დავამარცხოთ გაციება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავამარცხოთ გაციება

- რატომ არის, რომ ადამიანი ყოველ სეზონზე ხდება ავად? რატომ არ ხდება იმუნიტეტის გამომუშავება, თუნდაც აცრების შემდეგ?

- საქმე ის არის, რომ მრვი (მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, ანუ სასუნთქი სისტემის მწვავე ვირუსული ინფექცია) შეიძლება გამოიწვიოს 300-მდე ვირუსმა, რომლებიც სხვადასხვა ოჯახს მიეკუთვნება, ამდენად, იმუნიტეტის გამომუშავება ყველა მათგანის მიმართ პარქტიკულად შეუძლებელია. ხალხში მოარული გამოთქმა "გაციებული ვარ მხოლოდ, ვირუსი არ მაქვს" - უმართებულოა. გაციებას ხშირად ეძახიან ცხვირცემინებასა და ცხვირიდან გამონადენის არსებობას. სინამდვილეში ეს არის რინოვირუსით გამოწვეული ინფექციური დაავადება (სხვათა შორის, ამ ვირუსის ასამდე სახეობაა ცნობილი). უბრალოდ, სიცივეში, ნესტსა და ქარში ორგანიზმის შეცივების გამო იმუნური სისტემა სუსტდება და დაავადების ალბათობა უფრო მეტია, ვიდრე მშრალ და თბილ ამინდში.

- როგორ გადავურჩეთ ცივ სეზონზე ვირუსებს?

- რაც უფრო ნაკლებ ხანს გავატარებთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მით უფრო ნაკლებია ალბათობა, ინფექცია შეგხვდეთ. ინფექციის წყარო, დაავადებული ადამიანი, ხველისა თუ ცემინების დროს გარემოში გამოყოფს ვირუსებს ნახველისა და ნერწყვის უმცირეს წვეთებთან ერთად. დაქვეითებული ან ჩამოუყალიბებელი იმუნიტეტისა და თერმორეგულაციის მქონე ბავშვები, რომლებიც დადიან საბავშვო ბაგა-ბაღებში, სკოლებში, სხვადასხვა წრეზე, ხშირად ინფიცირდებიან ერთმანეთისგან, თუმცა მეცნიერები არ გამორიცხავენ გრიპით ინფიცირების შესაძლებლობას ფრინველებისა და ზოგიერთი ცხოველისგან.

- რა განსხვავებაა რესპირაციულ, ანუ სასუნთქი სისტემის დაავადებებსა და სასუნთქი სისტემის ვირუსულ ინფექციებს შორის?

- რესპირაციული ინფექციები შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად:

  • მწვავე რესპირაციული დაავადებები - რომელიც აერთიანებს სასუნთქი სისტემის ყველა ინფექციას: ვირუსულს, ბაქტერიულს, ატიპურს - სურდოდან პნევმონიამდე;
  • მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციები - რომელშიც შედის მხოლოდ ვირუსული ბუნების დაავადებები: გრიპი, პარაგრიპი, ადენოვირუსი, რინოვირუსი და სხვა.

ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსი სასუნთქი გზების ლორწოვან გარსებში იჭრება და ინტენსიურ გამრავლებას იწყებს. მისი გამრავლებისდა კვალად, ორგანიზმში უფრო და უფრო მეტი უჯრედი ზიანდება. დაზიანებული უჯრედებიდან გამოიტყორცნება დიდი რაოდენობით ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება, რაც სათავეს უდებს ანთებითი რეაქციების კასკადს და საბოლოოდ დაავადების კლინიკური სურათიც ყალიბდება. საინკუბაციო პერიოდი გრძელდება 1-2 დღე, რის შემდეგაც იწყება დაავადების მწვავე პერიოდი და მისთვის დამახასიათებელი ნიშნებიც იჩენს თავს.

  • სხეულის ტემპერატურის მომატება 38-39 გრადუსამდე;
  • ცხვირით სუნთქვის გაძნელება ("გაჭედილი" ცხვირი);
  • ცემინება;
  • ყელის ტკივილი;
  • ხველა;
  • ტკივილისა და სიმძიმის შეგრძნება თავის, კუნთებისა და სახსრების არეში;
  • ცრემლდენა;
  • ცხელება-შემცივნება;
  • სისუსტე, ძილიანობა, უმადობა.

გამოჯანმრთელება იწყება 7-10 დღის შემდეგ.

- ხშირად რესპირაციულ ვირუსულ ინფექციას ბაქტერიულიც ერთვის. რატომ ხდება ეს და რა მოჰყვება ამას?

- საქმე ის არის, რომ ცხვირის ღრუში ბინადრობენ პირობით პათოგენური მიკროორგანიზმები. ჯანმრთელი ბავშვისთვის ეს მიკროორგანიზმები სახიფათონი არ არიან, ვირუსული ინფექციის დროს ზედა სასუნთქი გზების ეპითელური (ზედაპირული) შრე უხვად გამოიმუშავებს ლორწოს, მოციმციმე ეპითელური უჯრედების წამწამები კარგავენ მოძრაობის უნარს და ცხვირის დამცველობითი ფუნქცია ქვეითდება, ლორწოვანზე ყოვნდება ბაქტერიული მიკროფლორა და მიკროორგანიზმების აქტიური გამრავლება იწყება. ამრიგად, დაავადების მეორე-მესამე დღიდან რესპირატორულ ვირუსულ ინფექციას ერთვის ბაქტერიულიც, რაც თავს იჩენს გართულებების სახით.

- როგორ მოვიქცეთ, როდესაც ბავშვს მაღალი სიცხე აქვს?

- ყველა მშობელმა იცის, რომ მაღალი სიცხის დროს ბავშვს პარაცეტამოლი ან ნუროფენი უნდა მისცეს. თუ სიცხემ მაინც არ დაიკლო, გირჩევთ დაზელას, ოღონდ არა სპირტით, არამედ ჩვეულებრივი გრილი წყლისა და ძმრის ნარევით. ეს ხელს შეუწყობს კანის ზედაპირიდან აორთქლებას, ორგანიზმის გაგრილებას. გამოიძახეთ ექიმი, თუ ბავშვს, მიუხედავად ტემპერატურის დაწევისა, უჭირს სუნთქვა, აღებინებს, კუნთები დაჭიმული აქვს, წრიალებს. თუ სიცხის დროს ბავშვს ამცივნებს, არ გირჩევთ ჩათბუნებას - სიცხე უფრო მეტად აუწევს. 38,5 გრადუსამდე კი არც სიცხის დამწევი საშუალებების მიცემაა რეკომენდებული, თუ ბავშვს კრუნჩხვისადმი მიდრეკილება არ აქვს.

- როგორ მოვიქცეთ, თუ დაავადების ნიშნები რამდენიმე დღეა გრძელდება, მაგალითად, ტემპერატურა 5 დღეზე მეტია არ იკლებს?

- თუ ტემპერატურა 5 დღეზე მეტია მაღალია, ცხვირით სუნთქვა ჭირს, ყელის ტკივილი გრძელდება - უნდა მივმართოთ ექიმს. მხოლოდ მას შეუძლია, სწორად შეაფასოს ბავშვის მდგომარეობა, განასხვაოს ერთმანეთისგან გრიპი და საშიში მენინგოკოკური ინფექცია, დანიშნოს მკურნალობა. ვირუსული ინფექციის დროს ანტიბიოტიკები არ არის ნაჩვენები - ისინი ინიშნება თანდართული ბაქტერიული ინფექციის შემთხვევაში, რომელიც ლაბორატორიულმა გამოკვლევამაც უნდა დაადასტუროს.

- ავადმყოფობის დროს ბავშვები ხშირად კარგავენ მადას. დავაძალოთ საკვები?

- ნუ დააძალებთ. უმჯობესია, ისეთი რამ მოძებნოთ, რაც ბავშვს ესიამოვნება. სითხის მიღება კი აუცილებელია - მაღალი სიცხე, მით უმეტეს - რამდენიმედღიანი, ორგანიზმიდან სითხის აორთქლებას იწვევს, გაუწყლოება კი სახიფათოა. ამიტომ მენიუში უნდა ჩავრთოთ თხიერი საკვები - ბოსტნეულისა და წიწილის ბულიონი, ახალმოხარშული კომპოტი, ლიმონიანი, თაფლიანი, ჟოლოსმურაბიანი ჩაი, ასკილის ნაყენი.

- რა გართულებაა მოსალოდნელი რესპირატორული ვირუსული ინფექციის დროს?

- ყველაზე გავრცელებული გართულებებია:

  • ოტიტი (შუა ყურის ანთება);
  • სინუსიტები (ცხვირის დანამატი ღრუების ანთება);
  • პნევმონია (ფილტვების ანთება).

ამიტომ გირჩევთ, როგორი გამოცდილი დედაც არ უნდა იყოთ, ნებაზე ნუ მიუშვებთ რესპირატორულ ვირუსულ ინფექციას, დროულად მიმართეთ პედიატრს, ზედმიწევნით დაიცავით მისი რეკომენდაციები წოლითი რეჟიმის, დიეტის, ყელისა და პირის ღრუს რეგულარული სანაციის - გამოვლების, ცხვირის გამორეცხვის თაობაზე. ამით საგრძნობლად შეამცირებთ გართულებების რისკს.

პრაქტიკული რჩევები

ეპიდემიის პერიოდში ერიდეთ ბავშვთან ერთად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიარულს. პატარაობიდანვე ასწავლეთ ბავშვს, შინ დაბრუნებისას გულდასმით დაიბანოს ხელები საპნით. ხშირად ასეირნეთ ბავშვი სუფთა ჰაერზე და გაანიავეთ ოთახი. შინ ნუ შეუქმნით სათბურის პირობებს - ოთახის ოპტიმალური ტემპერატურა 20-22 გრადუსია. ადრეული ასაკიდან გააკაჟეთ, ავარჯიშეთ. კვებეთ ბალანსირებული, სრულფასოვანი, მრავალფეროვანი საკვებით - ხილით, ბოსტნეულით; პატარაობიდანვე შეაჩვიეთ ფიტონციდებით მდიდარ ხახვსა და ნიორს. ექიმთან შეთანხმებით, წელიწადში ორჯერ ჩაუტარეთ პოლივიტამინოთერაპია. ინფექციური დაავადებებისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება კი ვაქცინაციაა. ნუ დაარღვევთ აცრების კალენდარს. გაითვალისწინეთ პედიატრის რჩევები.