როგორ შევივსოთ ჰემოგლობინის დეფიციტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევივსოთ ჰემოგლობინის დეფიციტი

სისხლში ჰემოგლობინის დონის ასაწევად და ნორმაში მის შესანარჩუნებლად საკვებიდან ყოველდღიურად უნდა მივიღოთ 1,5 მგ რკინა. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ორგანიზმი ამ გზით მიღებული რკინის მხოლოდ 10%–ს ითვისებს, ამიტომ 10-ჯერ მეტი ანუ 15 მგ რკინის „შეჭმაა“ საჭირო.

საიდან მოვიტანოთ ეს მნიშვნელოვანი მიკროელემენტი?

ჰემოგლობინის დეფიციტით გამოწვეული ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად დიეტოლოგები რაციონში რკინით მდიდარი საკვების შეტანას გვირჩევენ. გირჩევთ, გულდასმით წაიკითხოთ და დაიმახსოვროთ დაბალი ჰემოგლობინის დროს რეკომენდებული პროდუქტების ჩამონათვალი. ამ ნუსხაში მთავარი ადგილი ხორცის პროდუქტებს უკავია: ღვიძლს, თირკმელებს, ენას. შემდეგ მოდის წიწიბურა, ლობიო, მუხუდო, შოკოლადი, თეთრი სოკო, მოცვი. ამ პროდუქტებში რკინა ბევრია - 100 გრამში 4 მგ-ზე მეტი.

2-4 მგ-ს შეიცავს ძროხის ხორცი, ცხვრის ხორცი, კურდღლის ხორცი, კვერცხი, შვრიის ბურღული, ხორბალი, ვაშლი, მსხალი, ხურმა, ლეღვი, კომში, შინდი, ისპანახი, კაკალი.

რკინის ზომიერად (1-1,9 მგ) შემცველი პროდუქტებია ღორის ხორცი, ქათმის ხორცი, მოხარშული ძეხვი, ყველი, სარდელი, სკუმბრია, სტავრიდა, ქაშაყი, ხიზილალა, უმაღლესი ხარისხის ფქვილის პური, ქერის ბურღული, მანანის ბურღული, ბრინჯი, კარტოფილი, მწვანე ხახვი, ბოლოკი, ჭარხალი, მჟაუნა, საზამთრო, ნესვი, ქლიავი, ბროწეული, ალუბალი, მარწყვი, ჟოლო, შავი მოცხარი.

მცირე რაოდენობით რკინას (0,4-0,9 მგ) შეიცავს თევზი, თაფლი, ბადრიჯანი, გოგრა, ატამი, ლიმონი, ყურძენი, გარგარი, ალუბალი, ხურტკმელი, შტოში.

ძალიან ცოტაა (0,1-0,3 მგ) რკინა კეფირში, არაჟანში, ხაჭოში, ფორთოხალსა და მანდარინში. ამ პროდუქტებით ჰემოგლობინის დონის მომატება შეუძლებელია.

უნდა გვახსოვდეს, რომ დაბალი ჰემოგლობინის დროს რკინის შემცველი პროდუქტებით რაციონის გამდიდრება არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ კალციუმით მდიდარი პროდუქტები მკვეთრად აქვეითებს სისხლში ჰემოგლობინის დონეს. ამიტომ ჰემოგლობინის დონის ასაწევად დროებით უნდა ვთქვათ უარი რძესა და რძის ნაწარმზე. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ რკინისა და კალციუმის შემცველი პროდუქტები სხვადასხვა დროს უნდა მივირთვათ.

ჰემოგლობინის ათვისებას აფერხებს ჩაი და ყავაც, ამიტომ დაბალი ჰემოგლობინის დროს ეს სასმელები არ არის რეკომენდებული. აი, ც ვიტამინი კი დიდი სარგებლობის მომტანია. ჰემოგლობინის დონის ასაწევად სვით ფორთოხლის ან ტომატის წვენი, დაუმატეთ საკვებს ახალგამოწურული ლიმონის წვენი, კომბოსტოს მწნილის მარილწყალი, ტკბილი წიწაკა, ხახვი და მწვანილი.

გახსოვდეთ, რომ ხორბალი და სხვა მარცვლეული ნაწლავებში ბოჭავს რკინას და ხელს უშლის მის ათვისებას, ამიტომ დაბალი ჰემოგლობინის დროს ხორცის ჭამა უპუროდ და უმაკარონოდ ჯობს. გარნირად შეგიძლიათ გამოიყენოთ კარტოფილი, ბარდა, მუხუდო, კომბოსტო, ლობიო და სხვა ბოსტნეული.