სინგაპურში კანის უჯრედებისგან სისხლის უჯრედები შექმნეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სინგაპურში კანის უჯრედებისგან სისხლის უჯრედები შექმნეს

წინა ეტაპზე განხორციელებული ექსპერიმენტების ფარგლებში ერთჯერადი ინექციით შეყვანილი უჯრედების სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე კვირას არ აღემატებოდა.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ სისხლისა და კანის უჯრედები ბევრი ნიშნით განსხვავდება ერთმანეთისგან, ძალზე ძნელია მათზე უფრო განსხვავებული ტიპის სხვა უჯრედების გამოყოფა. იმისათვის, რომ გადაეწყოთ (გადაეპროგრამებინათ) კანის უჯრედები სისხლის უჯრედებად, მკვლევარებმა გამოიყენეს ოთხი განსხვავებული ფაქტორის კომბინაციის ზემოქმედება. აღნიშნული ოთხი ფაქტორი ნორმაში სისხლის უჯრედებში ექსპრესირდება.

მკვლევარები ახლა ამ შემუშავებული მეთოდიკის ადამიანების უჯრედებზე გამოცდას გეგმავენ. თუ ყოველივე წარმატებით ჩაივლის, რეგენერაციული (აღდგენითი) მედიცინა განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზე გადავა. როგორც კვლევის ერთ-ერთი ავტორი ჩენგ ხუეი აცხადებს, ამ გზით შექმნილი უჯრედების გამოყენება წარმატებით მოხდება იმუნური დარღვევების მქონე პაციენტებთან და ასევე იმ პირებთან, რომლებსაც სისხლის გადასხმა ესაჭიროებათ. ეს მეთოდი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს პაციენტებს დიდი სიხლდენებით მიმდინარე ოპერაციების დროს, აგრეთვე ანემიებისა და სიმსივნური პათოლოგიების მკურნალობისას.

კანის უჯრედებიდან სისხლის უჯრედების მიღება უჯრედთა გადაწყობა-გადაპროგრამებასთან დაკავშირებული პირველი შთამბეჭდავი ექსპერიმენტი როდია. არც ისე დიდი ხნის წინ მეცნიერებმა ვირთაგვების კანის უჯრედებიდან კვერცხუჯრედები მიიღეს. კულტივირების პროცესში მათ მოუწიათ შესაბამის არეში ვირთაგვების ემბრიონების საკვერცხეებიდან გამოყოფილი უჯრედების დამატება. მიღებული კვერცხუჯრედები სრულფასოვნად მოფუნქციე აღმოჩნდა, მათმა განაყოფიერებამ სავსებით ჯანმრთელ შთამომავლობას მისცა დასაბამი.

თინათინ გოცაძე