რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
თმის შეღებვა
თმის შეღებვა

ლამაზი, სქელი და მბრწყინავი თმა ყოველთვის ქალის სამშვენისად ითვლებოდა. მაგრამ, როგორც წესი, ქალბატონებს არასოდეს აკმაყოფილებთ საკუთარი თმის ხარისხი თუ მისი ბუნებრივი ფერი. ამიტომ სულ რაიმეს შეცვლას ცდილობენ. როგორ მოვიქცეთ, რომ ცვლილებების დროს არც გარეგნობას ვავნოთ და არც ჯანმრთელობას? თმის ნატურალური პიგმენტი მელანინი ორი სახისაა: მოშავო-მოყავისფრო - ეუმელანინი და მოყვითალო-მოწითალო - ფეომელანინი. თმის ფერი სწორედ მელანინის სახეობითა და მისი რაოდენობით განისაზღვრება. ბუნებრივია, მუქი თმა გაცილებით მეტ პიგმენტს შეიცავს.


ფერის შერჩევა
ფერის შერჩევის თანამედროვე ტენდენცია ნატურალურისკენ იხრება. არა აქვს მნიშვნელობა, თმა ჭაღარის დასაფარავად იღებება თუ დეკორატიული მიზნით, სასურველია, მას ბუნებრივი იერი ჰქონდეს.

მაგალითად, კარგი იქნება, თუ ღია ფერის თმას ოქროსფრად ან ფერფლისფერ-ქერად შევღებავთ. წყალბადის ზეჟანგით მიღებული თმის ფერი ძალზე არაბუნებრივი და კონტექსტიდან ამოვარდნილია. გასათვალისწინებელია, რომ ვარცხნილობა და თმის ფერი კანის ფერსა და სახის ფორმასაც უნდა შეესაბამებოდეს. იმავდროულად, უნდა გამოკვეთოს ადამიანის ინდივიდუალობაც. ვარცხნილობის შეცვლა, ხშირად თმის ფერის ან მისი გაღიავებული ნაწილის განლაგების ცვლილებასაც ითხოვს. გახსოვდეთ, რომ წინ განთავსებული ღია ფერის ლოკონები ამსხვილებს სახის ნაკვთებს და პირიქით.


გაღიავება - ერთი ტონით ღია ახალი ფერის მიღებას გულისხმობს. ეს პროცესი შლის პიგმენტს და თმის გაბაცების საშუალებას იძლევა. გაღიავებად შეიძლება მოვიხსენიოთ ადრე შეღებილი თმიდან საღებავის მოცილებაც და მუქად წარუმატებლად შეღებილი თმის ფერის კორექტირებაც.
გაუფერულება - გაღიავების ყველაზე მაღალი ხარისხია, როცა პიგმენტი მთლიანად ირღვევა და თმა უფერულდება. გაუფერულება შეიძლება დამოუკიდებელი პროცესიც იყოს და მოსამზადებელიც გაცილებით ღია ტონებისთვის.
შეღებვა - ეს არის თმის ახალი ფერის მიღების პროცესი ფერის წარმომქმნელი კომპონენტების დაჟანგვითა და ნატურალური პიგმენტის ხელოვნურით ჩანაცვლებით.
ტონირება - თმის ელფერის განმტკიცებისათვის განკუთვნილი მსუბუქი ცვლილებაა, რომლის დროსაც ბუნებრივი პიგმენტი ხელშეუხებელი რჩება.
მელირება - თმის გარკვეული რაოდენობის სხვადასხვა დონემდე გაღიავებას ნიშნავს.
კოლორირება - მთელი თმის შეღებვა სხვადასხვა ფერის ნაწილებად.


თმის ღებვის ეტაპები
თმის ღებვის რამდენიმე ეტაპი არსებობს, მათ შორის:

  • საღებავის შერჩევა;
  • პრეპარატისადმი შემგუებლობის ტესტი;
  • წინასწარ დაბანა;
  • საღებავის წასმა;
  • შეღებვის დრო;
  • შეღებილი თმის მოვლა;
  • საღებავის შერჩევა.

თმის საღებავის შერჩევას თმის სტრუქტურა და თავის კანის მდგომარეობა განაპირობებს. თუ კანზე ჭრილობა ან რაიმე დაავადების ნიშანია, შეღებვისგან თავი უნდა შეიკავოთ. თმის ფერის განსაზღვრისთვის თმის მცირე ნაწილს სინათლეზე უნდა გახედოთ, რადგან თმა ერთიანად უფრო მუქი ჩანს. ქიმიური დახვევის შემდეგ უნდა გამოიყენოთ მატონირებელი პრეპარატები - ისინი ამკვეთრებენ თმის ფერს და აუმჯობესებენ მის სტრუქტურას. თმის ნატურალური ფერით შეღებვისას უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე წესი: თმა ძირებისკენ ოდნავ უფრო მუქი უნდა იყოს, ვიდრე ბოლოებისკენ. უმჯობესია, თუ წინა მხარეს თმა უკანასთან შედარებით ღია იქნება, ისევე როგორც ზედა მხარეს - ქვედასთან შედარებით. თუ ალერგიული მოვლენები გახასიათებთ, შეღებვამდე ტესტი უნდა ჩაიტაროთ. მცირე ოდენობის საღებავი წაისვით ყურის უკან მშრალ კანზე. თუ 24 საათის შემდეგ კანი გაწითლდა და გაღიზიანდა, ე.ი. ეს საღებავი თქვენთვის შეუფერებელია. თმისა და კანის დამცავი ცოცხალი შრის შესანარჩუნებლად შეღებვის წინ თავს არ იბანენ. ამისთვის ცდილობენ მხოლოდ თმის დაბანას კანთან შეუხებლად, ძალიან ჭუჭყიან

You must have Flash Player installed in order to see this player.
თმაზე შამპუნს მხოლოდ ერთხელ ისვამენ, ისიც უბალზამოდ. ლაქის, მუსის ან სხვა ნარჩენის მოსაცილებლად ყველაზე კარგი შეღებვის წინ თმის ჩამოვარცხნაა.


საღებავის წასმის წესები
უმჯობესია, თმა სალონში შეიღებოთ. იქ სტილისტი თქვენი თმისთვის ოპტიმალური ქიმიური შემადგენლობის საღებავს შეგირჩევთ, სწორად და თანაბრად გაანაწილებს მას თმაზე და კარგ ფერსაც მიიღებთ. თუ ეს პროცედურა დამოუკიდებლად, შინ ჩაატარეთ, მაშინ რამდენიმე მარტივი წესიც გაითვალისწინეთ. თმის ღებვისას შუბლისა და საფეთქლის მიდამოც რომ არ შეგეღებოთ და კანი არ გაგიღიზიანდეთ, თმის ზრდის ადგილზე, კიდეებში, ცხიმიანი საცხი, ზეთი ან ვაზელინი წაისვით. ხელის კანსა და ფრჩხილებზე თმის საღებავი ცუდად მოქმედებს, ამიტომ  აუცილებლად ჩაიცვით სპეციალური ხელთათმანი. სასურველია, შესაღებად არ გამოიყენოთ ლითონის ინსტრუმენტები, რადგან საღებავის ლითონთან ურთიერთქმედებისას არასასურველი შენაერთები წარმოიქმნება, რაც უარყოფითად მოქმედებს თმასა და საღებავის ხარისხზე. საღებავის შესაზავებლად გამოიყენეთ პლასტმასის ან კერამიკული ჯამები. საღებავი უშუალოდ შეღებვის წინ უნდა გააზავოთ, რადგან მყისიერად იწყება ჟანგვის პროცესი და მცირე ხნის შემდეგ ფერის ინტენსივობა სუსტდება. შეღებვა გადავარცხნილი ხაზიდან იწყება, შემდეგ გადადის კეფის არეში, რადგან ეს ნაწილი უფრო ცივია და ღებვის პროცესი შედარებით ძნელად მიმდინარეობს. საფეთქლებისა და შუბლის ზედა ნაწილის შეღებვა ბოლოს ჯობია, ამ ადგილებში თმა თხელია და სწრაფად იღებება. საღებავი უნდა წაისვათ სწრაფად და ზუსტად, რომ თანაბარი ინტენსივობის ფერი მიიღოთ. საღებავის წასმას ნუ მოანდომებთ 10-15 წუთზე მეტს. რაც უფრო სქელი და ხშირია თმა, მით უფრო თხელ ფენას უნდა წაუსვათ საღებავი, რომ თითოეული ღერი კარგად გაიჟღინთოს.


თმის შესაღებად საჭირო დრო
უმნიშვნელოვანესია თმის შესაღებად საჭირო დროის დაცვა. ათვლა საღებავის წასმის მომენტიდან იწყება.

  • მსუბუქი შეღებვა (პასტელური ტონირება) - 15 წუთი;
  • ნორმალური შეღებვა (ტონი ტონში, ერთი ტონით ღია ან მუქი) - 30-35 წუთი;
  • გაღიავება - 35 წუთი;
  • ძლიერი გაღიავება - 50 წუთი, ნაკლებ დროში საღებავი კარგად არ გამჟღავნდება და არ იქნება მედეგი.


საღებავის ჩამობანა
ჩამობანამდე შეამოწმეთ, რამდენად კარგად შეიღება თმა. შემდეგ ცოტა თბილი წყალი დაისხით, მსუბუქად აიქაფეთ და გაანაწილეთ მთელ თავზე სამასაჟე მოძრაობებით. ამ პროცედურის შემდეგ უკვე სპეციალური შამპუნით გულდასმით დაიბანეთ თავი და თმა გამანეიტრალებელი ბალზამით დაიმუშავეთ, რომ მთლიანად მოიცილოთ საღებავის ნარჩენები და თმას ბრწყინვალება მიანიჭოთ.

 

თარიღი : 19-03-2015
.
რა საშუალება არსებობს მათთვის ვინც ალერგიულია თმის საღებავების მიმმართ?
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეგულარულ ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ჯანმრთელობის, ნერვული სისტემის განმტკიცების, ახალგაზრდობის შენარჩუნებისა და სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის, ყველამ კარგად იცის. ვარჯიშის მოყვარულ ფიზიკურად აქტიურ პირებს ბევრ გამორჩეულ ნიშანთან ერთად კუნთოვანი სისტემა და კანიც უფრო ჯანსაღი აქვთ.
25 მარტს "გურამიშვილის მარანში" ფარმაცევტული კომპანია Alpen Pharma - სა და "ოჯახის მკურნალის" პარტნიორობით სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
ფრანგი დიეტოლოგის, პიერ დუკანის მიერ შემუშავებული ცილოვანი დიეტა, რომელიც "დუკანის დიეტის" სახელითაა ცნობილი, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც ძალზედ პოპულარულია. დუკანის დიეტის მეორე, ანუ "მონაცვლეობის" ფაზაში აუცილებელია დღეში 2 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს მიღება.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ცნობილია, რომ ცხოველური ფერმენტების სისტემატურად მიღება არასასურველია. ამ დროს ორგანიზმი საკუთარი ფერმენტების გამომუშავებას წყვეტს, მცენარეული ფერმენტები კი, პირიქით, ასტიმულირებს ორგანიზმში ფერმენტების წარმოქმნას.
კუჭუკანა ჯირკვლის (პანკრეასის) პრობლემები უფრო ხშირად მათ აღენიშნებათ, ვინც ალკოჰოლის მოყვარულია, რეგულარულად მიირთმევს ცხიმიან ხორცს, კონსერვებს, ე.წ. ფასტ-ფუდს (ანუ იკვებება სწრაფი კვების ობიექტებზე) და სხვა მძიმე საკვებს.
შეკრულობის საწინაღმდეგოდ კარგი ეფექტი აქვს სტაფილოს წვენს. 150-200 მლ ახალგაწურული წვენი დღეში 2-3 ჯერ უნდა მიირთვათ, სულ მცირე სამი კვირის განმავლობაში.
გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ზოგჯერ, მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში, ზანდება კუჭის ლორწოვან გარსზე ღრმად მდებარე შრეები.
პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვლის) დაავადებები უხშირესად აღენიშნება მათ, ვინც ალკოჰოლისა და ე.წ. ფასტ-ფუდის" (სწრაფი კვების) დიდი მოყვარულია, რეგულარულად მიირთმევს კონსერვებს, შებოლილ და ცხიმიან ხორცს, საზოგადოდ, არაჯანსაღი პროდუქტებით იკვებება.
რბილი, ნატურალური, გემრიელი წამალი, რომლის მიღებაც ხანგრძლივადაა შესაძლებელი. არ იწვევს შეჩვევას და სრულიად უსაფრთხოა.
17 მარტი 2017
ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ხილისა და ბოსტნეულის მიღება აუცილებელია. ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემების გაანალიზების შედეგად აღმოჩნდა, რომ ვაშლი, მსხალი, ციტრუსები, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული ამცირებს გულის შეტევის, ინსულტის, კიბოსა და უეცარი სიკვდილის რისკს.
14 მარტი 2017
ბრიტანელმა მეცნიერებმა დაასახელეს დიდი რაოდენობით ცხიმის შემცველი ექვსი პროდუქტი, რომელიც ყველამ უნდა მიირთვას, მათაც კი, ვისაც სიმსუქნე აწუხებს. დიეტოლოგები ირწმუნებიან, რომ ამ პროდუქტებში შემავალი ცხიმები მეტად სასარგებლოა ორგანიზმისთვის და რაციონალურად გამოყენების შემთხვევაში სხეულის მასის მატებაზე გავლენას არ ახდენს.
ბევრი უჩივის ხველას, ყელის სიმშრალეს, თვალებიდან ცრემლდენას, რაც ბალიშის ბინადარი ტკიპის ცხოველმყოფელობის პროდუქტებზე ალერგიის სიმპტომების გამომწვევი შეიძლება გახდეს. როგორც ცნობილია, კანის მილიონობით მკვდარი უჯრედი, ყოველდღიურად ხვდება თეთრეულზე. ამ უჯრედებით იკვებება მტვრის ტკიპა.
ახალი კვლევით სოკოს საოცარი თვისებები დადასტურდა. მეცნიერების აზრით, სოკოები აძლიერებენ ნეირონების ზრდას, რითაც დემენციისა და ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას აფერხებენ. ზოგიერთი საკვებად ვარგისი და სამკურნალო სოკო შეიცავს ბიოაქტიურ ნივთიერებებს, რომელიც ტვინს ანთებითი პროცესებისგან იცავს.
გაცხიმოვნება იმდენად აზიანებს ტვინს, რომ მეხსიერების გასაუმჯობესებელი ვარჯიშებიც კი უეფექტო ხდება. ჩვეულებრივ, აღნიშნული ტიპის ვარჯიშები მეტად ეფექტურია 65 წელს გადაცილებულ პირებთან, რომელთათვისაც ნეირონთა აქტივობის შენარჩუნება მეტად აუცილებელია.