რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ანემია ბავშვებში
ანემია ბავშვებში

ბავშვს შეიძლება განუვითარდეს ანემიის ნებისმიერი ვარიანტი, თუმცა 90% მაინც ნორმალური სისხლწარმოქმნისთვის აუცილებელი ნივთიერებების დეფიციტით გამოწვეული ფორმების, კერძოდ, რკინადეფიციტური ანემიის წილად მოდის. ანემიით დაავადებულთა 40% სამ წლამდე ასაკისაა, მესამედი - პუბერტატული ასაკისა. სხვა ასაკობრივ ჯგუფებში ანემია უფრო იშვიათია. ბავშვობის ასაკში განვითარებულ ანემიებზე პედიატრი ქეთევან ჭანიშვილი გვესაუბრება.

- რით არის განპირობებული ანემიის სიხშირე ბავშვთა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში?
- სამ წლამდე და სქესობრივი მომწიფების პერიოდში ორგანიზმი ინტენსიურად იზრდება, რასაც თან ახლავს სისხლის ფორმიანი ელემენტების, სისხლის მოცულობის ზრდა და ერითროპოეზის (ერითროციტების წარმოქმნის) მაღალი აქტიურობა. სისხლის წარმოქმნის პროცესში მონაწილეობს ბავშვის ძვლის ტვინი. ორგანიზმს გამუდმებით სჭირდება დიდი ოდენობით რკინა, სრულფასოვანი ცილები, მიკროელემენტები, ვიტამინები. ამიტომ კვების თუნდაც უმნიშვნელო დარღვევები, ინფექციური დაავადებები, მედიკამენტები (რომლებიც თრგუნავენ ძვლის ტვინის ფუნქციას) ადვილად იწვევს ორგანიზმის ანემიზაციას, განსაკუთრებით სიცოცხლის მეორე წლიდან, როცა რკინის ნეონატალური მარაგი განლეულია. ხანგრძლივად მიმდინარე სიდეროპენია (რკინის ნაკლებობა) იწ­ვ­ევს ღრმა ქსოვილოვან და ორგანულ ცვლილებებს, ჰიპოქსიას (ჟანგბადის ნაკლებობას) და უჯრედული მეტაბოლიზმის დარღვევას. ანემია აფერხებს ბავშვის ზრდის პროცესებს, მის ჰარმონიულ განვითარებას, წარმოიქმნება ინფექციის ქრონიკული კერები, მძიმდება სხვა პათოლოგიური პროცესები.


- როგორ ხდება ორგანიზიმში რკინის ცვლა ასაკის მიხედვით?
- რკინის ოდენობა ყოველდღე იზრდება 0,5 მგ-ით და 18 წლამდე მისმა მარაგმა უნდა მიაღწიოს 4,5 გრამს. დედის რკინის ჩალაგება დეპო ორგანოში ძირითადად ორსულობის ორ უკანასკნელ თვეს ხდება. რკინის მარაგი არასაკმარისი იქნება, თუ ახალშობილი დღენაკლულია, ტყუპია, დედას ანემია აქვს ან ორსულობის მეორე ნახევრიდან აღენიშნება ტოქსიკოზი. დაბადების შემდეგ დროული ახალშობილის რკინის დეპო ივსება “ზედმეტი” ერითროციტების დაშლისას გამოთავისუფლებული რკინის ხარჯზე. დღენაკლულებში ეს პროცესი პირველი ორი კვირის განმავლობაში დაქვითებულია ან საერთოდ არ მიმდინარეობს. ამის შემდეგ რკინა ორგანიზმში ხვდება მხოლოდ საკვებით, უმთავრესად - ცხოველურით. სიცოცხლის პირველ წელს საკვებში რკინის ოდენობა შეზღუდულია და ვერ აკმაყოფილებს მზარდი ორგანიზმისა და მისი სისხლმბადი ორგანოების მოთხოვნას. ნეონატალური (მუცლადყოფნის პერიოდის) მარაგი დროულ ახალშობილებში - 3-4 თვისთვის, ხოლო დღენაკლულებში 5-6 თვისთვის ქრება. ეს მარაგი დაახლოებით 300 მგ-ია. შეზღუდულია რკინის ათვისების პროცესიც, ვინაიდან, ოპტიმალური ბალანსირებული რაციონისა და რკინის პრეპარატების დამატების მიუხედავად, 5-8 თვის ასაკში ჰემოგლობინის დონე პრაქტიკულად ყველა ბავშვს 110-130გ/ლ-მდე უქვეითდება, რაც უფლებას გვაძლევს, ვილაპარაკოთ “ფიზიოლოგიურ ანემიაზე” ამ ასაკში. ნორმაში ახალშობილის ჰემოგლობინია 170-240გ/ლ. ამ პერიოდში ბავშვის შიმშილი და არასაკმარისი კვება, რაციონში წვენების, ბოსტნეულისა და ხორცის დაგვიანებული დამატება, ერთფეროვანი,  არაბალანსირებული კვება (ძროხის ან თხის რძით, უპირატესად ნახშირწყლოვანი საკვებით) ადვილად აფერხებს ბავშვის სისხლწარმოქმნის პროცესებს.


- რაზეა დამოკიდებული რკინის ათვისება?
- რკინის ათვისება და მისი შეწოვა, რაც უმთავრესად წვრილ ნაწლავებში მიმდინარეობს, დამოკიდებულია საკვების ხარისხზე, საჭმლის მომნელებელი წვენების სეკრეციაზე, კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსების მდგომარეობაზე. რკინის შეწოვა ქვეითდება ინფექციური დაავადებების, განსაკუთრებით - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციური დაავადებების, რაქიტის, ჰიპოტროფიის, თანდაყოლილი და შეძენილი ფერმენტოპათიების (მალაბსორბციის სინდრომი, მუკოვისციდოზი) დროს.


- როდის იზრდება რკი­ნაზე ორგანიზმის მოთხოვნა?
- რკინაზე ბავშვის ორგანიზმის მოთხოვნა იზრდება სხეულის მასის ინტენსიური მატების,

You must have Flash Player installed in order to see this player.
ქრონიკული ინფექციის კერების არსებობის დროს, ასევე - სისხლის გაძლიერებული კარგვის: ფარული და აშკარა სისხლდენების, ექსუდაციური ენტეროპათიების, სისხლისმწოველი ჭიებით ინვაზიის - დროსაც. ჩამოთვლილი ფაქტორების შერწყმისას ირღვევა რკინის ბალანსი და ვითარდება რკინადეფიციტური ანემია. იმის მიხედვით, რა ასაკში განვითარდა პათოლოგია და რომელი ფაქტორი იყო მის განვითარებაში წამყვანი, განასხვავებენ ადრეულ და გვიან ანემიებს, დღენაკლულთა და პუბერტატული ასაკის გოგონების ქლოროზს.


- რას ნიშნავს დღენაკლულთა ადრეული ანემია?
- ანემიის ამ ფორმას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩვილ ბავშვებში გავრცელებულ დეფიციტურ ანემიებს შორის. იგი სიცოცხლის პირველ-მეორე თვეს უვითარდება დღენაკლულთა დაახლოებით ნახევარს, იშვიათად - დროულებსაც (ფიზიოლოგიური კეთილთვისებიანი ანემია), უმთავრესად - არადამაკმაყოფილებელი ჰემორაგიული ფონის (ქალასშიდა სამშობიარო ტრავმა, პრენატალური დისტროფია, ინფექციები) არსებობისას. გამოკვეთილი კლინიკური ნიშნები არ გააჩნია. შეინიშნება მხოლოდ კანის სიფითრე ჰემოგლობინის დონის 80გ/ლ-ზე მეტად დაქვეითებისას. ადრეული ანემიის მთავარი მიზეზია ფეტალური ჰემოგლობინის შემცველი ერითროციტების ფიზიოლოგიური ჰემოლიზი (დაშლა) და ძვლის ტვინის ფუნქციური და მორფოლოგიური უმწიფრობა, რაც აიხსნება ნაადრევი მშობიარობით ან დროულ ახალშობილთა ინდივიდუალური თავისებურებებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმ ნივთიერებების დეფიციტი, რომლებიც სისხლის წარმოქმნის პროცესში მონაწილეობს - ცილებისა, B-ჯგუფის, ჩ და E ვიტამინებისა, სპილენძისა, კობალტისა. როგორც კი რკინის ნეონატალური მარაგი ამოიწურება, ადრეული ანემია დღენაკლულთა გვიან ანემიაში ან დროულთა ალიმენტურ-ინფექციურ ანემიაში გადადის.


- როგორ გამოვლინდება გვიანი (კონსტიტუციური) ანემია დღენაკლულებში?
- იგი ვითარდება რკინის ნეონატალური მარაგის ამოწურვის შემდეგ სიცოცხლის მე-3-4 თვეს. კლინიკურად შეუმჩნეველია, ლაბორატორიული მონაცემებით ვლინდება რკინის დეფიციტი. დროულ ახალშობილთა ნახევარს აღენიშნება ალ­ი­მენტური და ალ­იმენტურ-ინფექციური ანემია სიცოცხლის მეორე ნახევარში. ამის მიზეზი რკინის მარაგის ამოწურვასთან ერთად არის კვების დარღვევაც, რომელიც იმავდრო­ულად დისტროფიას იწვევს. ინფექციური დაავადებების თანდართვა, სასუნთქი სისტემის ვირუსები და ოტიტი ანემიის მიმდინარეობას ამძიმებს. კლინიკური და ლაბორატორიული გამოვლენა ადასტურებს ანემიის შერეულ ბუნებას რკინის დეფიციტის უპირატესობით.




თარიღი : 01-04-2016
slishi
რა დაავადებები შეიდზლება გამოიცვიოს რკინადეფიციტური ანემიის დაგვიანებულმა მკურნალობამ,რამდენად სასშიშია
თარიღი : 29-04-2015
თინათინ ქორიძე
ძალიან გთხოვთ პასუხი მითხარით ჩემი პატარა საკეისროს შედეგად 2კვირით ადრე ამოვიყვანე და დაბადებიდან 3თვემდე ტუჩები ულურჯდებოდა ანემია ეწერა ისტორიაში და ეხლა 9თტვის არის და ოდნავ აქვს სილურჯე და რას მირჩევთ როგორ მოვიქცე საშიში არის თუ არა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
ექიმი გრეგორი ჰაუსი ყველაზე პოპულარული ექიმია მსოფლიოში მიუხედავად იმისა, რომ ის სატელევიზიო სერიალის გმირია. ყველაზე პოპულარულ გამოგონილ პერსონაჟებს შორის ის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს.
ექსპერიმენტი ჩატარდა მღრღნელებზე. მეცნიერები საცდელ ცხოველებს წონის დასაკლებად ფიზიკურ ვარჯიშს აიძულებდნენ. აღმოჩნდა, რომ მამრები, მდედრებთან შედარებით, ფიზიკური ვარჯიშის დახმარებით, უფრო ადვილად იკლებდნენ წონაში. აღსანიშნავია, რომ დატვირთვის დონე და კვება იდენტური იყო.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მეცნიერები, რომლებმაც რამდენიმე საინტერესო კვლევა უკვე ჩაატარეს, ვარაუდობენ, რომ ზღვის ჭიების ჰემოგლობინი სისხლის წითელი სხეულაკების ალტერნატივაა. ცხოველური წარმოშობის ჰემოგლობინებისაგან განსხვავებით, უბრალო ზღვის ჭიის Arenicola Marina ჰემოგლობინი არც ალერგიულ რეაქციებს იწვევს და არც ღვიძლს აზიანებს.
ჰემოგლობინი ერითროციტებში შემავალი რთული ცილაა, რომელიც ფილტვებსა და სხვა ორგანოების უჯრედებს შორის ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ტრანსპორტირებაში მონაწილეობს. არსებობს ჰემოგლობინის შემცველობის ნორმები: მამაკაცებში - 130-160გ/ლ, ქალებში - 120-140 გ/ლ.

სინგაპურელმა მეცნიერებმა კანის უჯრედებისგან სისხლის უჯრედების შექმნა შეძლეს. მათ ექსპერიმენტები ვირთაგვებზე ჩაატარეს. აღნიშნული მეთოდით შექმნილი სისხლის უჯრედები მღრღნელების ორგანიზმში რამდენიმე თვის განმავლობაში ცირკულირებდა.
ლეიკემიის ძირითად სიმპტომთა გამოვლენა დამოკიდებულია სიმსივნური უჯრედების თავისებურებებზე, მათ რაოდენობასა და გავრცელების მასშტაბებზე. მაგალითად, ქრონიკული ლეიკოზი ადრეულ სტადიებზე სიმსივნურ უჯრედთა არცთუ დიდი რაოდენობით ხასიათდება, ამიტომაც ის შესაძლოა ხანგრძლივი დროის განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. მწვავე ლეიკოზის დროს კი, როგორც წესი, დაავადების სიმპტომები ადრეულ ეტაპზევე ვლინდება.

ყოველწლიურად 14 ივნისს სისხლის დონორის მსოფლიო დღე (World Blood Donor Day) აღინიშნება.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის Blood and Transplant  უწყების
09 თებერვალი 2017
ბევრი ფიქრობს, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად იღებენ სელფს, ნარცისიზმით არიან შეპყრობილები. თუმცა, ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ყოველთვის ასე არ არის. ამ ადამიანებს სხვა მოტივიც შეიძლება ამოძრავებდეთ.
28 დეკემბერი 2016
სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვის ჩასახვისათვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება. მეტიც, პოტენციურ მშობლებს ბავშვების შერჩევა არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ნიშნების მიხედვითაც შეეძლებათ.
ადამიანის ტვინი მიდრეკილია სწრაფი დასკვნების გაკეთებისკენ, მაშინაც კი, თუ ეს უსაფუძვლო ნეგატიურ შეფასებას ნიშნავს. სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ როდესაც ადამიანს აძლევენ ადამიანების მითიურ ჯგუფზე ნეგატიურ ინფორმაციას
საშინაო საქმეები სპორტდარბაზში ვარჯიშის შემცვლელია. სპეციალისტებმა დათვალეს რამდენი კალორიის დაწვაა შესაძლებელი ჩვეული საშინაო საქმიანობის დროს. ასე მაგალითად, საწოლის გასწორებისას ადამიანი წვავს 70 კალორიას, რაც ერთი ორცხობილას ეკვივალენტია.
ეჭვიანობა აქვეითებს ყურადღებას, ხელს უშლის მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების კონცენტრირებას. გარდა ამისა, ეჭვიანობის გრძნობა იწვევს სტრესის, შფოთისა და დეპრესიის სიმპტომების გამოვლენას