რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
შიდს-ის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინის გამოცდა მეორე ეტაპზე გადავიდა
შიდს-ის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინის გამოცდა მეორე ეტაპზე გადავიდა
სადღეისოდ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსს (აივ-ს) ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ვირუსად მიიჩნევენ. ყველაზე ცუდი არის ის, რომ აღნიშნულ ინფექციასთან საბრძოლველად ჯერ კიდევ არანაირი საშუალება არ არსებობს.
მეცნიერები აცხადებენ, რომ შექმნილია ახალი ვაქცინა, რომლის გამოცდაც ინტესიურად მიმდინარეობს. წინასწარი მონაცემებით შედეგები საკმაოდ დამაიმედებელია.

აღმოსავლეთის უნივერსიტეტის მეცნიერებმა წარმოადგინეს მსოფლიოში პირველი პრევენციული ვაქცინა, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ ვირუსის განადგურება, არამედ ორგანიზმზე უარყოფითი ზემოქმედება არ გააჩნია. ამ ეტაპზე ვაქცინის გამოცდა 33 მოხალისეზეა ჩატარებული. შედეგები დამაკმაყოფილებელზე მეტია, რადგან ვაქცინამ ნამდვილად გაანადგურა ვირუსი 33-ვე ორგანიზმში, სერიოზულ გვერდით მოვლენებს კი
ადგილი არ ჰქონია.

ახლა მკვლევარები კლინიკური გამოცდის მეორე ეტაპისთვის ემზადებიან. მეცნიერთა და მედიკოსთა ჯგუფის მთავარი ხელმძღვანელის განცხადებით,მეორე ეტაპზე უფრო მასშტაბური კვლევები განხორციელდება. ეს საჭიროა პრეპარატის ეფექტურობის შესაფასებლად, რამდენად აქტიურად გამომუშავდება იმუნოდეფიციტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები.

აღნიშნული ვაქცინის შემუშავებისთვის მეცნიერებმა გამოიყენეს გრიპის, ჰეპატიტისა და პოლიომიელიტის საწინააღმდეგო პრეპარატების
მოქმედების პრინციპი. აივ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა ბევრად რთული აღმოჩნდა, რადგან ვირუსი სწრაფად ანგრევს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციებს. პრობლების გადასაჭრელად მეცნიერებმა ვირუსის ზოგიერთი გენი შეცვალეს მწერების გენეტიკური მასალით. ამის გამო ვირუსის უჯრედები სრულიად უსაფრთხო გახდა ადამიანის ორგანიზმისთვის.

დაველოდოთ, რა შედეგებს მოიტანს კლინიკური გამოცდის მეორე ეტაპი.

თინათინ გოცაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
ბოლო მონაცემებით, წელს აივ/შიდსის 270 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც 30 შემთხვევით მეტია გასული წლის
20-05-2018
ბოლო წლებში მეცნიერმა ონკოლოგებმა გადაწყვიტეს კიბოსთან ბრძოლის პრინციპულად განსხვავებული და ახალი
04-05-2018
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის
23-04-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
შეფილდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს უნიკალური მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია ბაქტერიული ინფექციის
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თურქეთის ერთ-ერთი საწარმოდან ფრინველის ხორცის იმპორტი ერთი წლის ვადით
ბოლო მონაცემებით, წელს აივ/შიდსის 270 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც 30 შემთხვევით მეტია გასული წლის
დიდი ხანია დადგენილია და ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ქოლესტერინის მაღალი დონით გამორჩეული ადამიანები
მენინგიტი, მენინგოკური ინფექცია, მენინგოკოკცემია - ინფექციები, რომლებიც ერთობ საშიშია, თუმცა მასზე საზოგადოება ნაკლებ ინფორმირებულია.
22 ივნისი 2018
წლის ცხელი სეზონი განწყობასა და გარეგნობას ცვლის. ზაფხული არა მარტო სასიამოვნო მომენტების მომტანია, შეიძლება
19 ივნისი 2018
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კვების დროის შეღუდვა ზედმეტი წონის დაკლებისა და არტერიული წნევის