დავიცვათ თავი გრიპისგან! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავიცვათ თავი გრიპისგან!

გრიპი სერიოზული დაავადებაა. განსაკუთრებით სახიფათოა მისი გართულებები (თუ დაავადება ნებაზე მივუშვით, არ ვუმკურნალეთ). გრიპი ძირითადად ჰაერწვეთოვანი გზით გადაედება. ორგანიზმში შეჭრილი ვირუსი ხვდება სასუნთქ გზებში და შლის მისი ამომფენი უჯრედების ეპითელიუმს. ეს უჯრედები ბაქტერიებისგან იცავენ ორგანიზმს. მათი დაშლის შემდეგ ბაქტერიების ფილტვებში მოხვედრის ალბათობა იზრდება და შესაძლოა განვითარდეს გართულებები - ბრონქიტი ან პნევმონია. გრიპის ვირუსის თავისებურებაა მისი უნარი, შეიცვალოს სტრუქტურა, მოგვევლინოს ყოველწლიურად ახალი შტამების სახით.

- რა სიმპტომები ახასიათებს გრიპს?

- გრიპს იგივე სიმპტომები აქვს, რაც სასუნთქი სისტემის სხვა მწვავე ვირუსულ ინფექციებს. ჩვეულებრივ, იწყება მწვავედ - ტემპერატურა 38-39 გრადუსამდე იმატებს და გრძელდება რამდენიმე (საშუალოდ - 3-5) დღე. ბავშვი უჩივის სისუსტეს, თავის ტკივილს, სახსრებში ტეხას და კუნთების ტკივილს - ეს  ყველაფერი ინტოქსიკაციის ნიშნებია. შემდეგ ამას ერთვის სურდო, ხველა, ყელის ტკივილი (კატარული ნიშნები). თუ გრიპის ნიშნები შეამჩნიეთ, ნუ დაიწყებთ თვითმკურნალობას, მიმართეთ ექიმს. მხოლოდ მას შეუძლია მდგომარეობის შეფასება, გართულებების გამოვლენა და სწორი მკურნალობის დანიშვნა. ანტიბიოტიკის თვითნებურად მიღება არ შეიძლება. თუ არსებობს ბაქტერიული გართულების საფრთხე, ანტიბიოტიკს ექიმი შეგირჩევთ. ამ შემთხვევაში მისი მიღება აუცილებელია, განურჩევლად იმისა, თანახმაა თუ არა მშობელი.

- როდის არის მოსალოდნელი დაავადების გახშირება?

- გრიპით ავადობის პიკი, ჩვეულებრივ, წელიწადის ცივ პერიოდზე მოდის. განსაკუთრებით იმატებს დაავადებულთა რიცხვი იანვარსა და თებერვალში. თუ გადაწყვიტეთ, გრიპთან შეუპოვარ ბრძოლაში ჩაერთოთ და მისი თანმხლები გართულებებისგან  დაიცვათ შვილები, ნუ დაივიწყებთ პროფილაქტიკურ მეთოდებს. თადარიგი შემოდგომიდან - სექტემბერ-ოქტომბრიდან - დაიჭირეთ.

- რომელ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს გვირჩევთ?

- ბოლო ხანს ყველაზე ფართო გავრცელება პოვა პროფილაქტიკის მნიშვნელოვანმა მეთოდმა - გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციამ, თუმცა მისდამი დამოკიდებულება, თვით სამედიცინო წრეებშიც კი, არაერთგვაროვანია. ვაქცინა შეიცავს გრიპის ვირუსის ცილებს. ორგანიზმში მათი მოხვედრის შემდეგ იწყება სპეციფიკური ანტისხეულების გამომუშავება. ვაქცინაცია ხანგრძლივ დაცვას ვერ უზრუნველყოფს - ანტისხეულები თანდათან იშლება, ეს კი ნიშნავს, რომ საჭიროა, ვაქცინაცია ყოველ წელს გამეორდეს. გრიპის ვაქცინის რამდენიმე სახეობა არსებობს:

  • ცოცხალი ვაქცინა, რომელიც შეიცავს ცოცხალ დასუსტებულ გრიპის ვირუსებს;
  • ინაქტივირებული ვაქცინა, რომელიც შეიცავს დახოცილ (ინაქტივირებულ) ვირუსებს;
  • სპლიტ-ვაქცინა, რომელიც შეიცავს დაშლილი ვირუსის ნაწილებს - მის შინაგან და ზედაპირულ ცილებს;
  • სუბერთეული ვაქცინა, რომელიც ვირუსის მხოლოდ ზედაპირულ ცილებს შეიცავს.

ბოლო ორი სახეობით ვაქცინირება შეიძლება 6 თვიდან, ხოლო ცოცხალი და ინაქტივირებული ვაქცინები ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული. აცრები უნდა ჩატარდეს გრიპის სეზონის დადგომამდე რამდენიმე თვით ადრე, რათა ორგანიზმმა ანტისხეულების გამომუშავება მოასწროს. თუ პატარას პირველად ვცრით და მანამდე მას გრიპი არ გადაუტანია, რეკომენდებულია ვაქცინის ორი დოზის შეყვანა ოთხკვირიანი ინტერვალით. უნდა ითქვას, რომ ვაქცინაცია დაავადების განვითარებას არ გამორიცხავს, მაგრამ შანსი იმისა, რომ დაავადება მსუბუქად წარიმართება, გაცილებით მაღალია. ვაქცინაციის ეფექტურობა ბავშვებში საშუალოდ 80%-ს უტოლდება. არსებობს პროფილაქტიკის სხვა მეთოდებიც, რომლებიც ბავშვის იმუნური სისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად: გამაკაჟებელი პროცედურები, სუფთა ჰაერზე სეირნობა. ნუ დაივიწყებთ ვიტამინებს. კარგი იქნება, ბავშვის რაციონი მდიდარი იყოს ხილითა და ბოსტნეულით, მათი ნაკლებობის შემთხვევაში კი, მიეცით პოლივიტამინების კომპლექსი. ვიტამინების კომპლექსი გამოდის სხვადასხვა ფორმით - სიროფი, საღეჭი ტაბლეტი, დრაჟე, წვეთები... მათი შერჩევისას გაითვალისწინეთ ბავშვის ასაკი.  უმჯობესია, პოლივიტამინი ექიმმა შეგირჩიოთ ბავშვის ინდივიდუალური თვისებების გათვალისწინებით. ექიმი იმუნიტეტის მოსაძლიერებლად ხშირად ნიშნავს ჩ ვიტამინს - ასკორბინის მჟავას. ის ბევრია ციტრუსებში, კივიში, შავ მოცხარში. პროფილაქტიკისთვის გამოიყენება ინტერფერონის პრეპარატებიც. ინტერფერონი - ესაა ცილა, რომელსაც აქვს იმუნომოდულაციური თვისებები და ანტივირუსული მოქმედება. ინტერფერონს შესწევს უნარი, შეცვალოს უჯრედული მემბრანების თვისებები და ამით ხელი შეუშალოს ვირუსს უჯრედის შიგნით შეღწევაში. ინტერფერონი გამოდის ფხვნილის, სანთლების, ცხვირის წვეთების, აეროზოლის სახით და სხვა. აეროზოლი ყველაზე მოხერხებული და ეფექტური ფორმაა. მას ღრმად ასხურებენ ცხვირისა და პირის ღრუში, ეს ადგილები კი მდიდარია სისხლძარღვებით, ამიტომ ინტერფერონი სწრაფად იწყებს მოქმედებას. ინტერფერონის გამოყენება რეკომენდებულია სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექციების, მათ შორის - ნებისმიერი ტიპის გრიპის, პრეეპიდემიურ და ეპიდემიურ პერიოდებში, სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექციის განვითარების საწყის პერიოდში. განსაკუთრებით ეფექტურია მათთვის, ვისაც კონტაქტი აქვს ავადმყოფთან.

  • ჯანმრთელ ადამიანს ლარიფანს (ინტერფერონის აეროზოლი) პროფილაქტიკისთვის ასხურებენ დღეში 1-2-ჯერ.
  • ავადმყოფთან კონტაქტის მქონე პირებს - დღეში 3-5-ჯერ.
  • დაავადების პირველი სიმპტომებისას - დღეში 3-5-ჯერ 2-4 დღის განმავლობაში.
  • 5 წლამდე მისი გამოყენება მხოლოდ ექიმის რეკმენდაციით შეიძლება.
  • ინფექცია გადაედება არა მხოლოდ ჰაერწვეთოვანი გზით, არამედ  ჭუჭყიანი ხელებითაც ხელის ჩამორთმევის, კარის სახელურის, დაავადებულის პირადი ნივთების შეხების დროს. ცემინებისა თუ ხველის დროს ვირუსი ადვილად ხვდება საყოფაცხოვრებო ნივთებზე და თუ მათ შევეხეთ, მერე კი ხელები არ დავიბანეთ საპნით ან არ გავიწმინდეთ სპეციალური სპირტხსნარით, დაინფიცირების რისკი მაღალია.
  • გრიპის სეზონის დროს ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, გასართობ ცენტრებს, სტუმრიანობას.
  • სახლი ხშირად დაალაგეთ სველი წესით - მადეზინფიცირებელი ხსნარებით.
  • ხშირად გაანიავეთ სახლი, რეგულარულად გამოცვალეთ თეთრეული.
  • ოთახის განიავებისას ბავშვებს იმ ოთახში ნუ გააჩერებთ.
  • ყურადღება მიაქციეთ სანიტარულ მდგომარეობას სკოლებსა და ბაგა-ბაღებში - ლაგდება და ნიავდება თუ არა ოთახები წესების დაცვით.
  • მოითხოვეთ პედაგობებისგან, არ დაუშვან მეცადინეობაზე ისეთი ბავშვები, რომელთაც აქვთ აშკარა კატარული მოვლენები - ცემინება, სურდო, ხველა.