რუბრიკები
მწვავე გასტრიტი
მწვავე გასტრიტი

მწვავე გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთებაა, რომელიც ტკივილით, სისხლდენითა და სხვა სიმპტომებით გამოიხატება. ეს სიმპტომები ერთბაშად, მოულოდნელად იჩენს თავს. ამით განსხვავდება მწვავე გასტრიტი ქრონიკულისგან, რომელიც დიდხანს და ნელ-ნელა პრო-გრესირებს. ზოგჯერ მწვავე გასრიტი ეროზიულია - კუჭის ლორწოვანი ზედაპირულადაა დაზიანებული. მწვავე გასტრიტი  - ეროზიულიც და არაეროზიულიც - მკურნალობას უმეტესად იოლად ემორჩილება.

კუჭი საყლაპავისა და წვრილი ნაწლავის შემაერთებელი ორგანოა. მასში მოხვედრილი საკვები კუნთების კუმშვის შედეგად და კუჭის მჟავა წვენის ზემოქმედებით წვრილ ნაწილაკებად იშლება და გადამუშავდება. კუჭის ლორწოვანი ამოფენილია განსაკუთრებული უჯრედებით, რომლებიც მას საკუთარი წვენის მავნე ზემოქმედებისგან იცავს. მწვავე გასტრიტი ვითარდება, როდესაც კუჭის ლორწოვანის დამცავ ფენას მავნე ნივთიერებები ან რომელიმე დაავადება აზიანებს. გასტრიტის სიმპტომები ხანმოკლე და სუსტიც შეიძლება იყოს და ხანგრძლივი და შემაწუხებელიც. ეს თავისებურება ინდივიდუალურია. ამიტომ არის, რომ ერთი და იგივე ფაქტორი ზოგიერთ ავადმყოფს კუჭის საპროექციო არეში უმნიშვნელო დისკომფორტს ჰგვრის, ზოგიერთს კი მწველ ტკივილს, გულისრევას, ღებინებასა და უმადობას, რასაც ზოგჯერ მუქი-მოშავო განავალიც ერთვის.


როგორ ვლინდება
ამრიგად, მწვავე გასტრიტი კუჭის ლორწოვანის მწვავე ანთება და შეშუპებაა. ეს ცვლილება სხვადასხვა სახისა და ძალის სიმპტომებით გამოიხატება. ისეთი შემთხვევებიც არის, როდესაც ადამიანი, პათოლოგიური ცვლილებების მიუხედავად, არაფერს უჩივის. დაავადების ძირითადი ნიშნებია:

  • წვის შეგრძნება მუცელში;
  • ტკივილი მუცელსა და კუჭის საპროექციო არეში, მკერდის ძვლის მახვილისებრი მორჩის ქვემოთ;
  • უმადობა;
  • გულისრევა ღებინებით ან მის გარეშე.

მწვავე გასტრიტს ზოგჯერ მძიმე გართულება მოჰყვება, მაგალითად, კუჭიდან სისხლდენა. ამიტომაც გვირჩევენ, დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს, თუ გასტრიტის სიმპტომებს დაერთო:

  • ძალიან ძლიერი მუცლის ტკივილი;
  • სისხლიანი ან შავი კუპრისმაგვარი განავალი;
  • პირნაღებ მასაში სისხლიანი ან ყავის ნალექისმაგვარი მინარევი.


რა იწვევს
როგორც ითქვა, კუჭის ლორწოვანი გარსი ამოფენილია განსაკუთრებული უჯრედებით, რომლებიც ერთგვარ დამცავ ფენას წარმოქმნის. ის კუჭის ლორწოვანს მჟავა წვენის მავნე ზემოქმედებისაგან იცავს. თუ ეს გარსი დასუსტდა, ვითარდება გასტრიტი. დამცავი გარსის დასუსტებას და ლორწოვანის დაზიანებას მრავალი ფაქტორი იწვევს: თამბაქო, ზოგიერთი მედიკამენტი, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები, სტრესი (არა ემოციით, არამედ ქირურგიული ჩარევით ან მძიმე დაავადებით, მაგალითად, თირკმლის, ღვიძლის ან სუნთქვის უკმარისობით გამოწვეული), კაუსტიკური ნივთიერებები. მწვავე გასტრიტის ყველაზე გავრცელებულ მიზეზთა ნუსხა ასეთია:

  • ალკოჰოლის ჭარბი მიღება;
  • თამბაქოს წევა;
  • სტრესი;
  • ასპირინი და ანთების საწინააღმდეგო სხვა საშუალებები.

ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული მიზეზია ჰელიკობაქტერიით ინფიცირებაც. Hელიცობაცტერ პყლორი-თ განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის დაახლოებით ნახევარია ინფიცირებული. ზოგჯერ მწვავე გასტრიტი მარტივი ჰერპესის ვირუსისა და ციტომეგალოვირუსის ზემოქმედების შედეგია. ცნობილია სხივური თერაპიის დროს მწვავე გასტრიტის განვითარების შემთხვევებიც. საინტერესოა, რომ ჩამოთვლილი ფაქტორები მწვავე გასტრიტს ყოველთვის არ იწვევს. საბედნიეროდ, რისკფაქტორთა კონტროლის გზით გასტრიტის თავიდან აცილება შესაძლებელია. ამისთვის უნდა შევიცვალოთ ცხოვრების წესი: ვერიდოთ ალკოჰოლს, თამბაქოს, ასპირინისა და ანთების საწინააღმდეგო სხვა საშუალებების უკონტროლო მიღებას.


როგორ მკურნალობენ
მწვავე გასტრიტს, გამომწვევი ფაქტორისა და სიმძიმის კვალობაზე, სხვადასხვანაირად მკურნალობენ.




კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები