წითელას აცრის დამადასტურებელი საბუთის წარდგენას სკოლის მოსწავლეებს არ მოსთხოვენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წითელას აცრის დამადასტურებელი საბუთის წარდგენას სკოლის მოსწავლეებს არ მოსთხოვენ

არის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აუცრელი ბავშვების მშობლებს მხოლოდ რეკომენდაცია ეძლევათ, დროულად უზრუნველყონ შვილებისთვის აცრების ჩატარება.

„წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის № 41 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აღნიშნული პროცესისათვის ხელშეწყობის მიზნით, დაევალა ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არასრულად აცრილი ან აუცრელი პირების გამოვლენა და ინფორმაციის მიწოდება სჯდ ცენტრებისათვის;

აღნიშნული ხორციელდება სკოლის ექიმების მიერ ყველა კლასში. აუცრელი ბავშვების მშობლებს ეძლევათ რეკომენდაცია, დროულად უზრუნველყონ შვილებისთვის აცრების ჩატარება.

მოსწავლის სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალში არ არის გეგმური აცრების ჩატარების თაობაზე გაცემული ცნობა“, - აცხადებენ უწყებაში.

წითელას აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა არც საბავშვო ბაღებში იქნება სავალდებულო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა, კახაბერ გვანცელაძემ განუცხადა. მისი თქმით, ბაღების სააგენტო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მიხედვით მოქმედებს, რომლის მიხედვითაც აცრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ბავშვის ბაღში მიღებისას აუცილებელი არ არის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში წითელას ვაქცინაცია 40 წლამდე ასაკის მოქალაქეთათვის უფასოა, ხოლო 40 წელს ზემოთ პირს ვაქცინაციის გაკეთება უფასოდ მაშინ შეუძლია, თუ მას წითელათი დაავადებულ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.