სრულფასოვანი ცხოვრება B და C ჰეპატიტებთან ერთად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სრულფასოვანი ცხოვრება B და C ჰეპატიტებთან ერთად

B ჰეპატიტი: მხოლოდ ფაქტები

B ჰეპატიტი ღვიძლის დამაზიანებელი ვირუსული ინფექციაა, რომელიც მწვავე და ქრონიკულ დაავადებებს იწვევს.

მისი გამომწვევი ადამიანს ინფიცირებულის სისხლთან ან სხვა სითხესთან კონტაქტის შედეგად გადაეცემა.

B ჰეპატიტი სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში ღვიძლის ინფექციაა. ის მსოფლიო ჯანდაცვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მას შესაძლოა ციროზი და ღვიძლის კიბო მოჰყვეს.

B ჰეპატიტის ვირუსი ადამიანის ორგანიზმის გარეთ დაახლოებით 7 დღეს ძლებს. თუ ამ ხნის განმავლობაში იმ ადამიანის ორგანიზმში მოხვდა, რომელიც ვაქცინაციით არ არის დაცული, ძალუძს, ინფექცია გამოიწვიოს.

ენდემურ რაიონებში B ჰეპატიტი უმთავრესად გადაეცემა დედისგან შვილს მშობიარობის დროს (პერინატალური გადაცემა) ან ჰორიზონტალურად (ინფიცირებული სისხლის მეშვეობით), განსაკუთრებით - ინფიცირებული ბავშვისგან არაინფიცირებულს სიცოცხლის პირველი 5 წლის განმავლობაში.

გარდა ინფიცირებული სისხლისა, B ჰეპატიტი ორგანიზმის სხვა სითხეებითაც ვრცელდება: ნერწყვით, მენსტრუალური თუ ვაგინალური გამონაყოფით და სათესლე სითხით. გადაეცემა ასევე ჰომოსექსუალური და ჰეტეროსექსუალური კავშირების დროს. რისკი იმატებს, თუ ადამიანს მრავალი სქესობრივი პარტნიორი ჰყავს ან სექსმუშაკების მომსახურებით სარგებლობს. ზრდასრულებთან ინფექცია ასიდან დაახლოებით 5 შემთხვევაში ქრონიკულ ფორმაში გადაიზრდება.

ვირუსის გადაცემა შესაძლებელია შპრიცის განმეორებით გამოყენებისას სამედიცინო დაწესებულებაში ან ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებს შორის. ზოგჯერ ინფიცირება ქირურგიული ოპერაციის (თუნდაც სტომატოლოგიური ჩარევის), ტატუირების და სხვისი უსაფრთხო სამართებლის გამოყენების დროსაც ხდება. იმ ზრდასრულთა 90%-ზე მეტი, რომლებიც B ჰეპატიტის ვირუსით არიან ინფიცირებულნი, ბუნებრივად იკურნება პირველი წლის განმავლობაში.

ვის ემუქრება ქრონიკული დაავადების განვითარების რისკი?

ინფექციის გაქრონიკულების ალბათობა იმ ასაკზეა დამოკიდებული, რომელშიც მოხდა ადამიანის ინფიცირება. ის დიდია ბავშვებთან, რომლებიც ვირუსით 6 წლამდე დაინფიცირდნენ. სახელდობრ, ქრონიკული ინფექცია უვითარდება იმ ბავშვების 80-90%-ს, რომლებსაც ვირუსი სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში შეხვდათ და იმ ბავშვების 30-35%-ს, რომლებიც ჰეპატიტით 6 წლამდე იყვნენ დაინფიცირებულნი.

რაც შეეხება ზრდასრულებს, ქრონიკული ინფექცია მათ 5%-ზე ნაკლებს უვითარდება, თუ ჯანმრთელობის სხვა პრობლემები არ აწუხებთ, ქრონიკულად ინფიცირებული ზრდასრულების 20-30%-ს კი ციროზი და/ან ღვიძლის კიბო ემართება.

მკურნალობა

B ჰეპატიტის მწვავე ფორმის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს, ამიტომ სამედიცინო დახმარება მიმართულია კომფორტისა და საკვები ნივთიერებების რაციონალური ათვისებისკენ, ღებინებისა და დიარეის დროს დაკარგული სითხის აღდგენისკენ, ქრონიკულს კი მედიკამენტებით, მათ შორის - ანტივირუსული წამლებით ებრძვიან. მკურნალობამ შესაძლოა შეანელოს ციროზის განვითარება, შეამციროს ღვიძლის კიბოთი დაავადების შემთხვევები და გაახანგრძლივოს სიცოცხლე.

პროფილაქტიკა

B ჰეპატიტის პროფილაქტიკის უმთავრეს საშუალებად ვაქცინა მიიჩნევა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას იძლევა, ის ყველა ბავშვმა დაბადებიდან 24 საათის განმავლობაში მიიღოს.

B ჰეპატიტის გადაცემის თავიდან აცილება შესაძლებელია სისხლის უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებით, დონორული სისხლისა და სისხლის კომპონენტების ხარისხის სკრინინგით. უსაფრთხო ინექციები ეფექტური სტრატეგიაა B ჰეპატიტის პროფილაქტიკისთვის. ინფექციის გადაცემისგან დაგვიცავს უსაფრთხო სექსიც - პრეზერვატივის გამოყენება და პარტნიორების რიცხვის მინიმუმამდე დაყვანა.

C ჰეპატიტი: საუბარი პაემანსა და სექსზე

C ჰეპატიტს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების რიცხვს მიაკუთვნებენ, რადგან ადამიანისგან ადამიანს შესაძლოა სქესობრივი გზითაც გადაეცეს, მაგრამ ამ გზით ინფიცირების ალბათობა საშუალოდ 5%-ია (შედარებისთვის: შიდსის სქესობრივი გზით გადაცემის ალბათობა დაახლოებით 10-15%-ს უდრის, B ჰეპატიტისა - დაახლოებით 30%-ს). მაღალი რისკის სქესობრივი ქცევისას ინფიცირების რისკი იზრდება.

აქვე მოვიყვანთ ოფიციალურ რეკომენდაციებს, რომლებიც C ჰეპატიტის სქესობრივი გზით გადაცემის პროფილაქტიკის ზომებს ეხება:

  • თუ ადამიანი დიდხანს ინარჩუნებს მონოგამიურ ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობას, C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირების ალბათობა ძალიან მცირეა. ეს უნდა იცოდეს თქვენმა პარტნიორმაც. ინფორმაცია ამის თაობაზე აუცილებლად უნდა მიაწოდოთ მკურნალ ექიმს.
  • თუ მრავალი სქესობრივი პარტნიორი გყავთ ან მისდევთ სხვადასხვა სქესობრივ პრაქტიკას, რომლის დროსაც შესაძლებელია ლორწოვანის დაზიანება და სისხლთან კონტაქტი, ინფიცირების რისკი იმატებს.
  • ჰომოსექსუალ მამაკაცთა ურთიერთობის დროს ვირუსის გადაცემის რისკი ყველაზე მაღალია. ანალური სექსის შემთხვევაში შესაძლებელია A ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებაც, რომელიც ფეკალიების მეშვეობით გადაეცემა.
  • დასნებოვნების თავიდან ასაცილებლად საჭიროა პრეზერვატივის გამოყენება.

სექსი განსაკუთრებულ შემთხვევებში

დაქორწინებული ხართ თუ არა, ახალგაზრდა ბრძანდებით თუ მოწიფული, ქალი თუ კაცი, C ჰეპატიტს შესაძლოა სექსისადმი ინტერესის დაკარგვა მოჰყვეს, რაც უფრო მეტად ზრდის სტრესს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მაგალითად:

  • ღვიძლის დაავადება გავლენას ახდენს ქალისა და მამაკაცის ჰორმონების გამომუშავებაზე.
  • C ჰეპატიტის სიმპტომებს, უმთავრესად - პათოლოგიურ დაღლილობას, იშვიათად - ღებინებას ან თავის ტკივილს, მრავალგვარი ქმედებისადმი, მათ შორის - სექსისადმი, ინტერესის დაკარგვა მოსდევს.
  • მედიკამენტებით კომბინირებული მკურნალობა ზოგ შემთხვევაში გვერდით მოვლენებს იწვევს, მათ შორის - სქესობრივი ფუნქციის დარღვევას.
  • სექსისადმი ინტერესის დაკარგვა დეპრესიის ერთ-ერთი გამოხატულებაა, რომელიც ხშირად სდევს თან C ჰეპატიტს და მედიკამენტებით მკურნალობას.
  • ანტიდეპრესანტებით მკურნალობისას არცთუ იშვიათად გვერდით ეფექტებად გვევლინება ლიბიდოს დაქვეითება, ორგაზმის მიღწევის შეუძლებლობა და ერექციის დარღვევა.
  • სქესობრივი ტონუსი შესაძლოა დააქვეითოს ფიქრმა C ჰეპატიტის სქესობრივი გზით გადაცემაზე, პარტნიორის დასნებოვნების შიშმა.

ესაუბრეთ მკურნალ ექიმს, რათა ოპტიმალურ გამოსავალს მიაგნოთ. შესაძლოა, წამლის შეცვლა მოგიხდეთ ისეთი ანალოგით, რომელიც სქესობრივ ფუნქციაზე გავლენას არ მოახდენს. ასევე ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ პოტენციის ასამაღლებელი საშუალება. ქალებს უნიშნავენ ვაგინალურ კრემებს, რომლებიც ჰორმონებს შეიცავს.

როგორ მოვიწესრიგოთ სქესობრივი ცხოვრება

C ჰეპატიტის დროს ადამიანს შესაძლოა დაუქვეითდეს სქესობრივი ლტოლვა (ლიბიდო) ან დაერღვეს პოტენცია. მამაკაცს შესაძლოა განუვითარდეს სქესობრივი დისფუნქცია (ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების უუნარობა) ან ეაკულაციის დარღვევა; ქალებთან შესაძლოა სირთულეები წარმოიშვას ორგაზმის მიღწევის კუთხით. სქესობრივი პრობლემები შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც ვირუსის უშუალო ზემოქმედებით, ისე მკურნალობის გვერდითი მოვლენებითაც. პათოლოგიური დაღლილობა და დეპრესია - C ჰეპატიტის დროს გავრცელებული ფსიქოემოციური პრობლემები - ასევე აქვეითებს ლიბიდოსა და პოტენციას.

ესაუბრეთ პარტნიორს ყველაფერზე, რაც გაწუხებთ. ადამიანი იმსახურებს, რომ შეინარჩუნოს სიყვარულითა და ნდობით აღსავსე ურთიერთობები მაშინაც კი, როცა სქესობრივი ხასიათის სირთულეებს განიცდის.