ვაქცინათა გალერეა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვაქცინათა გალერეა

ცოცხალ ვაქცინებს შენახვის საკმაოდ მკაცრი წესები აქვს. სამაგიეროდ, მათი ერთჯერადი შეყვანის შედეგად გაცილებით ძლიერი და ეფექტიანი უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტი ყალიბდება. უმრავლესობა ორგანიზმში შეჰყავთ პარენტერალური გზით - ინექციით. გამონაკლისს წარმოადგენს პოლიომიელიტის ვაქცინა, რომელიც ორგანიზმში პერორალურად, ანუ პირის ღრუდან, ენაზე დაწვეთებით შეიყვანება. მათი გამოყენებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო - მოსალოდნელია მიკრობთა ვირულენტური თვისების გააქტიურება, რამაც შესაძლოა აცრილი ადამიანი დააავადოს. ამიტომაც არის აუცილებელი ცოცხალი ვაქცინების საგულდაგულო კლინიკური ტესტირება და გამოცდა. იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანებს, რომლებიც იმუნოსუპრესორულ - იმუნიტეტის დამთრგუნველ - თერაპიას გადიან შიდსის ან სიმსივნის გამო, ცოცხალი ვაქცინების გამოყენება ეკრძალებათ.

ინაქტივირებული ვაქცინები

ინაქტივირებული ვაქცინების მისაღებად მიკროორგანიზმებზე ქიმიური ან სითბური ფაქტორებით მოქმედებენ, რაც ასუსტებს მათ ვირულენტობას ანუ დაავადების გამოწვევის უნარს. ასეთი ვაქცინები საკმაოდ უვნებელია, რადგან მათში არსებული მიკროორგანიზმების ვირულენტობის განახლება მოსალოდნელი  არ არის. ინაქტივირებული ვაქცინები ასტიმულირებს შედარებით სუსტ იმუნურ პასუხს, თანაც რამდენჯერმე შეყვანას ანუ ეტაპობრივ რევაქცინაციას მოითხოვს.

ანატოქსინები

დაავადების გამომწვევი ბევრი მიკროორგანიზმი საშიშია იმით, რომ გამოყოფს ეგზოტოქსინებს, რაც დაავადების ძირითად პათოგენურ ფაქტორს წარმოადგენს. ასეთებია დიფტერია, ტეტანუსი. მათ საწინააღმდეგოდ იყენებენ ანატოქსინებს. ანატოქსინთა მისაღებად გამოიყენება მიკროორგანიზმების მიერ გამოყოფილი ტოქსინები, რომლებსაც ყველაზე ხშირად ფორმალინის ან მაღალი ტემპერატურის დახმარებით უვნებელყოფენ. ანატოქსინები სწრაფად იწვევს მყარ იმუნურ პასუხს, რის გამოც მათ ექსტრემალური, სასწრაფო იმუნიტეტის ფორმირებისთვის მიმართავენ.

ახალი თაობის ვაქცინები

ახალი თაობისაა კონიუგირებული, სუბერთეულოვანი და რეკომბინანტური ვექტორული ვაქცინები.

კონიუგირებული ვაქცინები

ზოგიერთი საშიში დაავადების, მაგალითად, მენინგიტის, პნევმონიის, გამომწვევ ბაქტერიებს აქვთ ანტიგენები, რომლებსაც ახალშობილის მოუმწიფებელი იმუნური სისტემა ვერ არჩევს, ამიტომ პატარებს ეს დაავადებები გაცილებით ხშირად ემართებათ. სწორედ მათთვის შეიქმნა კონიუგირებული ვაქცინები - მათში დაავადების გამომწვევი მიკრობის ანტიგენი დაკავშირებულია სხვა მიკრობების ცილებთან ან ანტიგენებთან, რომელთაც იმუნური სისტემა უფრო ადვილად ამოიცნობს და მათთან კონტაქტისას დროულად ყალიბდება იმუნიტეტი კონიუგენური ანტიგენების მიმართ.

სუბერთეულოვანი ვაქცინები

სუბერთეულოვანი ვაქცინები შედგება ანტიგენის ფრაგმენტისგან, რომელსაც შეუძლია ადეკვატური იმუნური პასუხის უზრუნველყოფა. ეს შეიძლება იყოს როგორც მიკრობთა ნაწილები, ისე გენური ინჟინერიის გზით მიღებული ვაქცინები. სუბერთეულოვანი ვაქცინებია სტრეპტოკოკური ინფექციისა და A ტიპის მენიგოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინები, B ჰეპატიტის საწინააღმდეგო რეკომბინანტური ვაქცინა. 

რეკომბინანტური ვექტორული ვაქცინები

ვექტორი ან მატარებელი წარმოადგენს დასუსტებულ ვირუსს ან ბაქტერიას, რომლის შიგნითაც ჩასმულია სხვა მიკროორგანიზმის გენეტიკური მასალა - სწორედ ეს მიკროორგანიზმი წარმოადგენს დაავადების მიზეზს და მის მიმართ არის აუცილებელი პროტექციული იმუნიტეტის გამომუშავება.