რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
გაციების ჩირქოვანი გართულებები

ადამიანი ყოველდღე ინფიცირდება, მაგრამ ძლიერი ორგანიზმი იოლად სძლევს ინფექციას. ზოგი ექიმი იმასაც კი ამტკიცებს, რომ წელიწადში 8-9-ჯერ გაციება ნორმაა - ავადმყოფობის დროს ორგანიზმი ინფექციის მიმართ იმუნიტეტს გამოიმუშავებს. გაციება ცხრა-ათ დღეს გრძელდება, მაგრამ ხველამ შეიძლება მთელი თვეც არ გაიაროს. თუ მას სისუსტე, სიცხე, თავის ტკივილი და ქოშინიც დაერთო, აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს - ეს იმის ნიშანია, რომ გაციება ბაქტერიული ინფექციით გართულდა.
გაციების ჩირქოვანი გართულებებია ჩირქოვანი რინიტი, ოტიტი, ტონზილიტი, სინუსიტი, ბრონქიტი, პნევმონია.

 

მწვავე რინიტი

მწვავე სურდოს განვითარებაში მთავარ როლს გაციება ასრულებს. მთელი სხეულის ან მისი რომელიმე ნაწილის (თავის, ფეხების) გადაცივება რეფლექსურად იწვევს  ცხვირის ლორწოვანი გარსის ფუნქციურ ცვლილებებს. თავდაპირველად სისხლძარღვები მკვეთრად ვიწროვდება და ლორწოვანი გარსი ფერს კარგავს, შემდეგ კი სისხლძარღვები ფართოვდება, რასაც ლორწოვანი გარსის შეწითლება და გაფუება, ჯირკვლების ჰიპერსეკრეცია მოჰყვება. ამ დროს მცირდება ცხვირის ლორწოვანი გარსის შეუვალობა ვირუსებისა და ბაქტერიების მიმართ და იქმნება შესანიშნავი პირობები პათოგენური მიკროფლორის განვითარებისთვის. მწვავე რინიტის მაპროვოცირებელი ფაქტორია ვირუსული ინფექციაც.
მწვავე ჩირქოვან რინიტს წინ უძღვის ორი სტადია. პირველ სტადიაში ავადმყოფი უჩივის ცხვირ-ხახის სიმშრალეს, წვისა და ღიტინის შეგრძნებას, ზოგჯერ ამცივნებს. შესაძლოა, ტემპერატურამ 38 გრადუსსაც კი მიაღწიოს. 1-2 დღის შემდეგ უძნელდება ცხვირით სუნთქვა, უჩნდება წყალივით თხიერი გამონადენი, ეწყება ცემინება, თავის ტკივილი. ეს სეროზული სტადიაა. იგი 2-3 დღეს გრძელდება და იმის მაუწყებელია, რომ პათოლოგიურ პროცესში ვირუსული კომპონენტი ჩაერთო. ცხვირის ღრუ ამოვსებულია ისევ უფერული, მაგრამ შედარებით სქელი სეროზულ-ლორწოვანი ექსუდატით. ავადმყოფი დუდღუნებს, საყნოსავი ნაპრალების შეშუპების გამო ყნოსვა დაქვეითებული აქვს. ამის შემდეგ იწყება ჩირქოვანი სტადია: გამონადენი თანდათან სქელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხვირის ლორწოვან გარსში ბაქტერიები გააქტიურდნენ და სეროზულ-ლორწოვანი ექსუდატი ჩამოფცქვნილი ეპითელიუმის, ლეიკოციტებისა და დაღუპული მიკრობების შერევის გამო სეროზულ-ჩირქოვანი გახდა.
როცა ძლიერ სურდოს თან სდევს სიცხე, აუცილებელია წოლითი რეჟიმის დაცვა. დროულად დაწყებულ აქტიურ მკურნალობას პროცესის კუპირება შეუძლია. ამისთვის აუცილებელია, დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე დავიწყოთ პარაცეტამოლისა და ჩ ვიტამინის შემცველი პრეპარატების მიღება. სასურველია სითხის უხვი სმაც. შედეგიანია ანტივირუსული და ანტიმიკრობული ღონისძიებები, თუ ისინი მწვავე სურდოს პირველივე საათებში ჩატარდა. გართულებათა თავიდან ასაცილებლად ცხვირით სუნთქვის გაძნელებისთანავე საჭიროა სისხლძარღვთა შემავიწროებელი ხსნარის - ქსიმელინის, გალაზოლინის, ნაფტიზინის, ნაზივინის, სანორინის - ჩაწვეთება, მაგრამ ექიმთან კონსულტაციის გარეშე - არა უმეტეს 10 დღისა. მარტივი, მაგრამ ეფექტური საშუალებაა ფიზიოლოგიური ხსნარის ჩაწვეთება. მისი რაოდენობა და ჯერადობა შეზღუდული არ არის. უმჯობესია გამოვიყენოთ სპრეი აკვამარისი. ანტიბიოტიკური პრეპარატები საჭიროების შემთხვევაში უნდა დანიშნოს ექიმმა, ვინაიდან პროცესის გართულებისა და გაქრონიკულების ერთ-ერთი მიზეზი არასწორი მკურნალობაა.

შუა ყურის მწვავე ჩირქოვანი ანთება

ოტიტი, შუა ყურის მწვავე ჩირქოვანი ანთება, ვითარდება მაშინ, როდესაც ინფექცია ევსტაქის მილიდან დაფის ღრუში იჭრება. ასეთი რამ ხშირად ემართებათ ბავშვებს, ვინაიდან მათ ევსტაქის მილი მოკლე და ფართო აქვთ.
შუა ყურის ჩირქოვანი ანთება ვლინდება ყურის ტკივილით, სმენის დაქვეითებით, ტემპერატურის მომატებით. ყურის ნიჟარა და გარეთა სასმენი მილი ხელის დაჭერისას მტკივნეულია, დაფის აპკი

You must have Flash Player installed in order to see this player.
- შეწითლებული და შესიებული. მოგვიანებით შესაძლოა დაფის აპკი გასკდეს, ყურიდან ჩირქი გადმოვიდეს და ტკივილი შემცირდეს.
შუა ყურის მწვავე ანთებას ექიმმა უნდა უმკურნალოს. ინიშნება სათანადო ანტიბიოტიკი, ცხვირში ეფედრინისა და გალაზოლინის წვეთები, თბილი სათბურები ყურზე. თუ 4 დღის განმავლობაში ტკივილმა არ იკლო, ტემპერატურამ არ დაიწია, ექიმი დაფის აპკს გაკვეთს და ჩირქს გამოუშვებს.
შუა ყურის ჩირქოვანმა ანთებამ შესაძლოა მძიმე გართულებები - მენინგიტი, სეფსისი, ტვინის აბსცესი - გამოიწვიოს. ამიტომ არის აუცილებელი დროული და სწორი მკურნალობა.

ანგინა

ანგინა ბაქტერიულიც შეიძლება იყოს და ვირუსულიც. ის ხშირად ვითარდება ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის (გრიპის, ადენოვირუსის) ფონზე. მწვავე ტონზილიტის განვითარებას ხელს უწყობს სხეულის გადაცივება, გადახურება, იმუნოგლობულინების დეფიციტი,  ჰიპოვიტამინოზი, ცხვირისა და დანამატი წიაღების, პირის ღრუსა და ღრძილების დაავადებები.
მწვავე ჩირქოვან ტონზილიტს წინ უძღვის კატარული ანგინა, რომელიც  იწყება მწვავედ, სიმშრალისა და წვის შეგრძნებით ყელში. ხახის უკანა კედელი და სასის ტონზილები გაწითლებული და შეშუპებულია. ამას ემატება ზომიერი ტკივილი ყლაპვისას, თავის ტკივილი და ტეხის შეგრძნება. ტემპერატურა, ჩვეულებრივ, 37°გრადუსს არ აღემატება. კატარული ანგინა 3-5 დღეში გაივლის. ის მსუბუქ დაავადებად არის მიჩნეული, მაგრამ სიფრთხილე მაინც საჭიროა, ვინაიდან შეიძლება გართულდეს და ფოლიკულურ ანგინაში - ტონზილების ლიმფოიდური ფოლიკულების ჩირქოვან ანთებაში გადაიზარდოს. ამ დროს ტონზილები გადიდებულია და მათ ზედაპირზე მოჩანს ქინძისთავისოდენა თეთრი ბურთულები - დაჩირქებული ფოლიკულები. ავადმყოფობა იწყება ტემპერატურის 38-39°გრადუსამდე მომატებით, ძლიერი ყელის ტკივილით, რომელიც ხშირად ყურშიც გადაეცემა. ამ სიმპტომებს ერთვის ზოგადი სისუსტე, თავის, წელის ტკივილი. ბავშვებში დაავადება უფრო მძიმედ, ხშირად ღებინებითაც კი მიმდინარეობს. კისრის ლიმფური კვანძები გადიდებულია. ავადმყოფობა საშუალოდ ერთ კვირას გრძელდება. ამის შემდეგ ყალიბდება ლაკუნური ანგინა. ამ დროს ჩირქი ტონზილის ზედაპირზე საცობების სახით მოჩანს. სიმპტომები და ხანგრძლივობა ისეთივე აქვს, როგორიც ფოლიკულურ ანგინას.
ანგინის მკურნალობა მის სიმძიმეზეა დამოკიდებული. ანტიბიოტიკებით თვითნებური მკურნალობა დაუშვებელია.
ანგინის დროს საჭიროა წოლითი რეჟიმი, ბევრი სითხე, სავლებების, საწუწნი აბების, საინჰალაციო საშუალებების გამოყენება. კარგია გვირილის, ევკალიპტის, სალბის ნაყენის გამოვლება. ეფექტური საშუალებაა თაფლი - ერთი საჩაროზე კოვზის წუწვნა დღეში სამჯერ, ჭამის წინ, თუმცა ალერგიის შემთხვევაში ეს მეთოდი მიუღებელია. მარგებელია ასევე ლიმონიანი ჩაი და უშაქრო ლიმონის ღეჭვაც.
ტონზილიტის ყოველგვარი ფორმის დროს და ოპერაციის შემდგომ პერიოდში ნაჩვენებია მცენარეული პრეპარატი ტონზილგონ-H, რომელსაც აქვს იმუნიტეტის მასტიმულირებელი, ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო და ანტივირუსული მოქმედება. მიღება შეიძლება დიდხანს.



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
"ოჯახის მკურნალი" ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ვებგვერდზე www.mkurnali.ge კითხვა-პასუხის უფასო სერვისი წლებია არსებობს. მასზე სტაბილურად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მომსახურების დახვეწა და განვითარება გადაწყდა.
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
თურმე, თუ დარიჩინშერეულ თაფლს პურს წაუსმევთ და ყოველდღიურად საუზმეზე მიირთმევთ, მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებას თავიდან აიცილებთ. თაფლში შერეული დარიჩინი არტერიებში ქოლესტერინის დონეს მნიშვნელოვნად აქვეითებს და განამტკიცებს გულის კუნთს.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ჰონგ-კონგში ატიპიური პნევმონიით დაავადებულ ადამიანთა ჯგუფს დაავადების სრულიად უჩვეულო სიმპტომები აღენიშნა, რაც მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ ვირუსი მუტაციას განიცდის.
ჩვენ ბოლო რამდენიმე წელიწადია სხვადასხვა დაავადების გადამტანებთან ბრძოლა ძალიან ინტენსიური გავხადეთ,
ყველა ვაქცინა, რაც საქართველოში შემოდის სახელმწიფო პროგრამით, მაღალი ხარისხისაა და აბსოლუტურად უსაფრთხოა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა
ნიდერლანდების სამეფოდან საქართველოში შემოტანილ ინდაურის ხორცში სალმონელა აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
ვენერული დაავადებები, ძველ დროს, უფრო ცნობილი იყო, როგორც „ქცევის დაავადებები“.
ჰერპესინფექციით დაავადებულები უნდა ერიდონ:
23 ოქტომბერი 2016
ასაკთან ერთად ადამიანებს სულ უფრო მეტად ერღვევათ ძილის პროცესი. მოხუცებულთა უმრავლესობა, ჩვეულებრივ, უძილობას უჩივის.
18 ოქტომბერი 2016
მეცნიერებმა 16 000 ადამიანის მონაწილეობით ჩატარებული 16 კვლევის შედეგები გააანალიზეს. მათ მოხალისეებში დნმ-ის მეთილირების დონე შეაფასეს.
დანიშნულების მიხედვით გამოყოფენ საყოფაცხოვრებო, სპორტულ, სპეციალურ სამუშაო, საბავშვო, სამხედრო, სამკურნალო და სხვა ფეხსაცმელს.

ფეხსაცმელი უნდა პასუხობდეს ჰიგიენურ პრინციპებს:

1) ჰქონდეს დაბალი თბოგამტარობა, უზრუნველყოს ფეხსაცმლის სივრცის მიკროკლიმატი, მისი ვენტილაცია;

ჭარბი წონის გამო ადამიანი მომხიბვლელობას რომ კარგავს და ვეღარც სასურველ სამოსს იხდენს, მყისვე დიეტას მიმართავს. სწრაფი შედეგის ეშხით, ამ დროს უმთავრესია, ზიანი არ მიადგეს ჯანმრთელობას.

საშიში
შიმშილი: წონის დაკლების ყველაზე ექსტრემალური და მავნე ხერხია - სრულიად არაფრის ჭამა; შიმშილი - ეს არის ძლიერი სტრესი ორგანიზმისთვის, რომელსაც ნებისმიერი დაავადების გამოწვევა შეუძლია. ძალიან ხშირად, “სადაც წვრილია, იქ წყდება”, ანუ თუ ორგანიზმში რაიმე სუსტი ადგილია, ის ზიანდება.

დაავადებული სახსრების მოვლა, სხვა პათოლოგიათა მსგავსად, რამდენიმე რჩევის გათვალისწინებასა და საჭირო ღონისძიებათა პერიოდულ თუ მუდმივ გატარებას გულისხმობს, რაც არც ისე ძნელია.

იკვებეთ ორგანიზმის სასიკეთოდ
სახსრების დაავადებებისას ერიდეთ მწარე, მჟავე და მლაშე კერძებს. ეცადეთ, მენიუ მცენარეული საკვებითა და ვიტამინებით გაამდიდროთ. განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანე ჩაი, ვაშლი, ქლიავი, ლიმონი, მოცვი და ქაცვი.