რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
წითელი ქარი
წითელი ქარი

წითელი ქარი კანის ზედაპირული ბაქტერიული ინფექციაა. ის, ჩვეულებრივ, კანის ლიმფურ სისტემაში ვრცელდება. დაავადებას ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იცნობდნენ და წმინდა ანტონიუსის ცეცხლს უწოდებდნენ იმ ეგვიპტელი მკურნალის პატივსაცემად, რომელიც, გადმოცემით, ამ სნეულებით შეპყრობილ მორწმუნეებს კურნავდა. ჩირქმბადი სტრეპტოკოკით გამოწვეული ეს ინფექცია თავდაპირველად პაციენტის სახეზე ლოკალიზდებოდა, თუმცა საუკუნეების განმავლობაში მისი ლოკალიზაცია შეიცვალა. ამჟამად ის უმთავრესად ქვედა კიდურებს აზიანებს. ასეთი ლოკალიზაცია აქვს პროცესს ასიდან 85 შემთხვევაში. ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზია წითელი ქარის რისკის მქონე პირთა სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა.

როგორ ვითარდება წითელი ქარი
დაავადების განვითარების უმთავრესი ეტაპია კანის მთლიანობის დარღვევა, რის შედეგადაც მასში ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმი იჭრება. ინფექციური პროცესის განვითარებას ხელს უწყობს ადგილობრივი ფაქტორები - ვენური უკმარისობა, დაწყლულება, კანის ანთებითი დაავადება, სოკოვანი ინფექცია, მწერის ნაკბენი, ქირურგიული ინფექცია. სახეზე ლოკალიზებული წითელი ქარის დროს ბაქტერიების წყარო ხშირად ცხვირ-ხახაა. ცნობილია, რომ სახეზე ლოკალიზებული წითელი ქარის შემთხვევათა მესამედში პაციენტს სტრეპტოკოკული ფარინგიტი აქვს გადატანილი. გარდა ამისა, დაავადების განვითარებას ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტი, ალკოჰოლიზმი, შიდსი, ნეფროზული სინდრომი და სხვა ისეთი მდგომარეობები, რომელთა დროსაც იმუნური სისტემაა დაზიანებული. წითელი ქარის უმნიშვნელოვანესი რისკფაქტორი მაინც ლიმფის მოძრაობის დარღვევა - ლიმფოსტაზია. ინფექცია სწრაფად ვრცელდება ლიმფური სადინარების მეშვეობით, რასაც შესაძლოა მიმდებარე ლიმფური კვანძების გადიდება მოჰყვეს. წითელი ქარი უფრო მეტად ქალებს ემართებათ, მაგრამ ახალგაზრდა მამაკაცებში აგრესიულობით გამოირჩევა. არსებობს მოსაზრება, რომ ამ განსხვავებას სხვადასხვა სქესის პირთა შორის დაავადების ხელშემწყობი ფაქტორების განსხვავებული სიხშირე განაპირობებს. დაავადება ნებისმიერი ასაკის პირთა შორის გვხვდება, მაგრამ განსაკუთრებით ხშირია ჩვილებს, სკოლამდელი ასაკის ბავშვებსა და ხანში შესულებს შორის, პიკი კი 60-80 წელზე მოდის.


როგორ ვლინდება დაავადება
პაციენტებს მეტწილად უჭირთ წითელი ქარის მაპროვოცირებელი მომენტის გახსენება, თუმცა შესაძლოა გაიხსენონ, რომ დაზიანების არეში მიიღეს ტრავმა ან წინა დღეებში გადაიტანეს ფარინგიტი. ხშირად კანისმხრივ გამოვლინებას წინ უძღვის სისუსტე, შემცივნება და ტემპერატურის მომატება. ამ სიმპტომების გამოვლენიდან 48 საათის განმავლობაში თავს იჩენს ცვლილებები კანის მხრივ - ქავილი, წვა და შეშუპება. ამის შემდეგ თავდაპირველად პატარა წითელ უბანს ვამჩნევთ, რომელიც მალე გადაიქცევა კაშკაშა წითელ, მკვეთრკონტურებიან გამკვრივებულ უბნად. მკვეთრკონტურებიანი წითელი უბანი დაავადების კლასიკური გამოვლინებაა. დასტურდება ანთების ყველა ნიშანი - შეშუპება, გაწითლება, მტკივნეულობა, ტემპერატურის მომატება. ანთებით პროცესში ლიმფური სიტემის ჩართვა ვლინდება ლიმფური სადინარების გაფართოებითა და ლიმფური კვანძების გადიდებით. უფრო მძიმე მიმდინარეობისას დაზიანებულ ადგილას ჩნდება ბუშტუკები,  ბულები, კანქვეშა წვრილწერტილოვანი სისხლჩაქცევები და ნეკროზიც კი. გამოჯანსაღების პროცესში ხშირია კანის აქერცვლა და პიგმენტაცია, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება გაქრეს.


მთავარი დამნაშავე
წითელი ქარის უმთავრესი მიზეზი სტრეპტოკოკია. სახეზე ლოკალიზაციისას ძირითადი გამომწვევია ა ჯგუფის ჰემოლიზური სტრეპტოკოკი, ხოლო ქვედა კიდურებზე ლოკალიზაციისას - არა ა ჯგუფის სტრეპტოკოკები. სტრეპტოკოკის ტოქსინები იწვევს მწვავე ანთებას, რაც ამ დაავადებისთვის პათოგნომურია. იწვევენ თუ არა სხვა ბაქტერიები ამ ინფექციას, უცნობია, თუმცა მათ ხშირად აღმოაჩენენ ინფექციის კერაში. აღწერილია ატიპური ფორმები, რომლებიც სხვა მიკოორგანიზმებით არის გამოწვევული. ასეთ დროს სტანდარტული ანტიბიოტიკები უეფექტოა.


საჭიროა

You must have Flash Player installed in order to see this player.
თუ არა გამოკვლევები?
დაავადების კლასიკურ შემთხვევებში დიაგნოზის დასადასტურებლად და სამკურნალოდ სპეციალური ლაბორატორიული გამოკვლევა არ არის საჭირო,  ხოლო მაშინ, როცა დაავადება ატიპურად  მიმდინარეობს ან სავარაუდოა, გამომწვევი ატიპური მიკროორგანიზმი იყოს, შესაძლოა საჭირო გახდეს კანიდან აღებული მასალის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა. ჩვეულებრივ, არც ინსტრუმენტული გამოკვლევა ტარდება. ის მხოლოდ მაშინ მიიჩნევა საჭიროდ, როცა პროცესი სახსარზე ან ძვალზე ვრცელდება.


როგორ მკურნალობენ
კიდურზე ლოკალიზებული წითელი ქარის დროს აუცილებელია მოძრაობის შეზღუდვა და კიდურის მოსვენება აწეულ მდგომარეობაში, რათა შემცირდეს ანთებითი შეშუპება და ტკივილი. უნდა გამოვიყენოთ ფიზიოლოგიურ ხსნარში დასველებული საფენები, ვცვალოთ 2 საათში ერთხელ. ვინაიდან წითელი ქარი სტრეპტოკოკული ინფექციაა, აუცილებელია მკურნალობაში ანტიბიოტიკების ჩართვა. არჩევის პრეპარატია პენიცილინი. ის 10-20 დღის განმავლობაში გამოიყენება. შესაძლოა სხვა ჯგუფის ანტიბიოტიკების გამოყენებაც. მძიმე შემთხვევებში, ასევე - როცა დაავადებული პატარა ბავშვი ან მოხუცია, ანდა იმუნური სისტემა აქვს დაზიანებული, შესაძლოა საჭირო გახდეს მისი სტაციონარში მოთავსება და ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპია. აუცილებელია, დროულად ვუმკურნალოთ ქვედა კიდურების იმ დაავადებებს, რომლებიც ხელშემწყობ პირობებს ქმნის წითელი ქარის აღმოცენებისთვის. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ მანამდე ჯანმრთელმა პაციენტებმა 1 თვის განმავლობაში უნდა ატარონ ელასტიკური წინდები, ხოლო მათ, ვისაც ლიმფური შეშუპება აქვს, გაცილებით მეტხანს. აუცილებელია ლიმფური შეშუპების მკურნალობა.


შესაძლოა თუ არა, გართულდეს?
წითელი ქარის ყველაზე ხშირი გართულებებია აბსცესი ანუ ჩირქგროვა, განგრენა და თრომბოემბოლია. იშვიათად შეიძლება აღმოცენდეს გლომერულონეფრიტი, ენდოკარდიტი, სეფსისი და ტოქსიკური შოკი. იშვიათადვე შეიძლება დაზიანდეს ახლომდებარე სახსრები, აღმოცენდეს ბურსიტი, ოსტეიტი, ართრიტი და ტენდინიტი.


როგორია პროგნოზი
ჩვეულებრივ, კარგი, თუმცა ხელშემწყობი ფაქტორების არსებობისას პაციენტთა 20%-ს დაავადების რეციდივები აღენიშნება


წითელი ქარი რომ არ დაგვემართოს
ამისათვის საჭიროა, მოვუაროთ კანს, თავიდან ავიცილოთ მისი დაზიანება, დროულად ვუმკურნალოთ ჭრილობებსა და მიკროტრავმებს.

 

თარიღი : 16-10-2016
ნანა
რა იწვევს ამ დაავადებას,საიდან მოდის,,რის საფუზველზე ვითარდება,გთხოვთ ცოტა განმართება მოგვეცით
თარიღი : 07-08-2016
maka
ლექსო გამარჯობატ, სად სჰეიდზლება ამ წამლის სჰედზენა?
თარიღი : 20-02-2016
salome123
ეს დაავადება გადამდებია?
თარიღი : 06-10-2015
ირინა
გამარჯობა, მაინტერესევბს წითელი ქარის დაავადება არის თუ არა ორგანიზმში სიმსიმნური უჯრედების გააქტიურების გამოვლინება ?
თარიღი : 29-06-2015
dia-na
გამარჯობატ მეუგლეს აკვს ციტელი კარი ვუკეტებანტიბიოტიკს ამპიციდი. 2 დგე ვადებდი ფურაცილინის საპენს ახლა ვუსვამ მაზს მეკოლ-ბორიმედ ასე აცერია.კიდევ ხომ არაპერს გვირცევდიტ. რამდენად სცორად ვმკურნალობტ?ჯერ ჯერობიტ 5 დგეა და დიდი სედეგი არ გვაკ.მადლობტ ცინასცარ
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ბრაილის შრიფტით ჟურნალის დაბეჭდვა "უსინათლოთა კავშირის" მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქციის ინიციატივით და "მედია კომუნიკატორის" ორგანიზებით განხორციელდა.
ალექსანდრია ოსტრემი ექიმი ჰაუსის მადლობელია, რომ დღეს ის ცოცხალია.
სერიალი "ექიმი ჰაუსი" 11 წლის წინ გამოჩნდა სატელევიზიო სივრცეში და მაყურებლის გულების დაპყრობა მალევე მოახერხა.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ვირუსების გამო, მოქალაქეთა მომართვიანობის რიცხვმა თებერვლის მეორე ნახევარში შესაძლოა მოიმატოს, თუმცა ეს საგანგაშო არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად წყნარი პერიოდია და ყოველ 100 ათას მოქალაქეზე მომართვიანობის მაჩვენებელი 200-300 ადამიანს შეადგენს, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით დაბალია.
ბათუმში მწვავე პნევმონიით ორი პაციენტი გარდაიცვალა. როგორც ბათუმის რესპუბლუკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი კიკაბაძემ განაცხადა, პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდნენ.
ზიკას ვირუსით ინფიცირების შედეგები, შესაძლოა, კიდევ უფრო მძიმე და სერიოზული აღმოჩნდეს, ვიდრე ეს სპეციალისტებს აქამდე ეგონათ. ცნობილია, რომ ორსულობის პერიოდში ვირუსით დაინფიცირებამ, შესაძლოა, მიკროცეფალიის (განვითარების ერთ-ერთი თანდაყოლილი დეფექტის) პროვოცირება მოახდინოს.
ინფექციური ერითემა უპირატესად სასკოლო ასაკის ბავშვებს ემართებათ. დაავადება მიმდინარეობს ინტოქსიკაციის გარეშე, დამახასიათებელი გამონაყარით, რომელიც იღებს ბადისებრ სახეს.
გრიპის ვირუსებთან დაკავშირებით პაციენტებს თბილისში ოთხი კლინიკა 24-საათიან რეჟიმში მოემსახურება გახშირებულ ვირუსულ მიმართვიანობასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პირველადი დახმარების ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდა.
ძილი საიმედოდ დაგვიცავს გრიპისა და გაციებისგან. კარგი ძილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმი ინფექციას ეფექტურად უმკლავდება.
09 თებერვალი 2017
ღვინო ცხოვრების ნაწილია. მისი გონივრულად და ზომიერად მოხმარების პროპაგანდას ჯერ კიდევ პლატონი ეწეოდა და ადამიანებს მარტივ წესს სთავაზობდა: ”ბავშვებს 18 წლამდე ღვინო არ დაალევინოთ, 30 წლამდე ადამიანებს ნება მიეცით, ზომიერად დალიონ, 40 წლის ზემოთ უფლება აქვთ, დიდი ნადიმების დროს სასურველი რაოდენობით შესვან”.
28 დეკემბერი 2016
სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვის ჩასახვისათვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება. მეტიც, პოტენციურ მშობლებს ბავშვების შერჩევა არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ნიშნების მიხედვითაც შეეძლებათ.
უჯრედისი ცილაზე მეტად ანაყრებს. პარკოსნები (მაგალითად ლობიო) შესანიშნავად უმკლავდება შიმშილის შეტევას. უჯრედისით მდიდარი ვეგეტერიანული კერძები გვეხმარება წონის დაკლებაში. მძიმე ცილოვანი საკვები, ხორცის კერძები ამ მხრივ უფრო ნაკლებად ეფექტურია.
ძილი საიმედოდ დაგვიცავს გრიპისა და გაციებისგან. კარგი ძილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმი ინფექციას ეფექტურად უმკლავდება.
აღმოჩნდა, რომ საშუალო ასაკის ქალები, მამაკაცებთან შედარებით უკეთ უმკლავდებოდნენ მეხსიერების ტესტებს. თუმცა, მენოპაუზის შემდეგ, მშვენიერი სქესის წარმომადგენლები გულმავიწყობასა და მეხსიერების დაქვეითებას უჩივიან.