რაზე მეტყველებს სისხლში ერითროციტების მაჩვენებელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რაზე მეტყველებს სისხლში ერითროციტების მაჩვენებელი

სრულფასოვან უჯრედად ჩამოყალიბებამდე ერითროციტი განვითარების რამდენიმე სტადიას გადის. დასაწყისში ძვლის წითელ ტვინში წარმოიქმნება მეგალობლასტი, რომელიც გარდაიქმნება ერითრობლასტად და ნორმოციტად, მოგვიანებით კი რეტიკულოციტად - ერიტროციტის წინამორბედ ფორმად.

სისხლში ერითროციტების შემცველობის დონე ქალებსა და მამაკაცებში განსხვავებულია. მისი მაჩვენებელი ასაკზეცაა დამოკიდებული. ორსული ქალის ორგანიზმს გარკვეული თავისებურებები ახასიათებს. ამ პერიოდში მასში აქტიურად გროვდება სითხე და სისხლის შემადგენლობაც მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის. ამიტომ მომავალ დედებს ერითროციტების დონის მცირედი დაქვეითება აღენიშნებათ.

ადამიანის სისხლში ერითროციტების რაოდენობის ცვლილება შეიძლება აღნიშნავდეს დაავადებასაც და ორგანიზმის გარკვეულ მდგომარეობასაც.

სისხლის წითელი სხეულაკების მაღალ დონეს ერითროციტოზი ეწოდება. ამის მიზეზი, ხშირად, შეიძლება იყოს ორგანიზმის გაუწყლოება დიარეის, ღებინების, მაღალი ტემპერატურის დროს. სისხლის ანალიზის გაკეთება არ ღირს მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. ერითროციტების დონის მომატება შეიძლება აღინიშნებოდეს ავიტამონოზის დროს, მაღალმთიანი ადგილების მცხოვრებლებსა და იმ პირებთან, რომელთა პროფესიაც ხშირ ავიაგადაფრენას უკავშირდება.

ერითროციტების დონის მომატების პათოლოგიურ მიზეზებს მიეკუთვნება გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის უკმარისობა, თირკმელების პოლიკისტოზი და ერითრემია.

ერითროციტების დონის დაქვეითება შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერჰიდრატაციამ, მეტასტაზირებულმა სიმსივნემ, ქრონიკულმა ანთებამ, ნებისმიერი სახის ანემიამ, იმუნური სისტემის უკმარისობამ, როდესაც ადამიანის ორგანიზმი გამოიმუშავებს ერითროციტების მიმართ ანტისხეულებს და ანადგურებს მათ.

ძვლის წითელი ტვინის მუშაობის დარღვევამ შეიძლება სისხლში რეტიკულოციტების დონის დაქვეითება გამოიწვიოს. ასეთი მდგომარეობა მოსალოდნელია აპლასტიური და ჰიპოპლასტიური ანემიისას.

ერითროციტების ფორმის პათოლოგია

ზოგიერთი სახის ანემია (მაგალითად, ჰემოლიზური) შეიძლება გამოიწვიოს მცირე ზომის ერითროციტების სიჭარბემ. ამის მიზეზი შეიძლება უჯრედში წყლის დაგროვება იყოს, რის შედეგადაც მისი ფორმა სიმრგვალისკენ იცვლება.

სფეროციტოზი, ანუ სფეროს ფორმის უჯრედების უპირატესობა, ერითროციტებს უფრო სათუთს ხდის და აქვეითებს წვრილ სისხლძარღვებში მათი შეღწევის უნარს. ეს მემკვიდრული გენეტიკური დაავადებაა. ელიპტოციტოზი არის დაავადება, რომლის მიზეზი ელენთაში მოხვედრისას ერითროციტების დაშლაა.

ანორექსიით ან ღვიძლის მძიმე დაზიანებით დაავადებულ პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ აკანტოციტოზი. ორგანიზმის ტოქსინებითა და შხამებით მძიმე მოწამვლისას კი ვლინდება ექინოციტოზი, ანუ წარმოიქმნება დიდი რაოდენობით დაკბილული ფორმის სისხლის წითელი უჯრედები.

ერითროციტების დალექვის სიჩქარე - სისხლის საერთო ანალიზის ერთ-ერთი შემადგენელი მაჩვენებელია. მეთოდის არსი იმ დროის განსაზღვრაა, რომელიც ერითროციტებს გრავიტაციის ზემოქმედებით ჭურჭლის ფსკერზე დასალექად სჭირდება. თუ სისხლში არის ცილები, რომელიც ორგანიზმში ანთებითი პროცესის არსებობაზე მეტყველებს, ერითროციტების დალექვის რეაქცია უფრო სწრაფია.

10 წლამდე ასაკის ბავშვებთან ედს-ის ნორმული მაჩვენებელია 10 მმ/სთ, ქალებისთვის - 2-15 მმ/სთ, ხოლო მამაკაცებისთვის - 1-10 მმ/სთ. ორსული ქალის ორგანიზმში ცილის ფრაქციის ცვლილებასთან დაკავშირებით ედსი შეიძლება გაიზარდოს 45 მმ/სთ-მდე, რაც არ არის ანთებითი პროცესის გამოხატულება. დანარჩენ შემთხვევაში მაჩვენებლის მომატება შეიძლება მოხდეს ანთებითი პროცესის, ინფექციური დაავადების, ანემიის, ონკოლოგიური დაავადების, მიოკარდიუმის ინფარქტისა და აუტოიმუნური დაავადების დროს.

ერითროციტული ინდექსების შეუსაბამობა

ერითროციტების მახასიათებლების სისტემატიზებისათვის მეცნიერებმა შემოიღეს ე.წ. ერითროციტული ინდექსი.

ერითროციტების საშუალო მოცულობა (MCV) - ზრდასრულ ადამიანებთან ეს მაჩვენებელი 80-დან 95-მდე საზღვრებშია. ახალშობილებთან დასაშვებია 140-მდე მაჩვენებელი, ხოლო 1-დან 12 წლამდე - 73-90. ზედა საზღვრის დარღვევა შეიძლება იყოს ჰემოლიზური ანემიის, ღვიძლის დაავადებისა და B12 ვიტამინის დეფიციტის შედეგი. ხოლო MCV დონის შემცირება მეტყველებს გაუწყლოებაზე, თალასემიაზე ან თუთიით მოწამვლაზე.

ერითროციტებში ჰემოგლობინის შემცველობა (MCH) - ახალშობილებთან ეს მაჩვენებელი 30-37-ია. მისი დონის მომატება აღინიშნება სხვადასხვა ანემიის, ჰიპოთირეოზის, ღვიძლისა და ონკოლოგიური დაავადებებისას. ერიტროციტებში ჰემოგლობინის დონის შემცირება შეიძლება იყოს ჰემოგლობინოპათიის, თუთიით ინტოქსიკაციის ან B6 ვიტამინის ნაკლებობის შედეგი.

ჰემოგლობინის საშუალო კონცენტრაცია ერითროციტულ მასაში (MCHC) გვიჩვენებს თითოეული უჯრედის ჰემოგლობინით გაჯერებას. ზრდასრულ ადამიანთან ეს მაჩვენებელი 300-380გ/ლ-ია, 1 თვემდე ასაკის ბავშვებთან - 280-360გ/ლ, 12 წლამდე ასაკის ბავშვებთან - 290-380გ/ლ. MCHC-ის მომატება წყალმარილოვანი ცვლის დარღვევის თანამდევი ზოგიერთი ფორმის თალასემიისა და ერითროციტების ფორმის პათოლოგიის შედეგი შეიძლება იყოს. დაქვეითება კი რკინადეფიციტური ანემიის დროს აღინიშნებოდეს.

RDW ანუ ერიტროციტების განაწილების სიგანე განისაზღვრება პროცენტებით და გვიჩვენებს რამდენად არაერთგვაროვანია უჯრედების მოცულობა. ზრდასრულებისთვის ნორმა 11,6-14,8%-ია, 6 თვემდე ბავშვებთან - 14,9-18,7%. ღვიძლის დაავადებისა და ანემიისას RDW შეიძლება ნორმაზე მეტი იყოს, დაქვეითება კი ანალიზატორის მცდარ მუშაობაზე მეტყველებდეს.