ოპერაციის შემდგომი ანემიები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოპერაციის შემდგომი ანემიები

ნაოპერაციები კუჭიდან (კუჭის რეზექციის სხვადასხვა სახეობა) ორგანიზმში რკინის შეწოვის დარღვევა, სისხლდენები, რკინის შეწოვის დარღვევა ნაწლავებზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ და სხვა. ბ12-და ფოლიუმდეფიციტური ანემიები ფოლიუმის მჟავასა და ორგანიზმისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი ვიტამინ ბ12-ის ნაკლებობისას წარმოიშობა. ამ ტიპის ანემიებს სხვა მიზეზებთან ერთად იწვევს ნაწლავებზე წარმოებული ოპერაციებიც, ვინაიდან ამ დროს ირღვევა ამ ორი საკვები ნივთიერების შეწოვა. წამლისმიერი ანემია. ზოგიერთი ოპერაციული ჩარევა სამკურნალო პრეპარატებით ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს. როცა მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობით მიმდინარეობს, საშიში უმეტესად არაფერია, მაგრამ როდესაც წამლის მიღება დიდხანს და უკონტროლოდ ხდება, შესაძლოა, ანემია განვითარდეს. ანემიის ამ უკანასკნელ ფორმას ხშირად ვხვდებით სულფანილამიდებისა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ხანგრძლივი და უკონტროლო მიღებისას.

როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს ანემიის დროს?

ხალხური მეთოდებით ანემიის მკურნალობა კვების კორექციას გულისხმობს. უპირველესად, დაიხსომეთ, რომ ხორცზე უარის თქმა ან მისი შეზღუდვა თქვენთვის დაუშვებელია. რაციონში აუცილებლად უნდა ჩართოთ არა მარტო ნაკლებცხიმიანი და მჭლე ხორცი, არამედ ღვიძლი და სხვა სუბპროდუქტებიც. ეს განსაკუთრებით აქტუალურია რკინადეფიციტური ანემიების დროს. საკმარისი რაოდენობის ფოლიუმის მჟავას მისაღებად აუცილებელია რაც შეიძლება მეტი მწვანეფოთლოვანი ბოსტნეულის, მარცვლოვანი კულტურის მიღება. მკურნალობის პერიოდში მაინც უნდა მოერიდოთ ისეთ სასმელებს, რომლებიც კოფეინს შეიცავს. ჩვეულებრივი ჩაი შეიძლება გვირილის ან რომელიმე სხვა მცენარის ნაყენით შეცვალოთ, ყავის მოყვარულთათვის კი ამ დროს ვარდკაჭაჭას ყავაა რეკომენდებული.

რა საშუალებებს მიმართავს ექიმი?

სპეციალისტმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა დანიშნოს სისხლის ანალიზი, ხოლო ანემიის გამოვლენის შემთხვევაში - სხვა ანალიზები, რომელთა საშუალებითაც მიაგნებს ანემიის მიზეზს და მკურნალობის ადეკვატურ სტრატეგიას შეარჩევს. რკინადეფიციტურ ანემიას მკურნალობენ ორგანიზმში რკინის პრეპარატების შეყვანით (პარენტერალური ან პერორალური გზით). პაციენტი 3-6 თვის განმავლობაში იღებს რკინის შემცველ პრეპარატებს. მათთან ერთად ინიშნება ისეთი წამლებიც, რომლებიც აუმჯობესებს რკინის შეწოვას. თერაპია ხანგრძლივია. ნაწლავური დარღვევების პროფილაქტიკისთვის რკინაშემცველ პრეპარატებთან ერთად აუცილებელია კალციუმის კარბონატის მიღებაც. იმავდროულად  საჭიროა პანკრეატინიც. რაციონში აუცილებლად ერთვება რკინით მდიდარი პროდუქტები: ღვიძლი, ხორცი, კვერცხი, წიწიბურა და სხვა. ბ12- და ფოლიუმდეფიციტური ანემიის დროს ექიმი ადგენს სამკურნალო კვების სქემას, რომელიც ორგანიზმს დიდი რაოდენობის ფოლიუმის მჟავათი და ბ12 ვიტამინით უზრუნველყოფს. ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტს შეიძლება ის პრეპარატები (ტაბლეტები) გამოუწერონ, რომლებიც ბ12 ვიტამინის ფუძეზეა დამზადებული (მაგალითად, ციანოკობალამინი), ზოგჯერ კი ორგანიზმში ბ12 ვიტამინი ინიექციების საშუალებით შეჰყავთ. სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვის დროს შესაძლოა  სისხლის გადასხმა გახდეს საჭირო. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა შეირჩეს მკურნალობა, რომლის საშუალებითაც მოისპობა ანემიის მიზეზი. თუ ანემიის სიმპტომები შეამჩნიეთ, არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი, რადგან ეს პრობლემა არა მარტო საერთო მდგომარეობას აუარესებს,  ორგანიზმს ასუსტებს, არამედ ამცირებს კიდეც ვირუსული და ინფექციური დაავადებებისადმი მისი წინააღმდეგობის უნარს. უნდა გახსოვდეთ ისიც, რომ ანემია ზოგჯერ მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია და რაც უფრო ადრე მიხედავთ მას, მით უკეთესი იქნება შედეგი.