ცხოვრება წყლულთან ერთად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცხოვრება წყლულთან ერთად

- ამ დაავადების დროს ნებისმიერი რეკომენდაცია ერთი პრინციპიდან გამომდინარეობს: წყლულოვანი დეფექტის გამწვავება უშუალოდაა დამოკიდებული კუჭის წვენში მარილმჟავას კონცენტრაციის მომატებასთან, ამიტომ პაციენტი უნდა ერიდოს ყველა იმ ფაქტორს, რომელიც კუჭის წვენში მარილმჟავას კონცენტრაციის მომატებას უწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, არსებობს რამდენიმე პოსტულატი, რომელთა გათვალისწინებაც დაავადების გამწვავების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა:

1. დიეტა;

2. კვების რეჟიმის დაცვა;

3. თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბ გამოყენებაზე უარის თქმა;

4. სტრესისთვის თავის არიდება;

5. ზოგიერთი მედიკამენტისთვის თავის არიდება.

- რა ცვლილებების შეტანაა აუცილებელი კვების რაციონსა და რეჟიმში?

- რამდენიმე წლის წინ ექიმები პაციენტებს ურჩევდნენ, თავი შეეკავებინათ მწარე, ცხარე, ცხიმიანი და მჟავე საკვების მიღებისგან, თუმცა დამტკიცებულია, რომ მსუბუქი დიეტა უეფექტოა, რამდენადაც წყლულოვანი დაავადების დროს ზოგიერთს ყველაფრის ჭამა შეუძლია, ზოგიერთში კი აღნიშნული პროდუქტები კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, მჟავას გაძლიერებულ სეკრეციას და გულძმარვას იწვევს. დიეტა სწორედ ასეთ ადამიანებს სჭირდებათ და არა ყველას. მათ უნდა იცოდნენ, რომელ პროდუქტებს ერიდონ. ზოგადი დიეტა კი საჭირო არ არის. რაც შეეხება კვების რეჟიმს, მისი დაცვა მხოლოდ წყლულის შეხორცებას კი არ უწყობს ხელს, არამედ წინ ეღობება დაავადების რეციდივს, მის განმეორებას. უპირველეს ყოვლისა, კვება უნდა იყოს დაბალანსებული, დღე-ღამეში მიღებული ცილის რაოდენობა შეადგენდეს 90-120 გრამს, ცხიმებისა - 90 გრამს (ამასთან, უდიდესი წილი მცენარეული წარმოშობისა იყოს), ნახშირწყლებისა - 300-400 გრამს, სითხისა - 1,5 ლიტრს, სუფრის მარილისა - 6-8 გრამს.

- სპეციალისტები უკანასკნელ ხანს სულ უფრო ხშირად უნიშნავენ პაციენტებს ცილოვან დიეტას...

- წყლულის დროს რეკომენდებულ ცილოვან დიეტას ბევრი ქირურგის ხელებსაც კი ადარებს. ისეთი მნიშვნელოვანი სამშენებლო მასალა, როგორიც ცილაა, საკმაოდ აადვილებს ქსოვილოვანი დეფექტის შეხორცებას. გარდა ამისა, ცილოვანი დიეტა ხელს უწყობს კუჭის წვენში არსებული მარილმჟავას შეწოვას და ამით დაზიანებისა და გაღიზიანებისგან იცავს კუჭის კედელს. სწორედ ცილოვანი დიეტის დახმარებით ახერხებენ სპეციალისტები ქრონიკულად მოავადე პირებში გაზაფხულსა და შემოდგომაზე დაავადების სეზონური გამწვავების თავიდან აცილებას.

- ხშირად გაგვიგონია, რომ წყლულოვანი დაავადებისას აუცილებელია ე.წ. დამზოგველი დიეტა. ეს რას ითვალისწინებს?

- დამზოგველი დიეტა ითვალისწინებს კუჭის ლორწოვანი გარსის მექანიკურ, ქიმიურ და თერმულ დაზოგვას. სწორად შედგენილი კვების რეჟიმი 80%-ით აჩქარებს წყლულოვანი დეფექტის შეხორცებას. მექანიკური დაზოგვა გულისხმობს რაციონიდან მყარი, უხეში, მცენარეული უჯრედისით მდიდარი საკვების გამორიცხვას. უპირატესობას ვანიჭებთ რბილსა და გახეხილ საკვებს. დაავადების გამწვავების პერიოდში უნდა მიირთვათ ფაფები. გამოხატული გამწვავებისას ნებისმიერი ტიპის საკვები უნდა მიიღოთ გახეხილი ან ათქვეფილი. ქიმიური დაზოგვა გულისხმობს ცხარე, მჟავე, მარილიანი და შებოლილი, დაკონსერვებული, სანელებლებით მდიდარი და შემწვარი პროდუქტების აკრძალვას. ამ პრინციპის დაცვა აუცლებელია როგორც გამწვავებისას, ისე რემისიის პერიოდში. თერმული დაზოგვა გულისხმობს ძლიერ ცივ და ცხელ საკვებზე უარის თქმას. საკვების ოპტიმალური ტემპერატურული დიაპაზონი 15-65 გრადუსია. ცხელი საკვები ზრდის კუჭის წვენის გამოყოფას და ისედაც ტრავმირებული კუჭისა და ნაწლავების ლორწოვან გარსს აღიზიანებს. ძლიერ ცივი საკვები იკრძალება იმ მოსაზრებით, რომ კუჭში შედარებით მეტხანს ყოვნდება, ორგანოს გაძლიერებული და გახანგრძლივებული მუშაობა კი წყლულოვანი დეფექტის დროს სასურველი არ არის. საკვები გუნდა უნდა იყოს თბილი, მსუბუქი და ადვილად მოსანელებელი. დამზოგველი დიეტის პრინციპია დანაწევრებული კვებაც - წყლულოვანი დაავადების მქონე პაციენტი უნდა იკვებებოდეს დღეში 5-6-ჯერ, მცირე ულუფებით. ეს თავიდან აგვაცილებს კუჭის გადავსებას და კუჭის კედლებზე არასასურველ წნევასაც შეამცირებს. არ შეიძლება საკვების მიღება დაძინებამდე 2 საათის განმავლობაში, ვინაიდან ძილის დროს რთულდება საკვების მონელება, ძლიერდება დუღილის პროცესები და კუჭი ღიზიანდება.


- დადგენილია იმ პროდუქტთა ნუსხა, რომლებიც კუჭის წვენში მარილმჟავას შემცველობას ზრდის და გულძმარვას იწვევს...

- წყლულოვანი დაავადების გამწვავებისას რაციონიდან უნდა გამორიცხოთ: ცხიმიანი ხორცი და თევზი, შემწვარი ხორცი და თევზი, ცოცხალი უჯრედისით მდიდარი ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით - კომბოსტო, აგრეთვე - შებოლილი ძეხვი, ხორცი და სოსისი. რამდენიმე ხნით უნდა დაივიწყოთ ცომეული, შავი პური, ნაყინი, შოკოლადი, მაგარი ჩაი, ყავა, კაკაო, ბურახი, რძე და გაზიანი სასმელები. რეკომენდებულია: თეთრი პური, ორცხობილა, სამარხვო შაქარლამა, ბოსტნეულის წვნიანი, მოხარშული კვერცხი, ხაჭო, არაჟანი, მჭლე უცხიმო ხორცი და თევზი, ორთქლზე მომზადებული კატლეტი, მოხარშული ქათმის ხორცი, ახალმოხარშული კომპოტი.

- იყოფა სპეციალისტთა აზრი თამბაქოს თაობაზე. ერთნი წყლულოვანი დაავადების მქონე პირებს მის მოწევას უკრძალავენ, მეორენი კი ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ...

- სპეციალისტთა ერთი ნაწილი, იქიდან გამომდინარე, რომ თამბაქოს კვამლი კუჭში არ ხვდება და მის ლორწოვან გარსთან უშუალო კონტაქტში არ შედის, მიიჩნევს, რომ თამბაქოს წყლულზე დიდი გავლენის მოხდენა არ შეუძლია. თუმცა დადასტურებულია, რომ ნიკოტინი, სისხლში მოხვედრის შემდეგ მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, რომელიც, თავის მხრივ, ასტიმულებს კუჭში მარილმჟავას გამოყოფას. უზმომზე მოწევა ხელს უწყობს საკუთარი კუჭის მონელებას - ასეთ დროს გამოიყოფა დიდი რაოდენობით მარილმჟავა, კუჭში კი საკვები არ არის და იწყება კუჭის თვითმონელების პროცესი. იმაზე აღარავინ დავობს, რომ მწეველები 10-ჯერ ხშირად ავადობენ კუჭის წყლულით, ვიდრე არამწეველები. ამასთან, თამბაქოს მოხმარებისას წყლულოვანი დეფექტის შეხორცებას გაცილებით მეტი ხანი სჭირდება. მწეველებში გაცილებით მაღალია დაავადების გართულების რისკიც.

- მედიკამენტებიდან რომელია ყველაზე საშიში?

- ძალიან  საშიშია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, სედაციური, საძილე საშუალებები, ანტიდეპრესანტები, ტრანკვილიზატორები, კალციუმის ანტაგონისტები, ქოლინოლიტიკები და ნიტრატები. მათი მიღების აუცილებლობისას საჭიროა, მკურნალ ექიმს აცნობოთ წყლულოვანი დეფექტის არსებობის თაობაზე, რათა მან წყლულისთვის მინიმალურად საზიანო თერაპია დაგეგმოს. ასევე აძლიერებს კუჭის მჟავიანობას ალკოჰოლი. მისი მიღებისას დუნდება კუჭის სფინქტერი, შიგთავსი გადადის საყლაპავში და იქ განაგრძობს დუღილს, რაც ძლიერ გულძმარვას იწვევს. არიან პაციენტები, რომლებისთვისაც ნებადართულია ალკოჰოლური სასმელების ზომიერი მიღება, ოღონდ ნებართვა მკურნალი ექიმისგან უნდა მიიღონ. რაც შეეხება სტრესს, ეჭვს არ იწვევს, რომ ძლიერი და ხანგრძლივი ქრონიკული სტრესი წყლულის მიზეზია, ამიტომ აუცილებელია, წყლულის მქონე ადამიანმა შეძლებისდაგვარად არიდოს თავი სტრესულ სიტუაციებს, ისწავლოს სტრესის შემდგომი რელაქსაცია და მოდუნება. ზოგადი რეკომენდაციები კი ასეთია:

  • იძინეთ 8-10 საათი;
  • დიდი ყურადღება მიაქციეთ პირის ღრუს სანაციას;
  • კარიესული კბილების მკურნალობას;
  • გაცხიმოვნების დროს იზრუნეთ სხეულის მასის შემცირებაზე.