რა დაავადებაა ჰემოსიდეროზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა დაავადებაა ჰემოსიდეროზი

ნორმაში ჰემოსიდერინი მცირე რაოდენობით გვხვდება ღვიძლის უჯრედებში, ელენთაში, ძვლის ტვინსა და ლიმფურ ქსოვილში. ამა თუ იმ პათოლოგიური მდგომარეობის დროს ეს პიგმენტი შესაძლოა ჭარბად დაგროვდეს ქსოვილებში. განასხვავებენ დაავადების ლოკალურ (ადგილობრივ) და გენერალიზებულ (გავრცობილ, საერთო) ფორმებს.

ლოკალური ანუ ადგილობრივი ფორმაა კანისა და ფილტვის ჰემოსიდეროზი. ამ დროს ორგანიზმში მიმდინარეობს ექსტრავასკულური ჰემოლიზი ანუ ერითროციტების დაშლა სისხლძარღვის გარეთ, როგორც კეროვანი შემოსაზღვრული სისხლჩაქცევების (ჰემატომების) სახით, ასევე მთელი ორგანოს (კანი, ფილტვები) ფარგლებში. ზოგადი ანუ გენერალიზებული ჰემოსიდეროზი ინტრავასკულური ანუ სისხლძარღვის შიგნით მიმდინარე ერითროციტების დაშლის შედეგია. ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა დაავადების დროს და ღვიძლის, ელენთის, თირკმლის, ძვლის ტვინის, სანერწყვე და საოფლე ჯირკვლების ქსოვილებში პიგმენტ ჰემოსიდერინის ჩალაგებას განაპირობებს. როდესაც ქსოვილებში ჰემოსიდერინის ჭარბ ჩალაგებას თან ახლავს ქსოვილთა სტრუქტურული ცვლილება და ორგანოთა ფუნქციური დაზიანება, ჰემოქრომატოზზე საუბრობენ. ჰემოსიდეროზის მრავალი ფორმა არსებობს. მიზეზების ნუსხაც საკმაოდ ვრცელია, ამიტომ ეს დაავადება იმუნოლოგთა, დერმატოლოგთა, პულმონოლოგთა, ჰემატოლოგთა და სხვა დარგის სპეციალისტთა საერთო ინტერესისა და ერთობლივი შესწავლის საგანია.

მაინც რა იწვევს ჰემოსიდეროზს

გენერალიზებული ჰემოსიდეროზი ეტიოლოგიურად უკავშირდება სისხლის დაავადებებს, ინტოქსიკაციებს, ინფექციურ პათოლოგიებს, აუტოიმუნურ პროცესებს. ჰემოსიდერინის ჭარბი ჩალაგების მიზეზად შესაძლოა იქცეს ჰემოლიზური ანემია, ლეიკოზი, ღვიძლის ციროზი, ესა თუ ის ინფექციური დაავადება (სეფსისი, ბრუცელოზი, მალარია და სხვა), რეზუსკონფლიქტი, ხშირი ჰემოტრანსფუზია (სისხლის გადასხმა), ჰემოლიზური (სისხლის დამშლელი) შხამებით (სულფანილამიდები, ქინინი, ტყვია და სხვა) მოწამვლა. ფილტვების ჰემოსიდეროზის ეტიოლოგია ჯერ კიდევ გაურკვეველია. არსებობს მოსაზრება, რომ მის წარმოშობაში განსაზღვულ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი განწყობა, იმუნოპათოლოგიური ხასიათის დაავადებები, ფილტვის კაპილარების კედლის თანდაყოლილი სტრუქტურული ანომალიები და სხვა. ცნობილია, რომ ფილტვების ჰემოსიდეროზი უმეტესად მათ ემართებათ, ვისაც გულის დეკომპენსირებული დაავადება (კარდიოსკლეროზი, გულის მანკები და სხვა) აქვს. კანის ჰემოსიდეროზი შესაძლოა იყოს პირველადიც (კანის წინასწარი დაზიანების გარეშე) და მეორეულიც (კანის ამა თუ იმ პათოლოგიის ფონზე აღმოცენებული). პირველადი ფორმის წარმოშობა ზოგჯერ უკავშირდება ენდოკრინულ (შაქრიანი დიაბეტი) და სისხლძარღვოვან (ქრონიკული ვენური უკმარისობა, ჰიპერტონიული დაავადება) დაავადებებს. მეორეული ფორმის დროს დერმაში ჰემოსიდერინის ჭარბი დაგროვების საფუძველი შესაძლოა იყოს ამა თუ იმ სახის დერმატიტი, ეგზემა, ნეიროდერმიტი, კანის ტრავმა, ფოკალური ინფექცია (პიოდერმია). დაავადების მაპროვოცირებელ ფაქტორებს შორის გამოყოფენ გადაღლას, გადაცივებას, ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის მიღებას.