რა ელის კუჭ-ნაწლავს ნაახალწლევს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ელის კუჭ-ნაწლავს ნაახალწლევს

რას ნიშნავს ჯანსაღი საკვები?

ჯანსაღ საკვებს ხალხი რატომღაც დიეტურს უწოდებს, ხოლო მაღალკალორიული და რაფინირებული ნორმალურად მიაჩნია. დღეს ხშირად გვხვდება თერმულად და მექანიკურად ზედმეტად დამუშავებული საკვები. კულინარიაში ახლისა და კარგის ძიებამ იქამდე მიგვიყვანა, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციები სამზარეულოს დაეკისრა. ადამიანისთვის კი ზედმეტად დამუშავებული საკვები იმდენადვე არასასურველია, როგორც უხეში.

რომელი საკვები ითვლება ზედმეტად დამუშავებულად?

ზედმეტად დამუშავებულია კონცენტრირებული ცხიმებით, რაფინირებული ნახშირწყლებით, ემულგატორებით მდიდარი და მცენარეული ბოჭკოთი ღარიბი პროდუქტები. ჩამოთვლილ ნივთიერებებს დიდი რაოდენობით შეიცავს, მაგალითად, ჩიფსები, შოკოლადი, გამაგრილებელი სასმელები. მათი უმეტესობა, გასცდება თუ არა თორმეტგოჯა ნაწლავს, ფაქტობრივად უკვე მონელებულია და შეიწოვება, თორმეტგოჯა ნაწლავს კი რამდენიმე მეტრი სიგრძის წვრილი და მსხვილი ნაწლავი მოსდევს, რომლებიც უფუნქციოდ რჩება. ყოველივე ეს ფიზიოლოგიურ პროცესებს არღვევს.

რას გვიქადის სადღესასწაულო სუფრაზე გადაჭარბებული კვება?

  • კუჭის ლორწოვანის გაღიზიანებას. წიწაკით ზომიერად შეზავებული კერძი სასარგებლოა - კუჭის ლორწოვანი გარსის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, აჯიკა კი კუჭში ჩასვლისანავე აღიზიანებს მის ლორწოვანს.
  • ძნელად მოსანელებელი საკვები, ლორწოვანი გარსის გაღიზიანებასთან ერთად, კუჭის სეკრეციასაც ასტიმულირებს. კუჭის წვენი საჭიროზე მეტი გამოიყოფა. იგი, მართალია, ებრძვის მიკრობებს და ხელს უწყობს უხეში საკვების მონელებას, მაგრამ კუჭის ლორწოვანსაც აღიზიანებს და აზიანებს, მით უმეტეს - როცა ის უკვე დაზიანებულია.

თუ ადამიანს სავსებით ჯანსაღი საჭმლის მომნელებელი ტრაქტი აქვს, ასეთი კვება ორგანიზმისთვის გამოცდა იქნება, რომელსაც ის ან ჩააბარებს, ან ვერა. მაგრამ საქმე ის არის, რომ დღეს ჯანმრთელი კუჭ-ნაწლავით ცოტა თუ დაიკვეხნის. ბავშვობიდანვე ზედმეტად დამუშავებულ საკვებს მიჩვეული ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა განაზებულია. ძველად ადამიანი უხეშ საკვებს მშვენივრად ინელებდა, ჩვენს დროში კი ეს არათუ ავადმყოფს, არამედ ჯანმრთელსაც უჭირს. გარდა ამისა, ბევრს აქვს გასტრიტი, წყლულოვანი დაავადება, ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი... ასეთ ფონზე არაჯანსაღმა საკვებმა, თუნდაც ერთხელ მირთმეულმა, შესაძლოა დიდი პრობლემები წარმოშვას.

რა არის გასტრიტი?

გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებაა. მისი მიზეზების ნუსხა, გარდა ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებისა და არაჯანსაღი კვებისა, მოიცავს ინფექციურ აგენტს, ზოგიერთ მედიკამენტს (ასპირინს, სულფანილამიდებს, ჰორმონებს), სტრესს და სხვა. გასტრიტი გამოიხატება მუცლის ტკივილით და ჭიპის ზემოთ სიმძიმის შეგრძნებით. ამას ერთვის დისპეფსიური სიმპტომები - გულძმარვა, ბოყი და სხვა. ეს შეგრძნებები შესაძლოა ასატანი იყოს და სასწრაფო ჩარევას არ მოითხოვდეს, მაგრამ ხშირად პროგრესირებს.


რა არის  ქოლეცისტიტი?

ქოლეცისტიტი ნაღვლის ბუშტის ანთებითი დაავადებაა. მის განვითარებასაც მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის - ინფექცია და ნაღვლის შეგუბება. ნაღვლის ბუშტში მიკროორგანიზმები ხვდება ნაღვლის სადინარებიდან, სისხლის ან ლიმფოგენური გზით. ნაღვლის შეგუბები მიზეზიც მრავლადაა. მათგან აღსანიშნავია ნაღვლის ბუშტისა და სადინარების მოტორიკის დარღვევა, ორსულობა, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი. ქოლეცისტიტის განვითარებას ხელს უწყობს პანკრეატიტი, პარაზიტული დაავადება, ჭარბი წონა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ნაღვლის ბუშტის კედლის სისხლმომარაგების მოშლა, მემკვიდრეობითი განწყობა, ალერგიული ფაქტორები. მწვავე ქოლეცისტიტისთვის დამახასიათებელია ძლიერი ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, რომელიც ზოგჯერ წელის, მხრისა და მარჯვენა ბეჭის მიდამოში ვრცელდება. ტკივილს თან ახლავს გულისრევის შეგრძნება, ღებინება, იშვიათად - ტემპერატურის მატებაც. ტკივილი შესაძლოა გახანგრძლივდეს - ამ შემთხვევაში ექიმის ჩარევაა საჭირო - ანდა დასუსტდეს და ყრუ ხასიათი მიიღოს. შეტევას შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს ცხიმიანმა, ცხარე, მწარე, შებოლილმა საკვებმა, ალოკოჰოლმა, აგრეთვე - ფიზიკურმა და ემოციურმა გადატვირთვამ. ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს ცხიმის ჭარბ მიღებას მოჰყვება ნაწლავთა მოტორიკის გაძლიერება, რაც შესაძლოა კენჭის გადაადგილებისა და ჩაჭედვის მიზეზად იქცეს.

რა არის პანკრეატიტი?

პანკრეატიტი კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეასის) დაავადებაა. მისი განვითრება შესაძლოა გამოიწვიოს კუჭქვეშა ჯირკვლისა და ნაღვლის სადინარის დახშობამ, ალკოჰოლის ჭარბმა მოხმარებამ, ინფექციამ, კვების რეჟიმის დარღვევამ, ზოგერთმა მედიკამენტმა. პანკრეასი ინსულინთან ერთად გამოიმუშავებს საჭმლის მომნელებელი ფერმენტებით მდიდარ წვენს. პანკრეატიტის დროს ფერმენტები აქტიურდება და საკუთრივ ჯირკვლის ქსოვილს აზიანებს, რასაც პანკრეასის შეშუპება და უჯრედების კვდომა მოჰყვება. ამ დროს ტკივილის მიზეზი სწორედ ფერმენტების გააქტიურებაა, რაც საკვების სუნის შეგრძნებისთანავე იწყება. პანკრეტიტის მთავარი ნიშანია სარტყლისებრი ტკივილი, რომელიც უმთავრესად მუცლის ზემოთა ნაწილშია გამოხატული და გადაეცემა წელსა და ზურგს. ტკივილი მეტწილად თავს იჩენს ღამით და ცხიმით მდიდარი საკვების ან ჭარბი ალკოჰოლის მიღების შემდეგ. ტკივილს შესაძლოა ახლდეს გულისრევის შეგრძნება, ღებინება, შემაწუხებელი სლოკინი, ტემპერატურის მატება. შეტევის დასაწყისში ადამიანი წრიალებს, მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში კი იძულებული ხდება, გაუნძრევლად იწვეს, ფითრდება, შუბლზე ცივი ოფლი ასხამს.

როგორ მოვიქცეთ, თუ დაავადება გაგვიმწვავდა?

გამწვავებისას აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც შეგიფასებთ მდგომრეობას, შეგირჩევთ კვების რეჟიმს და აუცილებლობის შემთხვევაში დაგინიშნავთ საჭირო წამალს. თვითმკურნალობას არ გირჩევთ! მართალია, არსებობს პრეპარატები, რომლებიც შეიძლება ექიმის რჩევის გარეშეც მიიღოთ, მაგრამ მათ დროებითი ეფექტი ექნებათ, რადგან პათოლოგიურ პროცესს ვერ ჩააცხრობენ, მხოლოდ კლინიკურ სურათს გააუფერულებენ. თავს უკეთ იგრძნობთ, მაგრამ ავადმყოფობა განვითარებას განაგრძობს. გახსოვდეთ: გასტრიტის მომდევნო ფაზა ხშირად წყლულოვანი დაავადებაა, რომელსაც, თავის მხრივ, შესაძლოა მრავალი მძიმე გართულება მოჰყვეს (ეს სხვა დაავადებებსაც ეხება). სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად არის საჭირო ექიმთან მისვლა. ისე ნუ გაგვიგებთ, თითქოს კვებით გამოწვეული პრობლემების გაჩენისთანავე ძვირად ღირებული გამოკვლევები უნდა ჩაიტაროთ, მაგრამ ექიმის კონსულტაცია აუცილებელია.

რა საჭიროა ფერმენტები?

ფერმენტები საჭმლის მოსანელებლად გვჭირდება. თუ ორგანიზმს ისინი აკლია, გარედან უნდა მივაშველოთ. მაგრამ კვების ჯანსაღი რეჟიმის დარღვევისას ფერმენტებიც ვერ გვიშველის. შესაძლოა, იმწუთას სიმაძღრემ ნაკლებად შეგვაწუხოს, მაგრამ ქიმიოპრეპარატების თვითნებური გამოყენება თრგუნავს ორგანიზმის თავდაცვით მექანიზმებს - ღებინებას, ფაღარათს... სამკურნალო საშუალებების დანიშვნა ექიმის პრეპოგატივაა.

მინერალური წყლები

მართალია, ქართული მინერალური წყლები უნიკალურია, მაგრამ მათი არასწორი გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა უსიამოვნო შედეგი მივიღოთ. მაგალითად, ბორჯომი ტუტე ხსნარია და სიმჟავეს ანეიტრალებს, მაგრამ ამას კუჭის წვენის უფრო ინტენსიური გამოყოფა მოჰყვება, ამიტომ უზმოზე ბორჯომის მიღებით გამოწვეულ თავდაპირველ ეფექტს მალევე გადაფარავს გულძმარვისა და ტკივილის მეორე, უფრო ძლიერი შეტევა. მაღალი მჟავიანობის მქონე პაციენტებმა სასურველია ეს წყალი ჭამის შემდეგ მიიღონ.