ცხიმოვანი ღვიძლი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცხიმოვანი ღვიძლი

ბუნებრივია, რომ ჩვენს მკითხველებსაც ხშირად უჩნდებათ ცხიმოვან ღვიძლთან დაკავშირებული შეკითხვები.

რა არის ცხიმოვანი ღვიძლი?

ცხიმოვანი ღვიძლის დროს ღვიძლის უჯრედებში ანომალიურად დიდი რაოდენობის ცხიმი გროვდება. ცნობილია, რომ დიდი ოდენობით ალკოჰოლი ალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის ხშირი მიზეზია. არსებობს არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლიც, რომლის დროსაც ღვიძლში არსებული ცვლილებების მიზეზი არც ალკოჰოლია და არც სხვა გამომწვევი. არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლი ამ ორგანოში მეტაბოლიზმის, ანუ ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, გამოვლინებაა. ცნობილია, რომ ღვიძლი ცხიმის ცვლის უმნიშვნელოვანესი ორგანოა. ის აწვდის ცხიმს ორგანიზმის სხვა ნაწილებს და ამავდროულად, სისხლის მიმოქცევას აცილებს ჭარბ ცხიმს. არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის დროს აღნიშნული წონასწორობა დარღვეულია - უჯრედებში წარმოიქმნება ჭარბი რაოდენობით ცხიმი და/ან სისხლში არსებული ცხიმები დიდი ოდენობით აკუმულირდება ღვიძლის უჯრედებში, რაც არ იშლება სათანადო ინტენსივობით და ღვიძლში ცხიმი ჭარბად გროვდება.

განასხვავებენ არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის ორ ფორმას - ცხიმოვან ღვიძლს და არაალკოჰოლურ სტეატოჰეპატიტს. ორივეს ახასიათებს ღვიძლის უჯრედებში ცხიმის ჭარბი დაგროვება, თუმცა სტეატოჰეპატიტისას ვითარდება ანთებაც, რომლის შედეგად ღვიძლის უჯრედები ზიანდება, იღუპება და შემაერთებელი ქსოვილით ჩანაცვლდება.

რატომ არის მნიშვნელოვანი არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლი

დაავადება მრავალი თვალსაზრისითაა აქტუალური. უპირველესი კი მისი სიხშირეა, რომელიც დღითი დღე იზრდება. მეორე - არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლი სერიოზული დაავადებაა, რომელიც ზოგჯერ ციროზისა და მასთან დაკავშირებული გართულებების (ღვიძლის უკმარისობა, გასტროინტესტინური სისხლდენა, ღვიძლის კიბო) მიზეზია. მესამე - არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლი დაკავშირებულია სხვა სერიოზულ დაავადებებთან, რომელთაგანაც უმნიშვნელოვანესია გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ინსულტი. მართალია, ცხიმოვანი ღვიძლი არ არის ამ და სხვა დაავადებების მიზეზი, მაგრამ მისი არსებობა შეიძლება სხვა, მასთან დაკავშირებული დაავადებების ძიების საბაბი და აღმოჩენის საფუძველი გახდეს.

mkurnali.geრა იწვევს არაალკოჰოლურ ცხიმოვან ღვიძლს

არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის მიზეზი კომპლექსურია და რასაკვირველია, ბოლომდე არ არის ახსნილი. უმნიშვნელოვანესი ფაქტორები, რასაკვირველია, სიმსუქნე და შაქრიანი დიაბეტია. ისტორიას ჩაბარდა დრო, როცა სიმსუქნე ორგანიზმში ცხიმის უბრალო დაგროვებად ითვლებოდა. სადღეისოდ ნათელია, რომ ცხიმოვან ქსოვილს თავად აქვს მეტაბოლური ფუნქცია და ორგანიზმის სხვა ქსოვილებზე ზემოქმედების უნარი, ვინაიდან ის უამრავ ჰორმონსა და ცილას წარმოქმნის. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამ ეფექტთაგან ინსულინრეზისტენტობის ხელშეწყობაა. გადრა ამისა, ცხიმოვანი უჯრედები წარმოქმნიან ცხიმოვან მჟავებს, ზრდის მათ შემცველობას სისხლში. გარკვეულ ცხიმოვან მჟავებს კი უჯრედების მიმართ ტოქსიკური ეფექტი აქვთ.

ყველა ამ ეფექტის შედეგად ღვიძლის უჯრედები, სხეულის სხვა უჯრედთა მსგავსად, ხდება ინსულინრეზისტენტული, ზიანდება მათში მიმდინარე მეტაბოლური პროცესები.

ცხიმოვანი ღვიძლის სხვა მიზეზები

არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის გარდა, ცხიმოვანი ღვიძლი შეიძლება აღმოცენდეს მთელი რიგი დაავადებების დროს. მათ შორის უხშირესია ალკოჰოლის მოხმარება და ც ჰეპატიტი. გარდა ამისა, ცხიმოვანი ღვიძლის მიზეზი შეიძლება გახდეს:

  • ვილსონის დაავადება;
  • ლიპოდისტროფია - ე. წ. “დაგროვების დაავადება”;
  • შიმშილი;
  • ინტრავენური კვება;
  • აბეტალიპოპტორეინემია (ირღვევა ცხიმის ტრანსპორტირება);
  • მედიკამენტები - კორტიკოსტეროიდები, ტამოქსიფენი, მეტოტრექსატი.

ცხიმოვანი ღვიძლის სიმპტომები

არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლი იშვიათად იწვევს რაიმე სიმპტომს დაავადების შორსწასული სტადიის განვითარებამდე. როგორც წესი, ის შემთხვევით გამოვლინდება, როცა:

  • ტარდება ღვიძლის ფუნქციების ლაბორატორიული კვლევა;
  • გარკვეული ჩვენებით ტარდება მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპიური (ულტრასონოგრაფიული) კვლევა;
  • იშვიათად, პაციენტის გასინჯვისას, გამოვლინდება ღვიძლის გადიდება.

დაავადების ძალზე შორსწასული შემთხვევის დროს შეიძლება გამოვლინდეს ციროზის სიმპტომები:

  • სისხლდენებისაკენ მიდრეკილება ღვიძლში პროთრომბინის სინთეზის დარღვევის გა-
  • მო;
  • სიყვითლე, ღვიძლში ბილირუბინის ცლის დარღვევის გამო;
  • კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა კარის ვენის სისტემაში წნევის მომატების გამო;
  • მუცლის ღრუში სითხის დაგროვება;
  • ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია - ნევროლოგიური დარღვევები სისხლში იმ ტოქსიკური ნივთიერებების დაგროვების გამო, რომლებიც ღვიძლს უნდა გაეუვნებელეყო. შეიძლება აღმოცენდეს კომა;
  • ღვიძლის კიბო.

არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლი, სიმსუქნე და შაქრიანი დიაბეტი

როგორც აღვნიშნეთ, სიმსუქნესა და დიაბეტს მნიშვნელოვანი როლი აქვს არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის აღმოცენებაში. მაშინ, როცა ზოგადი მოსახლეობის ერთ მესამედს (სიმსუქნითა და დიაბეტით დაავადებულების ჩათვლით) შეიძლება ჰქონდეს არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლი, ეს დაავადება დიაბეტით დაავადებულთა ორ მესამედს უვითარდება. არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლი აქვს სიმსუქნით დაავადებულთა უმრავლესობას, მათ შორის დაავადების რისკი მესამედზე მეტია, ხოლო გამხდრებთან რისკი 5%-ზე ნაკლებია. ცხიმოვანი ღვიძლის სიხშირე იზრდება სიმსუქნის სიხშირისა და სიმძიმის ხარისხის ზრდასთან ერთად, მაჩვენებელი მატულობს არა მარტო სიმსუქნის, არამედ ჭარბი წონის დროსაც.

არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლი და მეტაბოლური სინდრომი

მეტაბოლური სინდრომი არის სიმპტომოკომპლექსი, რომელიც აერთიანებს მსგავსი გენეზის მეტაბოლურ დარღვევებს - სიმსუქნეს, ტრიგლიცერიდების მატებას, მაღალი (“კარგი”) ქოლესტეროლის დაქვეითებას, არტერიულ წნევას და დიაბეტს. არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლიც სწორედ მეტაბოლური სინდრომის ერთ-ერთ გამოვლინებად განიხილება.

არაალკოჰოლურ ცხიმოვან ღვიძლთან დაკავშირებული დაავადებები

გარდა მეტაბოლურ სინდრომში გაერთიანებული მდგომარეობებისა, არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლი შეიძლება ასოცირდეს შემდეგ დაავადებებთან:

  • ცხიმოვანი პანკრეასი;
  • ჰიპოთიროიდიზმი - ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება;
  • მსხვილი ნაწლავის პოლიპები;
  • სისხლში შარდმჟავას მომატება;
  • დ ვიტამინის დეფიციტი;
  • პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი;
  • ძილის აპნოე.

ეს ასოციაცია მიზეზშედეგობრივი არ არის და ხშირად აუხსნელია, ასეთი თანაარსებობა საერთო მიზეზს უკავშირდება თუ შემთხვევითია.

არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის დიაგნოზი

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლი ხშირად შემთხვევით, სხვა მიზეზების გამო ჩატარებული კვლევებით გამოვლინდება. უხშირესად, დიაგნოზი ულტრაბგერითი გამოკვლევის (ექოსკოპიის) დროს დგინდება. ზოგჯერ დაავადება გართულებების შემთხვევაში იჩენს თავს.

როგორ ვუმკურნალოთ არაალკოჰოლურ ცხიმოვან ღვიძლს

არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის სამკურნალო ღონისძიებებია:

  • ცხოვრების წესის შეცვლა - ვარჯიში, წონის კლება, დიეტა;
  • მედიკამენტები;
  • საკვები დანამატები, ანტიოქსიდანტები - ამ თვალსაზრისით ეფექტურია ე ვიტამინის გამოყენება არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტისას;
  • ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები;
  • ქირურგიული ჩარევა სიმსუქნისას, ღვიძლის ტრანსპლანტაცია.