რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
გასტრიტი, აშლილობა, შეკრულობა, კოლიტი

 

ხალხური მედიცინის  რამდენიმე რჩევა
კოლიტის დროს გამორიცხეთ რაციონიდან ყოველგვარი ცილოვანი პროდუქტი: ხორცი, ხორცის ნახარში, კვერცხი და ა.შ. სასარგებლოა: რძე, ფაფა, კარტოფილის პიურე, ყურძნის წვენი (ნახევარი ჭიქა დღეში).
მწვავე გასტრიტის დროს პირველ რიგში საჭიროა კუჭის გაწმენდა საფაღარათო საშუალებით. მთელი დღე-ღამე არაფერი ჭამოთ, მომდევნო დღეებში კი მიირთვით მხოლოდ თხევადი უცხიმო საკვები მცირე ულუფებით. მუცლის ტკივილისას მუცელი დაითბუნეთ. დილით და საღამოთი გაიკეთეთ ოყნა სოდის, ბორის მჟავას ან გვირილის ხსნარით.
ქრონიკული გასტრიტის დროს შინ შეიძლება ჩაიტაროთ ასეთი მკურნალობა: ოყნა, შემდეგ - მკაცრი დიეტა: არავითარი ცხიმიანი, მარილიანი, სპირტიანი, მწარე, არავითარი ნუგბარი და რაც შეიძლება ცოტა ტკბილეული. უნდა ჭამოთ ცოტა და ხშირად, რათა კუჭი მცირე ხანსაც არ დარჩეს ცარიელი. საკვები კარგად უნდა დაღეჭოთ. პირველ ხანებში მიირთვით ბლანტი - ბრინჯის, ქერის, ჭვავის რძიანი სუპები. სასარგებლოა მცირე რაოდენობით ჩაის მიღება, განსაკუთრებით - მწვანე ჩაისა, მაგრამ არა ჭამის დროს. მიირთვით რაც შეიძლება მეტი წითელი ჭარხალი, მჟავე კომბოსტო და წიწიბურას ფაფა.

გასტრიტის სამკურნალო რეცეპტები


თეთრთავა კომბოსტოს წვენი
კარგადEშემოსული კომბოსტოს ფურცლები დაჭერით, გამოწურეთ, მიიღეთ თბილი წვენი 1/2 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე. კარგია ქრონიკული გასტრიტის დროს, განსაკუთრებით - კუჭის წვენის დაქვეითებული მჟავიანობის შემთხვევაში.
გამოწურული კომბოსტოს წვენის შენახვა შეიძლება მაცივარში არა უმეტეს ორი დღე-ღამისა.
არსებობს სხვა წესიც: წვენი შეიძლება მიიღოთ ჭამამდე 30-40 წუთით ადრე. დაიწყებთ 1/2 ჭიქიდან და დოზას თანდათან გაზრდით 1 ჭიქამდე დღეში 3-4-ჯერ. სვით 3-4 კვირის განმავლობაში.
კარტოფილის წვენი
მიიღეთ 3/4 ჭიქა ახალგამოწურული წვენი უზმოზე, ჭამამდე 1 საათით ადრე. ყოველი 10 დღის შემდეგ უნდა შეისვენოთ. კარგია მჟავიანობის მომატებით მიმდინარე გასტრიტის დროს.

შეკრულობის დროს
საჭიროა კვება ბუნებრივი პროდუქტებით, ისეთებით, როგორიც არის საღი მარცვლეული, ცოცხალი წვნიანი ხილი, უმი და სწორად მოხარშული ბოსტნეული. ისინი ნაწლავს ამარაგებენ იმ აუცილებელი ელემენტებით, რომლებიც საჭიროა მისი კუნთების ნაყოფიერი მუშაობისთვის.
საკვები, რომელიც ასუსტებს პერისტალტიკას და იწვევს შეკრულობას:
ყოველგვარი ცხელი სასმელი - ჩაი, ყავა, წყალი და სხვა;
შემკვრელი საშუალებები, რომლებიც შეიცავს ტანინს, კაკაო, წითელი ღვინო;
შემომგარსველი საშუალებები - ბრინჯისა და ჭვავის ნახარში, კისელი და კარტოფილის ფქვილი, ახალი თეთრი პური, ყოველგვარი ღვეზელი, ფქვილის ნაწარმი, ცხიმიანი ხორცი.
შეკრულობისას კარგია პროდუქტები, რომლებსაც საფაღარათო მოქმედება ახასიათებს.
ნაწლავების პერისტალტიკას აძლიერებს ცივი სასმელები, ნაყინი, ბურახი, მარილიანი პროდუქტები, თაფლი, რძის შაქარი, საზოგადოდ, შაქრის შემცველი, მაგრამ არა ფქვილოვანი პროდუქტი, ასევე - უხეში მცენარეული საკვები: ჭვავის პური, კანიანი ხილი, მაგარი უჯრედისის შემცველი ბოსტნეული (ჭარხალი, თალგამი, ბოლოკი), წიწიბურას ფაფა, ორგანული მჟავების შემცველი პროდუქტი: კეფირი, კუმისი, ნაღები, ალუბალი, გარგარი, მოცხარი, პომიდორი, კომბოსტო, თეთრი ღვინო.

დიზენტერიის დროს
საკვები უნდა იყოს სრულფასოვანი. ყველა პროდუქტი ქუცმაცდება. უხეში და ძნელად გადასამუშავებული პროდუქტი გამოირიცხება.
არ შეიძლება ცივი საკვებისა და სასმლის მიღება, ვინაიდან ცივი აძლიერებს სისხლის მიდინებას დაზიანებულ ნაწლავებთან. დაავადების მწვავე პერიოდში უნდა მიირთვათ ბრინჯისა და ქერის ბლანტი სუპები, ცილოვანი წყალი (ახალი კვერცხის ცილა ათქვიფეთ წყალთან ერთად და სვით მცირე ყლუპებით, თბილი). გამოჯანმრთელების შემდეგ სხვა საკვებზე გადასვლა უნდა მოხდეს ძალიან ფრთხილად. როცა განავალში სისხლი აღარ იქნება, შეიძლება, პაციენტს მიეცეს კარტოფილისა და სტაფილოს პიურე, ბულიონი, ახალი ხაჭო, კისელი, ოდნავ დამტკბარი შავი ყავა. შემდეგ შეიძლება, რაციონში თანდათან ჩაერთოს ხორცი, ახალი თევზი, კვერცხი, ნაღების კარაქი, ნაღები, წიწიბურას და შვრიის წყალზე მომზადებული ფაფები.

 

 

 



ამ ავტორის სხვა სტატიები
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ფსიქოლოგებმა გამოარკვიეს რას აკეთებენ ადამიანები ძილის წინ. ქალების უმრავლესობა დასაძინებლად, უპირატესობას წიგნის კითხვას ანიჭებს (13% ქალი, მამაკაცი 9% ). ქალების მხოლოდ 4% ამბობს, რომ სექსი დაძინებაში ეხმარება.
სერიალმა "ექიმმა ჰაუსმა" სატელევიზიო სივრცეში გამოჩენისთანავე მოახერხა ექიმების, მომავალი ექიმების, პაციენტების, სამედიცინო საკითხებით დაინტერესებული ადამიანების და ზოგადად, ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ორგანიზმზე სირბილის ზემოქმედების უჩვეულო ეფექტი გამოავლინეს. თურმე სირბილი სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
კუჭუკანა ჯირკვლის (პანკრეასის) პრობლემები უფრო ხშირად მათ აღენიშნებათ, ვინც ალკოჰოლის მოყვარულია, რეგულარულად მიირთმევს ცხიმიან ხორცს, კონსერვებს, ე.წ. ფასტ-ფუდს (ანუ იკვებება სწრაფი კვების ობიექტებზე) და სხვა მძიმე საკვებს.
შეკრულობის საწინაღმდეგოდ კარგი ეფექტი აქვს სტაფილოს წვენს. 150-200 მლ ახალგაწურული წვენი დღეში 2-3 ჯერ უნდა მიირთვათ, სულ მცირე სამი კვირის განმავლობაში.
გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ზოგჯერ, მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში, ზანდება კუჭის ლორწოვან გარსზე ღრმად მდებარე შრეები.
პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვლის) დაავადებები უხშირესად აღენიშნება მათ, ვინც ალკოჰოლისა და ე.წ. ფასტ-ფუდის" (სწრაფი კვების) დიდი მოყვარულია, რეგულარულად მიირთმევს კონსერვებს, შებოლილ და ცხიმიან ხორცს, საზოგადოდ, არაჯანსაღი პროდუქტებით იკვებება.
რბილი, ნატურალური, გემრიელი წამალი, რომლის მიღებაც ხანგრძლივადაა შესაძლებელი. არ იწვევს შეჩვევას და სრულიად უსაფრთხოა.
მუცლის არეში ტკივილის 10 მიზეზი. 1. მწვავე აპენდიციტი: ტკივილი თავიდან აღინიშნება მუცლის ზედა ნაწილში და ჭიპთან, შემდეგ
04 აგვისტო 2016
1. ხარისხიანი სუნამო მზადდება მხოლოდ ნატურალური კომპონენტებისაგან და არავითარი "ქიმია"

თანამედროვე პარფიუმერია ნატურალური და სინთეზური ნივთიერებების ნარევია. სრულად ნატურალური სუნამო 2000-იან წლებში აღადგინა ამერიკელმა პარფიუმერმა ამანდა აფტელმა. მსოფლიოში მსგავსი პროდუქცია ძალზე ცოტა იყიდება: ნატურალურ კომპოზიციებს აქვს სპეციფიკური სუნი, არ აქვს მოცულობითი შლეიფი და სერიოზული მდგრადობა.

04 აგვისტო 2016
მუდმივი სტრესის, ხშირად კი არაჯანსაღი ცხოვრების მიზეზით ბევრი ახალგაზრდა მამაკაცის ორგანიზმია შეწუხებულია. ასე ხდება მამაკაცის ჰორმონ ტესტოსტერონის უკმარისობის დროსაც. ამიტომ მარადიული პრობლემა - ტესტოსტერონის დონის ამაღლება კვლავ აქტუალურია, ზოგიერთ შემთხვევაში - პრიორიტეტულიც.

მამაკაცის სასქესო ჰორმონი - ტესტოსტერონი უშუალოდ რომ მოქმედებს მამაკაცის სხეულის აგებულებაზე, ათლეტურობაზე, ხმის ტემბრზე, სექსუალურ აქტივობაზე, ეს არავის აეჭვებს.

გახდომის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა გაუსაძლისი შიმშილის შეტევის დათრგუნვაა.
მეცნიერებმა გაშიფრეს ქალის X-ქრომოსომის კოდი, რომელიც 300-ზე მეტი დაავადების განვითარებაზე ახდენს გავლენას.
ესპანელი ფსიქიატრების განცხადებით,  ინტერნეტ-დამოკიდებულების სინდრომი მეტად სერიოზული დაავადებაა.