რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ყავის რეგულარულად მიღება ღვიძლის ციროზის რისკს 44%-ით ამცირებს
ყავის რეგულარულად მიღება ღვიძლის ციროზის რისკს 44%-ით ამცირებს
ალკოჰოლის მომხმარებლებმა აუცილებლად უნდა დალიონ ყავა. საუთჰემპტონის უნივერსიტეტის კვლევების მონაცემებით, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებისას, დღეში ორ ჭიქა ყავას შეუძლია ღვიძლის დაავადებებისგან დაცვა. ყავის რეგულარულად მიღება ღვიძლის ციროზის რისკს 44%-ით ამცირებს. ეს დასკვნა 500 000 ადამიანზე
You must have Flash Player installed in order to see this player.
დაკვირვების შედეგად გაკეთდა.

ყავა შეიცავს უამრავ სასარგებლო და აქტიურ ნაერთს. მათ შორისაა: კოფეინი, ქლოროგენის მჟავა, მელანოიდინები, პენტაციკლური ტერპენები, კავეოლები და კაფესტოლი. ყავა ასტიმულირებს ნერვულ სისტემას, აქვეითებს ჟანგვითი სტრესისა და ანთების ხარისხს და მოქმედებს როგორც ანტიკანცეროგენი.

დამტკიცებულია, რომ ყავა ამცირებს ღვიძლის ანომალური მუშაობის ეპიზოდებს, ფიბროზის, ციროზისა და ჰეპატოცელულარული კარცინომის წარმოქმნის რისკს, აქვეითებს სისხლის შრატში ღვიძლის ფერმენტების დონეს.

ლალი ჩხიკვაძე
თარიღი : 12-02-2016
მაია
ნალექიანი თუ უნალექო?მიაწერეთ
თარიღი : 12-02-2016
თამუნა
ხომ გეუბნებოდით სასარგებლოათქო.
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
გარგარი შეიცავს ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს (გლუკოზას, ფრუქტოზას, საქაროზას), ორგანულ მჟავებს, მინერალურ (კალიუმის, კალციუმის, რკინის, ფოსფორის) მარილებს, A, B ჯგუფის, C, PP და სხვა ვიტამინებს,
ცნობილია, რომ სიმსუქნე ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და დიაბეტის განვითარების რისკს. აღმოჩნდა, რომ ეს მდგომარეობა, ასევე გავლენას ახდენს ბავშვობასა და ყმაწვილობის პერიოდში ძვლის ქსოვილის სტრუქტურაზე. გარდა ამისა, ძვლებისთვის საშიშია ანორექსიაც.
50 წლის ქიმიის მასწავლებელი იგებს, რომ ფილტვის კიბოს მესამე სტადია აქვს. ექიმები მას სიცოცხლის ორწლიან ვადას აძლევენ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ჩვენი ჯანმრთელობა სამზარეულოდან იწყება. ჯანსაღი კვება და ჩვევები აუცილებელია ჯანმრთელობისთვის. როგორ ამოვიცნოთ ღვიძლის ტოქსიური გადაძაბვა.
(ქართველი პროფესიონალები და ახალი ერა მედიცინაში)

ტრანსპლანტოლოგია რომ მედიცინაში ახალი ერაა - ამას ბევრი აღიარებს. ამ ერას რომ მხოლოდ გამორჩეული პროფესიონალები ქმნიან - ამაზეც არავინ კამათობს. მთავარი კი ის არის, რომ ასეთი გამორჩეული სპეციალისტები საქართველოსაც ჰყავს და ეს ახალი ერა ჩვენს მედიცინაშიც დაიწყო. დიახ, ღვიძლის გადანერგვა უკვე საქართველოშიც წარმატებით ხორციელდება. ცხადია, ეს უდიდესი მიღწევა და გამარჯვებაა!

4 წლის თავზე, C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90% - გამოკვლეული, ხოლო დაავადებულთა 95% განკურნებული უნდა იყოს
მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოში, C ჰეპატიტი, ფაქტობრივად აღმოიფხვრება,
ჯანდაცვის სამინისტრო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული და ჩართვის მსურველი პაციენტებისთვის განცხადებას ავრცელებს.
ღვიძლის სნეულებათა ხსენებისას უმეტესობას ჩ ჰეპატიტი ან ალკოჰოლური დაავადება წარმოუდგება თვალწინ. ბევრს ჰგონია, რომ ღვიძლი მხოლოდ ვირუსმა ან ალკოჰოლის ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება დააავადოს. სინამდვილეში ამ ორგანოს მრავალი სხვა ფაქტორიც აზიანებს. ერთ-ერთი ამ ფაქტორითაა განპირობებული პირველადი ბილიარული ციროზი.

ცნობა B ან C ჰეპატიტით დაავადების შესახებ თითქმის ყოველთვის ძლიერი შოკია, რომელიც კიდევ უფრო ძლიერდება, თუ ჰეპატიტზე ბევრი არაფერი იცი ან იცი მხოლოდ უარყოფითი. ნეგატიური ინფორმაციის ნაკადი გაცილებით შემაძრწუნებელია, ვიდრე რეალური საფრთხე, რომელიც ამ დაავადებებს სდევს თან. შფოთვა, პანიკა, შოკი ადამიანს ხელს უშლის ვითარების ადეკვატურ შეფასებაში და მკურნალობისა და გამოჯანმრთელების გზაზე სერიოზულ დაბრკოლებად იქცევა. არადა, ამ დროს ბევრი რამ ჩვენს ხელთაა: რაციონი, ფიზიკური დატვირთვა, ცხოვრებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება... ეს ყველაფერი მკურნალობის ეფექტზე უშუალო გავლენას ახდენს.

21 დეკემბერი 2016
სადღესასწაულო თუ სხვა სუფრებს, ტრადიციულად, ალკოჰოლურის გარდა გაზიანი სასმელებიც ამშვენებს. ლიმონათის, კოკა-კოლასა და სხვა გაზიანი სასმელების, ისევე, როგორც მინერალური წყლების გარეშე, სუფრა წარმოუდგენელია.
22 ნოემბერი 2016
ბრიტანელმა სპეციალისტებმა ჩაის მოულოდნელი თვისება გამოავლინეს. გლაზგოს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ დიდი რაოდენობით ჩაის მიღება მამაკაცის ორგანიზმზე ნეგატიურად აისახება
კომპიუტერული თამაშები, რომლებსაც ბავშვები საათობით ვერ წყდებიან, მათ ფსიქიკაზე უდიდეს გავლენას ახდენს, რაც მთავარია, უარყოფითს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, კომპიუტერი ბავშვების ფსიქიკას ანგრევს.
მამაკაცები, რომლებსაც თავი ფლეიბოი ჰგონიათ ან მიაჩნიათ, რომ ქალებზე მაგიური ზეგავლენის უნარი აქვთ, ფსიქიური პრობლემებისადმი მიდრეკილები არიან.
გარკვეული საკვები ნივთიერებების უკმარისობამ შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ჩვეულებრივ, სხვადასხვა მაჩვენებლის დეფიციტის შესამოწმებლად, სისხლს იღებენ. თუმცა, მიჩიგანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მიაჩნიათ, რომ მსგავსი ანალიზისთვის საკმარისია ცრემლის აღება,