როგორ ავიცილოთ თავიდან წყლულოვანი პათოლოგიის გამწვავება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ავიცილოთ თავიდან წყლულოვანი პათოლოგიის გამწვავება

  • ხორცის ნახარში (ბულიონი);
  • შაშხი;
  • მჟავე და ცხარე კერძები, მწნილი, მარინადი;
  • ხილი და კენკრა;
  • სანელებლები;
  • კონსერვები;
  • ახალი პური,
  • საფუვრიანი ცომეული;
  • გაზიანი სასმელები.

კვების რეჟიმი

არანაკლებ მნიშვნელოვანია კვების რეჟიმის დაცვა. წყლულით დაავადებულს გამუდმებით სჭირდება კვება, ღამითაც კი. გახსოვდეთ, თუ გამოყოფილი კუჭის წვენი `უმოქმედოდ~ დარჩა, ის კუჭის კედლების მონელებას შეუდგება, ამიტომ კუჭში მუდმივად უნდა იყოს გადასამუშავებელი საკვები. მცირე ულუფა ღამით, ძილის წინაც, უნდა მივიღოთ. ჩვეულებრივ კი ინტერვალი სამ საათს არ უნდა აღემატებოდეს. უნდა მიირთვათ ხშირ-ხშირად და ცოტ-ცოტა. ერთ ჯერზე 6 სადილის კოვზიც საკმარისია.

ტემპერატურული რეჟიმი

საკვები აუცილებლად თბილი უნდა იყოს. ცივი და ცხელი კერძები ამწვავებს (და იწვევს კიდეც) წყლულს. საკვების ოპტიმალური ტემპერატურა დაახლოებით 37 გრადუსია.

ექიმთან ვიზიტი

წყლულოვანი პათოლოგიის გამწვავების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, დროულად მიაკითხოთ თქვენს მკურნალ ექიმს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ წყლულის გამწვავების სიმპტომებს ვერ ამჩნევთ. მკურნალმა ექიმმა უკეთ იცის თქვენი დაავადების მიმდინარეობის, მისი თავისებურებების შესახებ, შესაბამისად, მან შეიძლება ახალი რჩევა მოგცეთ ან გამწვავების თავიდან ასაცილებლად ახალი პრეპარატი დაგინიშნოთ.

საინტერესო ინფორმაცია

წყლულოვანი პათოლოგიით დაავადებულთათვის ალკოჰოლი და თამბაქო რომ აკრძალულია, ამას, ალბათ, არც უნდა შეხსენება. წყლულით დაავადებული მწეველი და მსმელი ადამიანისთვის წყლულის სეზონური გამწვავება არ არსებობს - მუდმივი გამწვავება მისთვის ჩვეული მდგომარეობაა. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავების (და, საზოგადოდ, ჩამოყალიბების) ერთ-ერთი მთავარი მიზეზია სტრესი. საკმარისია, ინერვიულოთ, რომ წყლული უმალვე მწარედ შეგახსენებთ თავს. ქრონიკული სტრესი, დაძაბულობა და ნევროზული ფონი კიდევ უფრო საშიშია, ვიდრე ცალკეული მწვავე სტრესები, ამიტომ წყლულოვანი პათოლოგიის მკურნალობისას ექიმი პაციენტს ყოველთვის უნიშნავს ემოციური დაძაბულობის მომხსნელ პრეპარატს. სტატისტიკური მონაცემები მოწმობს, რომ წყლულოვანი პათოლოგიისადმი უფრო მეტად არიან განწყობილნი ადამიანები, რომლებსაც პირველი და მეორე ჯგუფის სისხლი აქვთ. ამასთან, პირველი ჯგუფის სისხლის მქონე პირები უფრო ხშირად იტანჯებიან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით, მეორე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები კი - კუჭის წყლულით. სტატისტიკური მონაცემები იმასაც ადასტურებს, რომ თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით დაავადებულ ყოველ ოთხ პაციენტზე კუჭის წყლულით დაავადებული მხოლოდ ერთი ადამიანი მოდის. ამერიკელი გასტროენტეროლოგები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ 100 გრამი კომბოსტოს ყოველდღიური მიღება ორჯერ აჩქარებს კუჭის წყლულით დაავადებულთა გამოჯანმრთელებას (წყლულის შეხორცებას). გაირკვა, რომ კომბოსტოს მწნილი რძის მჟავას შემცველობის წყალობით ხელს უწყობს ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების ზრდა-გამრავლებას. გარდა ამისა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს ორგანიზმი, ჩვეულებრივ, U ვიტამინის მწვავე ნაკლებობას განიცდის, ეს ვიტამინი კი სწორედ თეთრთავა კომბოსტოშია უხვად. აქედან გამომდინარე, წყლულოვანი პათოლოგიით დაავადებულებს მედიკამენტებით მკურნალობის პარალელურად კომბოსტოს წვენის რეგულარულ მიღებას ურჩევენ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ კომბოსტოს უჯრედისს ორგანიზმიდან წიდა გამოაქვს და ხელს უწყობს ნაწლავების ფუნქციობას. საკმარისია, ყოველდღიურად 200 გრამი კომბოსტო მიირთვათ, რომ შეკრულობა აღარ შეგაწუხებთ.


რა უნდა იცოდეთ

  • კუჭის არეში უსიამოვნო შეგრძნებათა გასაქრობად ხშირად პიტნის ნაყენს სვამენ. გასტრიტის (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთების) დროს პიტნის ნაყენი მართლაც ეფექტურია, მაშინ როცა კუჭის წყლულოვანი პათოლოგიის დროს მისი მიღება უკუნაჩვენებია, - შესაძლოა დაავადების გამწვავებაც კი გამოიწვიოს.
  • წყლულოვანი დაავადების სეზონურ გამწვავებას სპეციალისტები არაერთი ფაქტორით ხსნიან. რაც მთავარია, გამოკვლევები ადასტურებს, რომ წყლულის გამომწვევი მიკროორგანიზმის - პილორუსის ჰელიკობაქტერიის (Helicobacter pylori) გააქტიურებასაც ერთგვარი სეზონურობა ახასიათებს. შესაბამისად, წყლულოვანი პათოლოგიაც სეზონურად მწვავდება. დაავადების მოსალოდნელი გამწვავების თავიდან ასაცილებლად ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მიკროორგანიზმზე დამღუპველად მოქმედი პრეპარატები უნდა მიიღოთ.
  • როგორც აღვნიშნეთ, სტრესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს წყლულოვანი დაავადების გამწვავებაში. სტრესის დროს მკვეთრად იმატებს მაგნიუმზე ორგანიზმის მოთხოვნა. მაგნიუმს სხვაგვარად ბუნებრივ ტრანკვილიზატორს უწოდებენ. ბუნებრივი მაგნიუმის შესანიშნავი წყაროა წიწიბურა. მისი რეგულარული მიღების შემთხვევაში ღამის ძილი სრულფასოვანი ხდება, დღისით კი ადამიანს ენერგია ემატება. იკლებს ნევროზულობა, გუნება-განწყობის ცვალებადობა.
  • თეთრი სელი ძალზე სასარგებლოა. საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოებზე ის გამაჯანსაღებელ ზემოქმედებას ახდენს. მისი წებოვნება და უჯრედისი წყალში წარმოქმნის ბლანტ ბოჭკოვან მასას, რომელიც თხელ ფენად ეკვრის გარს საყლაპავის, კუჭისა და ნაწლავების ლორწოვან გარსებს და მათ გაღიზიანებისგან იცავს. ეს ფენა საკმაოდ დიდხანს ძლებს და დამცველობით მოქმედებასაც კარგა ხნით ავლენს.
  • ნიახურს აქვს არა მხოლოდ ანთების საწინააღმდეგო, არამედ ნერვული სისტემის დამაწყნარებელი მოქმედებაც, რის წყალობითაც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობასა და, საზოგადოდ, მდგომარეობაზე.
  • ქაცვი უხვად შეიცავს ბეტა-კაროტინს, რომელსაც საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის რეგენერაციის (განახლება-აღდგენის) სტიმულირების უნარი შესწევს. ქაცვის მიღება ამაღლებს ადგილობრივ იმუნიტეტს და ზრდის ლორწოვანი გარსების დამცველობით თვისებებს.

მცენარეული რეცეპტები წყლულოვანი პათოლოგიის სამკურნალოდ და მისი გამწვავების პროფილაქტიკისთვის

  • მრავალძარღვას ნახარშები თუ სხვა პრეპარატები წლულოვან დაავადებასაც ეფექტურად ებრძვის. საკმარისია, წამოადუღოთ და ჩაის ნაცვლად 2-3 კვირა რეგულარულად სვათ, რომ უკეთესობას აუცილებლად იგრძნობთ. წყლულოვანი დაავადების გამწვავების თავიდან ასაცილებლად მრავალძარღვას ნაყენით ორკვირიანი სეზონური კურსის ჩატარებაა რეკომენდებული. სრული კურსის ჩატარების შემდეგ წყლული, როგორც წესი, ხორცდება. და კიდევ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე წყლულოვანი პათოლოგიით დაავადებულებმა ყოველდღიურად მცენარის 10-15 ფოთოლი უნდა მიირთვან.
  • წყლულოვანი პათოლოგიის დროს ძალზე სასარგებლოა ორი კვირის განმავლობაში კარტოფილის წვენის მიღება. ამისთვის წვრილად უნდა გახეხოთ უმი კარტოფილი, ფაფა გაწუროთ, გამონაწური გააზავოთ თბილი წყლით, თანაფარდობით 1:1, და ყოველ დილით საუზმემდე 30 წუთით ადრე მიირთვათ. პირველივე კვირის ბოლოს მწვავე ტკივილები და წყლულისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები გაქრება.
  • გემრიელი და ეფექტურია თაფლიანი ნაზავი. აიღეთ 300 გრამი თაფლი და წვრილად დაკეპილი ნიგოზი, დაასხით 300 გრამი კარაქი, 20 წუთით შედგით ღუმელში (100 გრადუს ტემპერატურაზე). მიირთვით დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. წყალი არ მიაყოლოთ. ერთთვიანი კურსის შემდეგ წყლული დანაწიბურდება.
  • წყლულოვანი პათოლოგიის სეზონური გამწვავების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ორთქლზე მოხარშული ან ღუმელში დაბრაწული 100 გრამი ხახვის მიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. თუ ამ რეკომენდაციას ორი კვირის განმავლობაში შეასრულებთ, წყლული აღარ გაგიმწვავდებათ.
  • აიღეთ 100 გრამი ერთპროცენტიანი ნოვოკაინი, 100 გრამი ალოეს წვენი, 100 გრამი ვინილინი, 100 გრამი თაფლი, 100 გრამი ქაცვის ზეთი, 100 გრამი ალმაგელი. ეს ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ და დღეში 6-ჯერ მიიღეთ ორი კვირის განმავლობაში.
  • წყლულოვანი დაავადების გამწვავების პერიოდში ტაფაზე ოდნავ მოხალული 3-4 კოვზი წიწიბურა ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 10 სადილის კოვზი მდუღარე წყალი და დილამდე გააჩერეთ. დილით საუზმის ნაცვლად მიირთვით. მკურნალობის კურსი, მდგომარეობის შესაბამისად, ერთი კვირიდან 1,5 თვემდე გრძელდება.