რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ღვიძლის დაავადებათა მიზეზები და სიმპტომები
ღვიძლის დაავადებათა მიზეზები და სიმპტომები

- რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ღვიძლის ციროზს?
- ღვიძლის ციროზისთვის დამახასიათებელია შემდეგი გართულებები: სისხლდენა საყლაპავის ვარიკოზული ვენებიდან; ასციტი; ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია; ჰეპატოცელულარული კარცინომა (კიბო); ღვიძლის უკმარისობა - კომა.

- რა არის ასციტი?
- ასციტი, იგივე წყალმანკი, არის თავისუფალი სითხის დაგროვება მუცლის ღრუში. ათიდან ცხრა შემთხვევაში მისი მიზეზი ღვიძლის დაავადებაა. დანარჩენ შემთხვევებში ასციტი გამოწვეულია გულის ან თირკმელების უკმარისობით, ბად-კიარის სინდრომით, კარის ვენის ბლოკადით, ტუბერკულოზური პერიტონიტით, პანკრეატიტით... ასციტი ერთბაშადაც შეიძლება განვითარდეს და თანდათანობითაც. ასციტის სწრაფი განვითარება ახასიათებს ციროზს დეკომპენსაციის ფაზაში.

- როგორ შეიძლება ამ მდგომარეობის მართვა?
- ძირითადი მკურნალობა მიმართული უნდა იყოს იმ დაავადებისკენ, რომელმაც ეს გართულება გამოიწვია. ზოგადი ღონისძიებები ხორციელდება ექიმის მეთვალყურეობით და მოიცავს:

  • წოლით რეჟიმს;
  • სუფრის მარილის შეზღუდვას (2 გრამამდე დღე-ღამეში);
  • სითხის შეზღუდვას (750-1000 მლ-მდე);
  • ცილითა და ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღებას;
  • დიურეტიკების - შარდმდენი პრეპარატების - მიღებას, სასურველია, მინიმალური დოზით.

თუ ასეთმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, მიმართავენ ლაპაროცენტეზს - მუცლის ღრუდან სითხის გამოღებას. ლაპაროცენტეზი ძველი, მაგრამ ეფექტური და უსაფრთხო მეთოდია. გამოკვლევები მოწმობს, რომ ის დადებითად მოქმედებს პაციენტის ჰემოდინამიკაზე. თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ასციტური სითხის ხშირი და დიდი რაოდენობით გამოღება იწვევს მასში ცილის დაქვეითებას, ამან კი შესაძლოა სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტის განვითარებას შეუწყოს ხელი, ამიტომ არ შეიძლება, ლაპაროცენტეზი დაენიშნოს ყველა ასციტიან პაციენტს მუდმივ რეჟიმში. ის ნაჩვენებია მხოლოდ რეფრაქტერიული ასციტის დროს. რეფრაქტერიული ასციტისთვის დამახასიათებელია მდგრადობა უმარილო საკვებისა და დიურეტიკების მაღალი დოზების მიმართ.

- როგორ მკურნალობენ ციროზს?
- ეს დაავადება, საბედნიეროდ, ნელა პროგრესირებს, ასე რომ, დროული მკურნალობა პროცესს აჩერებს. უპირველეს ყოვლისა საჭიროა ალკოჰოლზე უარის თქმა. სპეციალური დიეტა შემუშავებული არ არის, მაგრამ საჭიროა ჯანსაღი კვება, რაციონიდან ნოყიერი, შემწვარ-მოხრაკული საკვების ამოიღება. სასურველია ახალი ხილი, ბოსტნეული, ვიტამინებით მდიდარი საკვები. საჭიროა, შეიზღუდოს მარილის მიღება. დაზიანებული ღვიძლი ვეღარ აუვნებლებს და ორგანიზმიდან ვეღარ გამოყოფს წამალს, ამიტომ საჭიროა, ექიმთან შეთანხმებით შეიზღუდოს ან საერთოდ უარი ითქვას მედიკამენტების მიღებაზე (აუცილებელი წამლების გარდა). თანამედროვე მიდგომით, ციროზის არააქტიური ფორმის დროს მედიკამენტური მკურნალობა საჭირო არ არის. ასეთ პაციენტებს სჭირდებათ რეგულარული დაკვირვება. ისინი უნდა განაგრძნობდნენ აქტიურ ცხოვრებას. სხვა საქმეა კლინიკურად მანიფესტირებული ციროზი. ასეთ პაციენტებს მედიკამენტური და ხშირად სტაციონარული მკურნალობა სჭირდებათ. თუ ავადმყოფს გამოაჩნდა რომელიმე ზემოთ ნახსენები გართულება, ესე იგი საქმე გვაქვს დეკომპენსირებულ ციროზთან და მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყებაა საჭირო. დღესდღეობით ციროზის მკურნალობა, ფაქტობრივად, ციროზის გართულებათა მკურნალობაა. დეკომპენსირებული ციროზის მკურნალობის რადიკალური გზაა ქირურგიული ჩარევა - ღვიძლის გადანერგვა.

- როგორია პროგნოზი ღვიძლის ციროზის დროს?
- კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ღვიძლის ციროზი პროგრესირებადი დაავადებაა და სახიფათო გართულებებს იწვევს. შესაძლებელია მისი მხოლოდ შეჩერება, ისიც - მხოლოდ ადრეულ სტადიებში. ჩვენი მიზანია, მკურნალობით შევასუსტოთ სიმპტომები და შეძლებისდაგვარად შევაჩეროთ გართულებების პროგრესირება.

- საუბრისას ცხიმოვანი ჰეპატოზი ახსენეთ. რა დაავადებაა ეს?
- ცხიმოვანი ჰეპატოზი, იგივე ცხიმოვანი ინფილტრაცია, სტეატოზი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია - არის დაავადება, რომლის დროსაც ღვიძლის უჯრედები გაცხიმოვნებას განიცდის. ჰეპატოზს მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის:

  • ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • სიმსუქნე;
  • დაუბალანსებელი კვება;
  • კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებები;
  • ჰეპატოტოქსიკური ნივთიერებების, ზოგიერთი წამლის მიღება.

ჰეპატოზის დროს პაციენტი უჩივის:

  • თავის ტკივილს;
  • ადვილად დაღლას;
  • ყრუ ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშ;
  • გულისრევის შეგრძნებას;
  • მუცლის შებერილობას;
  • ყაბზობას ან დიარეას.

ჰეპატოზის დიაგნოზის დასმა შეუძლია მხოლოდ ექიმს სპეციალურ გამოკვლევათა შედეგების საფუძველზე.



თარიღი : 03-09-2016
nino
მართალია ეს სიმტომები მარა ჩემი აზრით ექიმთან ცასვლას ურჩევდი ვისაც პატარათიცკი იგრზნობს რამეს მაგალითად ამ სიმტომებს
თარიღი : 03-09-2016
gio
არა ესე
თარიღი : 03-09-2016
shishi daivicyet da mimartet eqims esa scoret moqceva da gamokvleva
კლ
თარიღი : 29-05-2016
eka
გტხოვტ მიპასუხოთ,მუცლის,პეხების,თვალების,მკერდის დასიება კატასტროპულად იცის გვიძლმა?
თარიღი : 17-04-2016
ნათია
გამარჯობა ვარ 21 წლის , თვალის გარშემო მაქვს შეშუპება, რას მირჩევთ
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამედიცინო სფეროს მოღვაწეები თუ უბრალოდ დაინტერესებული პირები 1 მაისიდან ქართველი ექიმების ნათარგმნ მსოფლიოში ცნობილი ფარმაცევტული კომპანიის Merck- ის მსოფლიო ბესტსელერს გაეცნობიან. "ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის" - ასე ჰქვია 7-ტომეულს, რომელსაც პალიტრა L ამზადებს.
ცნობილია, რომ სიმსუქნე ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და დიაბეტის განვითარების რისკს. აღმოჩნდა, რომ ეს მდგომარეობა, ასევე გავლენას ახდენს ბავშვობასა და ყმაწვილობის პერიოდში ძვლის ქსოვილის სტრუქტურაზე. გარდა ამისა, ძვლებისთვის საშიშია ანორექსიაც.
50 წლის ქიმიის მასწავლებელი იგებს, რომ ფილტვის კიბოს მესამე სტადია აქვს. ექიმები მას სიცოცხლის ორწლიან ვადას აძლევენ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ჩვენი ჯანმრთელობა სამზარეულოდან იწყება. ჯანსაღი კვება და ჩვევები აუცილებელია ჯანმრთელობისთვის. როგორ ამოვიცნოთ ღვიძლის ტოქსიური გადაძაბვა.
(ქართველი პროფესიონალები და ახალი ერა მედიცინაში)

ტრანსპლანტოლოგია რომ მედიცინაში ახალი ერაა - ამას ბევრი აღიარებს. ამ ერას რომ მხოლოდ გამორჩეული პროფესიონალები ქმნიან - ამაზეც არავინ კამათობს. მთავარი კი ის არის, რომ ასეთი გამორჩეული სპეციალისტები საქართველოსაც ჰყავს და ეს ახალი ერა ჩვენს მედიცინაშიც დაიწყო. დიახ, ღვიძლის გადანერგვა უკვე საქართველოშიც წარმატებით ხორციელდება. ცხადია, ეს უდიდესი მიღწევა და გამარჯვებაა!

4 წლის თავზე, C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90% - გამოკვლეული, ხოლო დაავადებულთა 95% განკურნებული უნდა იყოს
მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოში, C ჰეპატიტი, ფაქტობრივად აღმოიფხვრება,
ჯანდაცვის სამინისტრო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული და ჩართვის მსურველი პაციენტებისთვის განცხადებას ავრცელებს.
ალკოჰოლის მომხმარებლებმა აუცილებლად უნდა დალიონ ყავა. საუთჰემპტონის უნივერსიტეტის კვლევების მონაცემებით,
ღვიძლის სნეულებათა ხსენებისას უმეტესობას ჩ ჰეპატიტი ან ალკოჰოლური დაავადება წარმოუდგება თვალწინ. ბევრს ჰგონია, რომ ღვიძლი მხოლოდ ვირუსმა ან ალკოჰოლის ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება დააავადოს. სინამდვილეში ამ ორგანოს მრავალი სხვა ფაქტორიც აზიანებს. ერთ-ერთი ამ ფაქტორითაა განპირობებული პირველადი ბილიარული ციროზი.

21 დეკემბერი 2016
სადღესასწაულო თუ სხვა სუფრებს, ტრადიციულად, ალკოჰოლურის გარდა გაზიანი სასმელებიც ამშვენებს. ლიმონათის, კოკა-კოლასა და სხვა გაზიანი სასმელების, ისევე, როგორც მინერალური წყლების გარეშე, სუფრა წარმოუდგენელია.
22 ნოემბერი 2016
ბრიტანელმა სპეციალისტებმა ჩაის მოულოდნელი თვისება გამოავლინეს. გლაზგოს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ დიდი რაოდენობით ჩაის მიღება მამაკაცის ორგანიზმზე ნეგატიურად აისახება
კომპიუტერული თამაშები, რომლებსაც ბავშვები საათობით ვერ წყდებიან, მათ ფსიქიკაზე უდიდეს გავლენას ახდენს, რაც მთავარია, უარყოფითს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, კომპიუტერი ბავშვების ფსიქიკას ანგრევს.
მამაკაცები, რომლებსაც თავი ფლეიბოი ჰგონიათ ან მიაჩნიათ, რომ ქალებზე მაგიური ზეგავლენის უნარი აქვთ, ფსიქიური პრობლემებისადმი მიდრეკილები არიან.
გარკვეული საკვები ნივთიერებების უკმარისობამ შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ჩვეულებრივ, სხვადასხვა მაჩვენებლის დეფიციტის შესამოწმებლად, სისხლს იღებენ. თუმცა, მიჩიგანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მიაჩნიათ, რომ მსგავსი ანალიზისთვის საკმარისია ცრემლის აღება,