საჭმლის მომნელებელი სისტემა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საჭმლის მომნელებელი სისტემა

საჭმლის მომნელებელ ტრაქტს მთელ სიგრძეზე სამმაგი გარსი აკრავს გარს: შიგნითა - ლორწოვანი, შუა - კუნთოვანი და გარეთა, რომელიც სეროზული ან შემაერთებელი ქსოვილისგან შედგება. ლორწოვანი გარსი, გარდა ნაწლავის ამომფენი საფარისა, შეიცავს სხვადასხვა დანიშნულებისა და ბუნების (ნაწლავის უბნის შესაბამისად) მრავალ ჯირკვალს, რომელთა წვენი საჭმლის მომნელებელი ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. მილის მთელ სიგრძეზე, პირის ნაპრალიდან ანალურ ხვრელამდე, ლორწოვანი გარსის სისქეში განლაგებულია ლორწოს გამომყოფი ეპითელური უჯრედები. ლორწოვანი გარსის მნიშვნელოვანი ანატომიური წარმონაქმნებია ნაწლავის ნაოჭები და ხაოები. მათი საშუალებით იზრდება საკვებთან შეხების ზედაპირი და რეგულირდება ნაწლავში ქიმუსის (საკვები ნარევის) გადაადგილების ტემპი. ლორწოვანი გარსის მთელ სიგრძეზე, სისქეში, უხვადაა გაფანტული ლიმფოიდური ქსოვილი, რომელიც დამცავ ფუნქციას ასრულებს. კუნთოვანი გარსი ნაწლავის კედლის ძირითად მასას ქმნის და მექანიკური წინააღმდეგობის დაძლევას ემსახურება. ნაწლავში ხშირად ვითარდება მაღალი წნევა. ეს მისი სტატიკური ფუნქციაა. დინამიკური ფუნქცია კი გულისხმობს ნაწლავის კედლის პერისტალტიკურ და ქანქარასებრ მოძრაობას, რომელიც საჭმლის მონელების პროცესის უმნიშვნელოვანესი რგოლია. კუნთოვანი შრის ირიბი ბოჭკოები კუჭის - საჭმლის მომნელებელი მილის ყველაზე დიდი და ტევადი ორგანოს - კედლის სიმტკიცეს და კუჭში საკვების გადაადგილებას განაპირობებს. სეროზული გარსი, რომლითაც ამოფენილია მუცლის ღრუ და დაფარულია ორგანოთა კედლები, მეტად მნიშვნელოვან როლს ასრულებს - იგი ქმნის ბარიერს, ერთი მხრივ, მუცლის ღრუსა და ამა თუ იმ ორგანოს და, მეორე მხრივ, მეზობელ ორგანოებს შორის. სეროზული გარსის უჯრედების მიერ გამოყოფილი წვენი სისტემატურად ასველებს ორგანოს, რაც საგრძნობლად ამცირებს ხახუნს როგორც თვით ორგანოებს, ასევე ამა თუ იმ ორგანოსა და ღრუს კედელს შორის.

საკვების გადაადგილების ხანგრძლივობა

პირის ღრუდან კუჭამდე მაგარი საკვების გადაადგილება საშუალოდ 8-9 წამს მოითხოვს. თხიერი საკვები ამ მანძილს უფრო სწრაფად - 1-2 წამში გაივლის. ყლაპვითი მოძრაობების გარეშე კუჭის შესასვლელი დაკეტილია. როცა საკვები გაივლის საყლაპავს და გააფართოებს მას, რეფლექსურად იღება კუჭის შესასვლელიც. ამ პროცესს კარდიული მუსკულატურის, კუჭის, მუცლისა და დიაფრაგმის კუნთების ძლიერი შეკუმშვები განაპირობებს.

საკვების გადაადგილება ნაწლავებში

ადამიანის ნაწლავები საკმაოდ კარგად განვითარებული კუნთოვანი აპარატით არის აღჭურვილი, რაც შესაბამის ნერვებთან ტანდემში ნაწლავის ორი სახის მოძრაობას უზრუნველყოფს: ქანაქარასებრს და ტალღისებრს. ეს უკანასკნელი ნაწლავის კედლის ტალღისებრი, რიტმული შეკუმშვითა და მოდუნებით გამოიხატება. საჭმლის მომნელებელ მილში საკვები მასები სწორედ ამ ორი სახის მოძრაობის წყალობით გადაადგილდება თორმეტგოჯა ნაწლავიდან სწორისკენ. საკვების გადაყლაპვის შემდეგ მოუნელებელი, უვარგისი და განავლოვან მასად ჩამოყალიბებული ნარჩენები ადამიანის ორგანიზმიდან საშუალოდ 18-22 საათში გამოიდევნება. ეს დრო დამოკიდებულია საჭმლის მომნელებელ ორგანოთა სიჯანსაღესა და საკვების ხასიათზე, ასევე - რამდენიმე სხვა ფაქტორზე, მათ შორის:

  • საკვების კონსისტენციაზე - თხევადი და ნახევრად თხევადი საკვები გაცილებით სწრაფად გადაადგილდება.
  • საკვების ბუნებაზე - ნახშირწყლებით მდიდარი საკვები გაცილებით სწრაფად ევაკუირებს, ვიდრე ცილოვანი, ყველაზე მეტხანს კი (8-10 საათს) ნაწლავებში ცხიმებით მდიდარი გუნდა რჩება.
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ავსების ხარისხზე - რაც მეტად არის ავსებული კუჭი, მით სწრაფად გადადის საკვები ნაწლავებში.
  • ნაწლავების მიკროფლორაზე - სასარგებლო ბაქტერიათა ფერმენტები საკვები ნარჩენების საბოლოო დაშლას უზრუნველყოფს, ამიტომ მათი მდგომარეობა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს საჭმლის მონელების ხარისხსა და სიჩქარეს.

დიარეის დროს, უპირველეს ყოვლისა, იცვლება განავლოვანი მასების გადაადგილების სიჩქარე და მისი ორგანიზმიდან საბოლოოდ გამოდევნის დრო - 18-22 საათის ნაცვლად საკვები ნაწლავებში 15-20 წუთს ყოვნდება და ამიტომ მიღებიდან საშუალოდ 2-4 საათში თხიერი განავლის სახით გამოიყოფა. დიარეის დროს განავალი თხიერი იმიტომ არის, რომ ის დიდი რაოდენობით შეიცავს წყალს, რომლის შეწოვაც ნაწლავებმა სწრაფი მოქმედების გამო ვერ მოასწრო.


საკვებ ნივთიერებათ შეწოვა

საჭმლის მომნელებელი არხის სხვადასხვა უბანში საკვები სხვადასხვანაირად შეიწოვება. პირის ღრუში შეწოვა პრაქტიკულად არ ხდება, თუმცა მისი ლორწოვანი გარსი მაინც შეღწევადია ნატრიუმის, კალიუმის, ალკოჰოლისა და ზოგიერთი პრეპარატისთვის. არც კუჭშია შეწოვა ინტენსიური, თუმცა ბევრს მიაჩნია, რომ სწორედ კუჭია საკვები ნივთიერებების ყველაზე მძლავრი შემწოვი. აქ შეიწოვება მხოლოდ წყალი და მასში გახსნილი მინერალური მარილები, ალკოჰოლი, გლუკოზა და ამინმჟავები. გაცილებით ინტენსიური შემწოვია თორმეტგოჯა ნაწლავი, რომელიც კუჭის უშუალო გაგრძელებას წარმოადგენს, მაგრამ მთავარი შემწოვი ინსტანცია მაინც წვრილი ნაწლავებია. სწორედ იქ ხდება საკვების ძირითადი მონელება და სისხლსა და ლიმფაში მისი გადასვლა. მსხვილ ნაწლავში უმთავრესად წყალი და ელექტროლიტები შეიწოვება და მცენარეული უჯრედისის მონელება ხდება. საჭმლის მონელების მთელ პროცესს, მიღებული საკვების შედგენილობის  გათვალისწინებით, საშუალოდ 10-12 საათი სჭირდება.

საჭმლის მონელების დამხმარე ელემენტები

საკვების მეშვეობით მიღებული სასარგებლო ნივთიერებების ათვისებაში ორგანიზმს ფერმენტები ეხმარება, რომლებიც ხელს უწყობს საკვების დასველება-დატენიანებას, გაჯირჯვებას, ქმნის მათი ქიმიური დაშლისთვის ოპტიმალურ გარემოს, შეიცავს წყალსა და ლორწოს, ზოგიერთ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, მინერალურ მარილებს და საკვების სრულფასოვანი მონელებისთვის აუცილებელ სხვა ნივთიერებებს. მთელი ეს პროცესი სამი სახის ფერმენტების მონაწილეობით ხორციელდება. ესენია:

1. საჭმლის მომნელებელი სისტემის ფერმენტები. ამილაზები მოქმედებს ნახშირწყლებზე, მათ გლუკოზამდე და სხვა მონოსაქარიდებამდე შლის, პროტეაზები მოქმედებს ცილებზე და შლის მათ ოლიგოპეპტიდებად და ამინმჟავებად, რომლებიც პირდაპირ სისხლში ხვდება. ლიპაზები ცხიმებზე მოქმედებს, ნუკლეაზები - ნუკლეინის მჟავებზე.

2. აუტოლიზის ფერმენტები. მათ თავად ცოცხალი საკვები შეიცავს - როგორც ცხოველური, ისე მცენარეული წარმოშობისა.

3. ბაქტერიული ფლორის მიერ გამომუშავებული ფერმენტები. სასარგებლო ბაქტერიათა შორის ჭარბობენ ბიფიდობაქტერიები, რომლებიც მონაწილეობენ საჭმლის მონელებაში, კერძოდ, ცილებისა და ცხიმების წარმოქმნაში, ასევე ასინთეზებენ  B და K  ჯგუფის ვიტამინებს, წარმოქმნიან ნივთიერებებს, რომლებიც დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის ზოგადი იმუნორეაქტიულობის ჩამოყალიბებაში.

საჭმლის მონელების რეგულაცია

საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციობა: მოტორიკა, სეკრეცია და შეწოვა - ამ პროცესის მარეგულირებელი საკმაოდ რთული სამი: ცენტრალური რეფლექტორული, ჰუმორული და ლოკალური - მექანიზმით ხორციელდება. ცენტრალური რეფლექტორული მექანიზმი მაკონტროლებელი მექანიზმია, რომელსაც ცენტრალური ნერვული სისტემა, კერძოდ, მოგრძო ტვინში მდებარე საჭმლის მომნელებელი ცენტრი და უამრავი ნერვული უჯრედი ახორციელებს. ჰუმორული მექანიზმი: საჭმლის მონელებისას სისხლში პერიოდულად გადადის კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის, კუჭქვეშა ჯირკვლის ლორწოვანი გარსის ენდოკრინული უჯრედების მიერ გამომუშავებული ჰორმონები - ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც საჭმლის მონელებასა და ათვისებას საჭირო გეზს აძლევს. ადგილობრივი (ლოკალური) მექანიზმი: ნაწლავებში გადასული საკვები უშუალოდ მოქმედებს თავის ადგილსამყოფელზე, ააქტიურებს ნაწლავის სეკრეციასა და მოტორიკას, რითაც საჭმლის მონელებას უწყობს ხელს.

ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი

ნაღვლის ბუშტი რეზერვუარია. აქ გროვდება ღვიძლში გამომუშავებული ნაღველი, მერე კი თორმეტგოჯა ნაწლავში გადაედინება, საკვების მონელებაში მონაწილეობს და ნაწლავთა მოძრაობას, პერისტალტიკას განაპირობებს. ნაღვლის ბუშტი რომ დაიცალოს, საჭიროა მოდუნდეს ბილიარული სისტემის სფინქტერები. როდესაც მათი სინქრონული მოქმედება ირღვევა, ნაღველი არანორმალურად გადაედინება თორმეტგოჯა ნაწლავში. სწორედ ეს იწვევს დისკინეზიად წოდებული პათოლოგიის განვითარებას.