რა შეიძლება შევამჩნიოთ ღვიძლის დაავადების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა შეიძლება შევამჩნიოთ ღვიძლის დაავადების დროს

სიყვითლე ღვიძლის დაავადებათა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია. ის ყველაზე ადრე სკლერებსა და რბილ სასაზე ჩნდება, მერე და მერე კი მთელ სხეულს მოიცავს. ცალკეულ შემთხვევებში სიყვითლე შეიმჩნევა მხოლოდ ცხვირ-ტუჩის არეში, შუბლზე, ხელისგულებზე. ზოგჯერ პაციენტი მოყვითალო-ფერმკრთალია, რადგან ღვიძლის დაავადებების დროს შესაძლოა ანემიაც აღმოცენდეს. კანი ბრინჯაოსფერ-მონაცრისფრო შეფერილობას იღებს რკინის დარღვევით გამოწვეული დაავადების - ჰემოქრომატოზის დროს, რომელიც ღვიძლს აზიანებს. სახის მოწითალო შეფერილობა და ყბაყურა სანერწყვე ჯირკვლების გადიდება ღვიძლის ალკოჰოლური დაავადებებისთვის არის დამახასიათებელი. თუ გულმკერდის ზედა ნაწილს დავათვალიერებთ, შეიძლება შევამჩნიოთYსისხლძარღვოვანი ვარსკვლავები. ეს არის კაპილარების გაგანიერება, რომელიც მოწითალო ფერისაა. ცენტრში მოთავსებულია წერტილოვანი წარმონაქმნი, საიდანაც ვარსკვლავისებურად იტოტება კაპილარული ქსელი. სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები, გარდა გულმკერდისა, შეიძლება შევამჩნიოთ კისერზე, სახეზე, მხრებზე, მტევნებზე. მათი ზომა 1 მილიმეტრიდან 1-2 სანტიმეტრამდე მერყეობს. თუ ასეთ `ვარსკვლავს~ თითს დავაჭერთ, ის გაფერმკრთალდება, მაგრამ ზეწოლის შეწყვეტისთანავე დაიბრუნებს პირვანდელ სახეს. ღვიძლისმიერი ხელისგულები ხელისგულების სიმეტრიული სიწითლეა. ზეწოლისას სიწითლე ქრება, მაგრამ ზეწოლის შეწყვეტის შემდეგ მალევე აღდგება. ზოგჯერ ასეთივე სიწითლე შეინიშნება ტერფებზეც. მტევნების დათვალიერებისას ზოგჯერ ყურადღებას იპყრობს თითების ცვლილება - კომბლისებრი თითები საათის მინისებრი ფრჩხილებით. ეს ნიშნები ბილიარულ ციროზს ახასიათებს. საყურადღებოა დიუპიუიტრენის კონტრაქტურა. ეს არის უპირატესად მარჯვენა მტევნის IV-V თითების მყესთა ფიბროზული ცვლილება, რაც შეუძლებელს ხდის მათ გაშლას. დიუპიუიტრენის კონტრაქტურა ღვიძლის ალკოჰოლური დაავადებებისთვის არის დამახასიათებელი. მამაკაცებში ხშირად შეინიშნება სარძევე ჯირკვლების გადიდება ანუ გინეკომასტია, ტანის თმიანი საფარველის გაიშვიათება და სათესლეების ატროფია. ეს ცვლილებები ღვიძლის დაავადებებით გამოწვეული ესტროგენების სიჭარბის შედეგია. მდედრობითი სქესის პაციენტებში შეიძლება შევამჩნიოთ თმის ცვენა იღლიის არეებსა და ბოქვენის მიდამოში. ენა შესაძლოა ჟოლოსფერი – კაშკაშა წითელი, ლაქწასმულის მსგავსი იყოს, რაც ვიტამინების ცვლის დარღვევის შედეგია. ქსანთომები კანქვეშა წარმონაქმნებია, რომლებიც ქოლესტერინის ცვლის მოშლის შედეგად ვითარდება. ლოკალიზებულია მტევნებზე, იდაყვებზე, მუხლებზე, ტერფებზე, დუნდულებზე, იღლიის არეში. ქუთუთოებზე ლოკალიზებულ ასეთ წარმონაქმნებს ქსანთელაზმებს უწოდებენ. კანზე ნაკაწრები ანუ ექსკორიაციები შეინიშნება ღვიძლის დაავადებებით გამოწვეული ნაღვლის შეგუბების გამო აღმოცენებული ქავილის დროს. ღვიძლის დაავადებებთან დაკავშირებული სისხლის შედედების სისტემაში არსებული ცვლილებების შედეგია კანქვეშა სისხლჩაქცევები. ხშირად მათ წერტილოვანი ხასიათი აქვთ. ასციტის ანუ მუცლის ღრუში თავისუფალი სითხის დაგროვების შედეგად თვალში საცემია მუცლის გადიდება შედარებით განლეული, გამხდარი ზედა კიდურების ფონზე. მუცელი დიდია, წინ წამოწეული, დაკიდებული. ხშირია ჭიპის თიაქარი,  რომელიც ზოგჯერ ძეხვისებრი წარმონაქმნის სახეს იღებს. შესაძლოა შეინიშნებოდეს ქვედა კიდურების შეშუპებაც. მუცლის წინა კედლის დათვალიერებისას ვლინდება ვენების ვარიკოზული გაგანიერება. გაგანიერებული ვენები ზოგჯერ სხივისებურად იშლება ჭიპის არიდან, ზოგჯერ კი უპირატესად მუცლის გვერდით კედელზეა გამოკვეთილი. ჭიპის ირგვლივ არსებული ვენები ხშირად დაკლაკნილია. ამას ხატოვნად `მედუზას თავს~ უწოდებენ.

თუ ჩამოთვლილი სიმპტომები შეამჩნიეთ...

ნუ შეშინდებით. ზოგიერთი მათგანი სავსებით ჯანმრთელ ადამიანსაც შეიძლება გამოაჩნდეს. მაგალითად:

  • სიყვითლეს ზოგჯერ კაროტინის შემცველი ბოსტნეულის (მაგალითად, სტაფილოს), ციტრუსების, აკრიქინის, პიკრინის მჟავას მიღება იწვევს.
  • სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები იშვიათად სავსებით ჯანმრთელ ადამიანებსაც უჩნდებათ, განსაკუთრებით - ბავშვებს. ისინი ჩნდება ორსულობის მე-2-5 თვეს, ხოლო მშობიარობიდან 2 თვის შემდეგ ქრება.
  • ხელისგულების სიწითლეს ბევრი ჯანმრთელი ადამიანიც უჩივის. ზოგჯერ ამას ოჯახური ხასიათი აქვს. ასეთსავე ცვლილებებს იწვევს რევმატოიდული ართრიტი, ორსულობა, ქრონიკული ცხელებით მიმდინარე დაავადებები, თირეოტოქსიკოზი.
  • ქსანთომებისა და ქსანთელაზმების გაჩენის მიზეზი შესაძლოა იყოს არა ღვიძლის დაავადება, არამედ ქოლესტერინის ცვლის დარღვევა.

რა თქმა უნდა, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ამა თუ იმ სიმპტომის მნიშვნელობას, ღვიძლის დაავადებასთან მათ კავშირის არსებობა-არარსებობას ექიმი ადგენს პაციენტის გასინჯვისა და სათანადო გამოკვლევების საფუძველზე.