C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის ორკვირეული დაიწყო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის ორკვირეული დაიწყო

ეს დღე შეირჩა ნობელის პრემიის ლაურიატის ბარუჰ სამუელ ბლუმბერგისთვის პატივისცემის ნიშნად, რომელმაც აღმოაჩინა B ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსი.

ცენტრის განმარტებით, ჰეპატიტის მსოფლიო დღის მიზანს წარმოადგენს ვირუსული ჰეპატიტებისა და ამ ვირუსებით გამოწვეული დაავადებების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. 2015 წელს ჰეპატიტის მსოფლიო დღის სლოგანია "იმოქმედე ახლავე, აიცილე ჰეპატიტი"! ჰეპატიტის მსოფლიო დღე მიმდინარეობს ოთხი ძირითადი გზავნილით

• აიცილე ჰეპატიტი: იცოდე რისკების შესახებ

• აიცილე ჰეპატიტი: მოითხოვე უსაფრთხო ინექციები

• აიცილე ჰეპატიტი: ჩაუტარეთ ბავშვებს ვაქცინაცია.

• აიცილე ჰეპატიტი: ჩაიტარე ტესტირება, იმკურნალე

" ვირუსული ჰეპატიტები, რომლითაც მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანია დაავადებული, არის ინფექციური დაავადებების ჯგუფი, რომელშიც შედის A, B, C, D და E ჰეპატიტები. ის იწვევს ღვიძლის მწვავე და ქრონიკულ დაავადებას და ყოველწლიურად დაახლოებით 1.45 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება. B ჰეპატიტით ქრონიკულად ინფიცირებულია 240 მილიონი ადამიანი. ყოველწლიურად დაახლოებით 780 000 ადამიანი იღუპება, აქედან 650 000 ქრონიკული B ჰეპატიტის გართულებებით, ხოლო 130 000 მწვავე B ჰეპატიტით. მსოფლიოში სულ ქრონიკული C ჰეპატიტი აღენიშნება 130-150 მილიონ ადამიანს. მასთან დაკავშირებული ღვიძლის გართულებებით ყოველწლიურად იღუპება 350 000-დან 500 000-მდე ადამიანი", - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

მათივე ინფორმაციით, მილიონობით ადამიანი ცხოვრობს ჰეპატიტის ვირუსით, მილიონობით ადამიანი კი დაინფიცირების რისკის ქვეშაა. ადამიანთა უმრავლესობამ არ იცის, რომ ისინი B და C ქრონიკული ჰეპატიტის ვირუსის მტარებლები არიან.

"ვირუსული ჰეპატიტი უდიდესი ტვირთია როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით მისი გადამდებლობის გამო, ასევე მთლინად ჯანდაცვის სისტემის ეკონომიკისათვის, რადგანაც ღვიძლის კიბოს და ციროზის დროს ღვიძლის უკმარისობის მკურნალობა დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან. ბევრ ქვეყანაში ვირუსული ჰეპატიტით გამოწვეული ღვიძლის უკმარისობა წარმოადგენს ღვიძლის ტრანსპლანტაციის ძირითად მიზეზს. მსგავსი მკურნალობა საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული", - აცხადებენ ცენტრში.

მათივე ინფორმაციით, 2014 წლის აპრილში ჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო ახალი რეკომენდაციები C ჰეპატიტის მკურნალობასთან დაკავშირებით. მაისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე 194 მთავრობის დელეგატმა მიიღო რეზოლუცია ვირუსული ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის გაუმჯობესების შესახებ.

2015 წლის მაისიდან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს ჰეპატიტის სეროპრევალენტობის პოპულაციურ კვლევას, რომლის მიზანიცაა საქართველოში B და C ჰეპატიტების გავრცელებისა და მათი რისკ-ფაქტორების შესწავლა. სპეციალურად მომზადებული ინტერვიუერები და ექთნები მთელი საქართველოს მასშტაბით მთლიანობაში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 7000 ადამიანს გამოიკვლევენ. კვლევა მაისში დაიწყო და აგვისტოს მეორე ნახევარში დასრულდება, რის შემდეგაც ზუსტად დადგინდება მოსახლეობაში ამ დაავადებების გავრცელება.

"უკვე დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველი ფაზა, რომლის ფარგლებშიც მოხდება 5000 პაციენტის დიაგნოსტირება და უფასო მკურნალობა C ჰეპატიტის საწინააღმდეგო უახლესი ანტივირუსული პრეპარატებით (სოფოსბუვირი). ამჟამად პროგრამაში უკვე დარეგისტრირდა 7000-ზე მეტი პაციენტი, მკურნალობა დაიწყო 1700-მა პაციენტმა. ელიმინაციის პროგრამის მომდევნო ეტაპის დაგეგმვისათვის მუშავდება ელიმინაციის ხუთწლიანი სტრატეგიული გეგმა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს სტრატეგიული გეგმის სხვადასხვა კომპონენტების შემუშავებაში, რაშიც სამუშაო ჯგუფს აქტიურ დახმარებას უწევს აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრების ექსპერტები, მათი წარმომადგენლობა საქართველოში და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია", - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნლ ცენტრში.

მათივე განმარტებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას საქართველოში აქვს ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უახლოესი 5 წლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამიტომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც დაუდგინდება C ჰეპატიტის დიაგნოზი, აქვს უნიკალური შანსი უფასოდ მიიღოს ახალი გენერაციის ანტივირუსილი პრეპარატი.

ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აცხადებს მოსახლეობის ნებაყოფლობით უფასო სკრინინგის ორკვირეულს. ის დაიწყება 27 ივლისს და გაგრძელდება მომავალი ორი კვირის (ათი სამუშაო დღის) განმავლობაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონულ ლაბორატორიებში ქვემოთ მითითებულ მისამართებზე.

"ამავე დროს, გვსურს თხოვნით მივმართოთ საქართველოში არსებული კლინიკების ხელმძღვანელებს აქტიურად ჩაერთონ ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ აქციაში. კლინიკებში 28-29 ივლისს შესულ ყველა პაციენტს ნებაყოფლობით შესთავაზონ სკრინინგი C ჰეპატიტზე და ჩატარებული კვლევის შესახებ ინფორმაცია წარუდგინონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ელექტრონული ფორმით ან ქაღალდის მატარებლის სახით (მის.: ქ. თბილისი, ასათიანის ქ.N9, ელ. ფოსტა ncdc@ncdc.ge)", - აცხადებენ ცენტრში.

მათივე ინფორმაციით, ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით 2015 წლის 27 ივლისიდან ათი სამუშაო დღის განმვავლობაში დაგეგმილია სკრინინგი საქართველოს 9 რეგიონში. С ჰეპატიტის საყოველთაო სკრინინგის პროგრამაში მონაწილეობის მიზნით საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს ჩაიტაროს უფასო სკრინინგი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიებში შემდეგ მისამართებზე:

• იმერეთი: ქ. ქუთაისი, ქუთაისის ზონალური ლაბორატორია (მის.: ქ. ქუთაისი ოცხელის ქN2; ტელ.: 0431 220518; 0431 220539); 27-28-29 ივლისს იმერეთის სხვადასხვა რაიონებში, მიმდებარე სოფლებში მობილური ლაბორატორიის მეშვეობით;

• აჭარა: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, აჭარის სამმართველო

ბათუმი, ჯ.ქათამაძის ჩიხი 4 (ბარცხანის დასახლება)

ტელ - 25 37 02/04 აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

ბათუმი, გორგასალის 141/14 ტელ: 27 03 91/94 საინფორმაციო, სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი "თანადგომა" (აჭარა) ქ.ბათუმი, გორგასალის ქ.113

Bატუმი@ტანადგომა.გე ტელ:27 64 91 30-31 ივლისს აჭარის სხვადასხვა რაიონებში, მიმდებარე სოფლებში მობილური ლაბორატორიის მეშვეობით;

• გურია, ოზურგეთის ლაბორატორია თაყაიშვილის ქუჩა VI შესახვევი, №3 ტელ(+995) 496 26 00 15

• სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდის ლაბორატორია, მის.: ჯანაშიას 8; ტელ(+995)0415 22 80 09

• ფოთი, ფოთის ლაბორატორია ქ.ფოთი, გურიის ქ N 6

ტელ (+995) 0493 25 01 02

• რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, ამბროლაურის ლაბორატორია

ქ. ამბროლაური, ბრატისლავა რაჭის ქ# 11; ტელეფონი: 0439 22 10 21

• სამცხე-ჯავახეთი, ახალციხის ლაბორატორია, ახალქალაქის გზატკეცილი;

ტელ(+995) 0365 22 51 04

• შიდა ქართლი, გორის ლაბორატორია, მის.: ცხინვალის გზატკეცილი N14;

ტელ: 0270 277068; 0270 277069

• კახეთი, თელავის ლაბორატორია, მის.: ალადაშვილის N2

ტელ.: 0350 272763; 0350 272762

ასევე, 30 ივლისს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანიზებით მოეწყობა ღია ლაბორატორიები: ქალაქ ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე მერიის წინ მდებარე სკვერში ,,ბაღის კიდე" და ქ. ბათუმში ბათუმის ბულვარი (კოლონადებთან). მიღების საათები: 10:00 დან 17:00 საათამდე.

28 ივლისს, 14:00 საათზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება პრესკონფერენცია ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით (მის.: ქ. თბილისი, ასათიანის ქ.N9), ხოლო 29 ივლისს 11:00 – 18:00 საათზე, იგივე მისამართზე, სამუშაო შეხვედრა ჰეპატიტის ელიმინაციის ხანგრძლივვადიან სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.