, მაგრამ თქვენი სამუშაო ხელოვნებას არ უკავშირდება, აქციეთ იგი თქვენს ჰობიდ: იმღერეთ კარაოკე ბარებში, წერეთ, ხატეთ. თუ შინ ლეკვი ან კნუტი გყავთ, ძალიან კარგია. თუ შინაური ცხოველების ყოლის საშუალება არ გაქვთ, აივანზე ბაღი გააშენეთ, გაახარეთ ოთახის მცენარეები.