რომელი საკვები ვნებს ღვიძლს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი საკვები ვნებს ღვიძლს

, რომლებიც ორგანიზმში ხვდება, ფილტრავს სისხლს, საიდანაც ყველანაირ სიბინძურეს გამოდევნის. თუმცა საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარება არ ღირს; ერიდეთ დანაყილი შუშის ჭამას, ბენზინის "დაყოლებას" და... ალკოჰოლური სასმლის ჭარბ მიღებას, რაც პირველ ორზე ნაკლებად უგუნური საქციელი როდია. დაიმახსოვრეთ: ღვიძლის სერიოზულ დაზიანებას ან დაავადებას ტრაგიკული შედეგი მოსდევს. ღვიძლის ოპერაცია მეტად რთულია, ხოლო ამ ორგანოს გადანერგვა გაცილებით უფრო იშვიათად ხდება, ვიდრე გულისა. ასე რომ, ერთხელ და სამუდამოდ გაიაზრეთ: ღვიძლი ერთი გაქვთ და მთელი სიცოცხლე ასე იქნება! ყურადღებით და გულისხმიერად მოეპყარით მეეზოვე-ორგანოს, რომელსაც საკუთარ თავზე აქვს აღებული ყველაზე შავი სამუშაო და ღვიძლიც ათმაგად დაგიფასებთ ამას!

საკვები, რომელიც ღვიძლისთვის მავნებელია

• კარაქი, ქონი, ცხიმიანი ხორცი, განსაკუთრებით - ცხვრისა და ღორისა, იხვისა და ბატისა. რაც უფრო მეტი ცხიმის მონელება უწევს კუჭს, მით უფრო მეტი დატვირთვა ადგება ღვიძლს. სწორედ ამიტომ არ მოსწონს ერბოზელილი ცომი, ცხიმიანი ღვეზლები, ტორტი, შოკოლადი, კაკაო. "შავ სიაშია" სქელი ხორციანი, ქათმისა და სოკოს ბულიონებიც.

• მკვეთრი გემოს მქონე ბოსტნეული და მწვანილი - ნიორი, ბოლოკი, ბოლოკურა, ღანძილი, ქინძი, ასევე - მჟავე ხილი. მჟავას ღვიძლი შხამად აღიქვამს.

• მაგარი ალკოჰოლური სასმელები: არაყი, კონიაკი, ვისკი, ბრენდი, განსაკუთრებით - შინნახადი არაყი. მათი დამანგრეველი ზემოქმედების ნეიტრალიზაციისთვის ღვიძლი ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავს, მაგრამ საკუთარ სხეულში სიამოვნებით ატარებს ცოტაოდენ დაბალი ალკოჰოლური შემცველობის მუქ ლუდს. სხვა ალკოჰოლური სასმელებიდან ყველაზე ნაკლებმავნებელია ზომიერად მიღებული მშრალი წითელი ღვინო.

• ბოსტნეულის მწნილები, დამარილებული და შებოლილი პროდუქტები დიდი რაოდენობით, ასევე - მდოგვი, ძმარი, ცხარე პომიდვრის წვენი.

• მაგარი ყავა ურძეოდ.

• ცუდად გარეცხილი ხილი და ბოსტნეული. ეს ღვიძლისთვის დიდი დარტყმაა და საუკეთესო გზა მძიმე დაავადებების, მაგალითად, ა და ე ჰეპატიტების, განვითარებისთვის.

ასევე მავნებელია:

• ღორმუცელობა (განსაკუთრებით - ღამით) ღვიძლისთვის კატასტროფაა. ის ძლივძლივობით აუდის იმ სამუშაოს, რასაც თქვენ და თქვენი მადა აძლევთ.

• სხვის სისხლთან შემთხვევითი კონტაქტი - დიდია რომელიმე ვირუსული ჰეპატიტით დაავადების რისკი.

• ნუ მიიღებთ წამლებს პეშვით ექიმის რეკომენდაციის გარეშე. მრავალი სამკურნალწამლო პრეპარატი შლის ღვიძლის ქსოვილს.

• ინექცია დაგინიშნეს? ყურადღება მიაქციეთ, რომ ის მხოლოდ თქვენი თანდასწრებით გახსნილი ერთჯერადი შპრიცით გაგიკეთონ. არ იხმაროთ სხვისი სამანიკიურე იარაღები, უსაფრთხო სამართებელი. არ ატაროთ სხვისი საყურეები. ყურები გაიხვრიტეთ მხოლოდ სპეციალიზებულ დაწესებულებებში. იქვე გაიკეთეთ ტატუირებაც, თუ ეს მოდა ასე ძალიან მოგწონთ.

ავტორი დევი დევიძე

იხილეთ სხვა სტატიები რუბრიკაში ჰეპატოლოგია