ლეიკემიის ძირითადი სიმპტომები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლეიკემიის ძირითადი სიმპტომები

და გავრცელების მასშტაბებზე. მაგალითად, ქრონიკული ლეიკოზი ადრეულ სტადიებზე სიმსივნურ უჯრედთა არცთუ დიდი რაოდენობით ხასიათდება, ამიტომაც ის შესაძლოა ხანგრძლივი დროის განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. მწვავე ლეიკოზის დროს კი, როგორც წესი, დაავადების სიმპტომები ადრეულ ეტაპზევე ვლინდება.

ძირითადი სიმპტომები, რომლებიც ახლავს ლეიკოზის როგორც მწვავე, ასევე ქრონიკულ ფორმებს:

  • ლიმფური კვანძების გადიდება (უპირატესად კისრის და იღლიის არეში, ამასთან, ლიმფური კვანძები ლეიკემიის დროს, ჩვეულებრივ, უმტკივნეულოა);
  • ზოგადი სისუსტე;
  • ადვილად დაღლა;
  • ინფექციური დაავადებების განვითარებისადმი მიდრეკილება (ჰერპესვირუსული ინფექცია, ბრონქიტი, პნევმონია და სხვა);
  • ტემპერატურის მომატება;
  • მომატებული ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამის პერიოდში;
  • სახსრების ტკივილი;
  • ღვიძლისა და ელენთის გადიდება, შესაბამისად, სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ან მარცხენა ფერდქვეშა არეში;
  • სისხლის შედედების დარღვევა (ამასთან დაკავშირებით სილურჯეების განვითარება, სისხლდენა ცხვირიდან, ღრძილებიდან, კანზე წითელი წერტილების ე.წ. ექკიმოზების გაჩენა).

სხეულის გარკვეულ უბნებში სიმსივნური უჯრედების დაგროვების კვალად ვლინდება შემდეგი სიმპტომებიც:

  • ცნობიერების აღრევა;
  • ქოშინი;
  • თავის ტკივილი;
  • გულისრევა, ღებინება;
  • მოძრაობათა კოორდინაციის დარღვევა;
  • მხედველობის დაბინდვა;
  • სხეულის ამა თუ იმ უბნის კრუნჩხვა;
  • მტკივნეული შეშუპებები ზემო კიდურებისა და საზარდულის არეში;
  • ტკივილი სათესლე პარკის არეში.

ლეიკემიის ცალკეული ფორმების მოკლე დახასიათება

მწვავე ლიმფობლასტური ლეიკოზი

ლეიკემიის ეს ფორმა უფრო ხშირად 3-7 წლის ასაკის ბავშვებში ვითარდება. მის კლინიკაში წამყვანია ინტოქსიკაციური, ჰიპერპლასტიური და ანემიური სინდრომები. ინტოქსიკაცია ვლინდება სისუსტით, ცხელებით, სხეულის მასის კლებით. ჰიპერპლასტიური სინდრომი გამოიხატება პერიფერიული ლიმფური კვანძების გადიდებით, ღვიძლისა და ელენთის ინფილტრაციით, ტკივილით მუცლის არეში. ძვლისსაზრდელას ლეიკემიური ინფილტრაცია ძვლის ტვინის სიმსივნურ გადიდებასთან კომპლექსში ხშირად ძვლებში მტვრევისა და სახსრების ტკივილის პროვოცირებას ახდენს. ანემიური სინდრომი კი თავის მხრივ ვლინდება ისეთი სიმპტომებით, როგორებიცაა: სისუსტე, სიფერმკრთალე, ტაქიკარდია. გარდა ამისა, ხშირია სისხლდენა ღრძილებიდან. სისუსტე ორგანიზმის ინტოქსიკაციისა და ანემიის შედეგია. შემთხვევათა 30%-ში აღინიშნება სათესლეების გადიდება. დამახასიათებელია სისხლჩაქცევები თვალის ბადურაში, აგრეთვე მხედველობის ნერვის შეშუპება. ოფთალმოსკოპიით თვალის ფსკერზე ლეიკემიური ბალთები ვლინდება. შუასაყარში ლიმფური კვანძების გადიდება იწვევს სუნთქვის დარღვევებს, შეიძლება სუნთქვის უკმარისობასაც მისცეს დასაბამი. იმუნური სტატუსის დაქვეითების გამო კანი ინფექციის კარიბჭედ იქცევა ხოლმე. ინფილტრაციების ფონზე ხშირად გართულების სახით ზიანდება თირკმელები, რაც კლინიკურად გამოხატული არ არის.

მწვავე მიელობლასტური ლეიკოზი

ეს დაავადება ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა ყველაზე ხშირად 55 წელს გადაცილებულებში დიაგნოსტირდება. მწვავე მიელოლეიკოზისათვის დამახასიათებელი სიმპტომები თანდათანობით ვლინდება. ადრეული სიმპტომია სისუსტე. ის დიდი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება და ყველა დანარჩენ სიმპტომს უსწრებს. სხვა გამოვლინებები კი, ადვილად დაღლა, თავბრუხვევა, მადის დაქვეითება, ცხელება, თანმხლები კატარული გამოვლინებების გარეშე ანუ მაპროვოცირებელი ვირუსული თუ ინფექციური ფაქტორების გარეშე, ზემოთ აღწერილი ანემიური და ტოქსიკური სინდრომების ფარგლებში გამოიხატება. ლეიკოზის ამ ფორმის დროს, ჩვეულებრივ, ლიმფური კვანძები არ იცვლება, უმტკივნეულო და ნორმალური ზომისაა. თუმცა უხშირესად ფორმირდება კონგლომერატები (ანუ ლიმფური კვანძები ერწყმის ერთმანეთს და ასე ვთქვათ, გორგლებს წარმოქმნის) ლავიწზედა და კისრის არეში. ცვლილებას განიცდის ძვალ-სახსროვანი სისტემაც. ვლინდება მუდმივი ტკივილი ქვემო კიდურების სახსრებში, აგრეთვე ხერხემლის სვეტის გასწვრივ, შედეგად იცვლება სიარულის მანერა და ზოგადად მოძრაობა. რენტგენოლოგიურად დასტურდება დესტრუქციული ხასიათის ცვლილებები ჩონჩხის სხვადასხვა უბანში, ცალკეული ლოკალიზაციის ოსტეოპოროზი. ზოგიერთ პაციენტს უდიდდება ღვიძლი და ელენთა, გამოხატული აქვს სისხლდენა (საშვილოსნოდან, ცხვირიდან, ღრძილებიდან).

ქრონიკული მიელოციტური ლეიკოზი

ეს დაავადება უპირატესად 30-50 წლის პაციენტებთან დიაგნოსტირდება. ამასთან, მამაკაცებთან უფრო ხშირად, ვიდრე ქალებთან, ბავშვებთან - ძალიან იშვიათად. დაავადების ადრეულ ეტაპზე პაციენტები უჩივიან შრომისუნარიანობის დაქვეითებას და სწრაფად დაღლას. ზოგიერთ შემთხვევაში დაავადების პროგრესირება დიაგნოზის დასმიდან 2-10 წელიწადში და უფრო მეტ დროშიც ხდება. ამ პერიოდში სისხლში ლეიკოციტების რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება, თანაც უპირატესად პრომიელოციტებისა და მიელოციტების ხარჯზე. პაციენტებს აღენიშნებათ ქოშინი, როგორც ფიზიკური დატვირთვისას, ასევე მოსვენების მდგომარეობაში, უდიდდებათ ღვიძლი და ელენთა. სისხლის შესქელება ზოგჯერ ელენთის ინფარქტის პროვოცირებას ახდენს, რაც გამოიხატება ტკივილის გაძლიერებით მარცხენა ფერდქვეშა არეში, გულისრევით, ღებინებით, ტემპერატურის მომატებით. სისხლის შესქელების ფონზე ვითარდება სისხლის მიმოქცევის სხვადასხვა სახის დარღვევა, რაც თავის მხრივ ვლინდება თავბრუხვევითა და თავის ტკივილით, ორიენტაციისა და მოძრაობათა კოორდინაციის დარღვევით. დაავადების პროგრესირებას თან ახლავს ტიპური გამოვლინებები: ძვლებისა და სახსრების ტკივილი, მიდრეკილება ინფექციური დაავადებებისადმი, სხეულის მასის კლება.

ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკოზი

დაავადება შესაძლოა დიდი ხნის მანძილზე არ გამოვლინდეს, მისი პროგრესირება ხშირად წლების განმავლობაში გრძელდება. ლეიკოზის ამ ფორმის პროგრესირებისდაკვალად გამოიხატება მისთვის დამახასიათებელი შემდეგი სიმპტომები: ლიმფური კვანძების გადიდება, უმიზეზოდ ან კიდევ ინფექციური დაავადებების (მაგალითად, ბრონქიტის, ანგინის და სხვათა) ფონზე, ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში ღვიძლისა და ელენთის გადიდების გამო, იმუნიტეტის დაქვეითების გამო ხშირი ინფექციური პათოლოგიები, ცისტიტის, პიელონეფრიტის, პნევმონიის, ბრონქიტის და სხვათა სახით, აუტოიმუნური დაავადებების განვითარება ორგანიზმში. აუტოიმუნური მექანიზმების გააქტიურების გამო ხშირია თრომბოციტებისა და ერითროციტების დაშლა, რაც თავის მხრივ ვლინდება ცხვირიდან, ღრძილებიდან სისხლდენითა და სიყვითლის განვითარებით. ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკოზის დროს ლიმფური კვანძები თანდათანობით დიდდება, თავდაპირველად ცვლილებას განიცდის კისრისა და იღლიის ლიმფური კვანძები, მოგვიანებით კი პათოლოგიურ პროცესში ერთვება შუასაყრის, მუცლისა და საზარდულის ლიმფური კვანძებიც. თრომბოციტოპენია და ანემია დაავადების ადრეულ სტადიაზე არ გამოიხატება.