ანაზღაურებს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო ენტეროვირუსული მენინგიტის მკურნალობას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ანაზღაურებს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო ენტეროვირუსული მენინგიტის მკურნალობას

ვირუსული მენინგიტის ინფექციური დაავადების მართვის პროგრამით, კრიტიკული მდგომარეობა 3 წლამდე პაციენტისთვის უფასოა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსის, მარინა დარახველიძის განმარტებით, ინფექციური დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულია თანაგადახდა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის.

"კერძოდ, 18 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის არის 20%-იანი თანაგადახდა, ხოლო 80%-ს ფარავს აღნიშნული პროგრამა. ვირუსული მენინგიტი გაერთიანებულია ნოზოლოგიურ ჯგუფში (ვირუსული ნეოირინფექციები), რომლის ღირებულებაა 680 ლარი. პაციენტი იხდის ამ თანხის 20%-ს, ანუ 136 ლარს.

ინფექციური დაავადების მართვის პროგრამით, 3 წლამდე კრიტიკული მდგომარეობის მკურნალობა პაციენტისთვის არის უფასო, 3-დან 18 წლამდე, კრიტიკული მდგომარეობა ფინანსდება თანაგადახდით. ანუ, 3 წლამდე არის უფასო, შემდეგ ფინანსდება 20%-იანი თანაგადახდით და 80% -ს ფარავს პროგრამა", - განაცხადა მარინა დარახველიძემ.

დარახველიძის თქმით, კრიტიკულ მდგომარეობას აქვს თავისი ღირებულება. არსებობს ორი კოდი - 5 დღიანი კრიტიკული და 12 დღიანი კრიტიკული. 5 დღიანი კოდის ჯამური ღირებულებაა 810 ლარი, 12 დღიანი კრიტიკულის - 1860 ლარი.

როგორც მარინა დარახველიძემ აღნიშნა, 18 წლამდე ასაკის პირი, ვინც არ მონაწილეობს ინფექციური დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში და მონაწილეობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, მათთვის გადაუდებელი კრიტიკული მდგომარეობა 15 ათასი ლარის ლიმიტის ფარგლებშია და უფასოა.

"სქემა არის დაახლოებით ასეთი - თუ პაციენტს აქვს დიაგნოზი ვირუსული მენინგიტი, კრიტიკული მდგომარეობით მოთავსდა დაწესებულებაში, რომელიც მონაწილეობს საყოველთაო ჯანდაცვაში, მომსახურება 15 ათასი ლარის ფარგლებში დაუფინანსდება სრულად. თუ პაციენტი ვირუსული მენინგიტით მოთავსდა კლინიკაში, რომელიც არ მონაწილეობს საყოველთაო ჯანდაცვაში, მაგრამ მონაწილეობს ინფექციური დაავადების მართვის პროგრამაში (მაგალითად ინფექციური პათოლოგიის, შიდსის ცენტრი საყოველთაო დაზღვევაში არ მონაწილებს, მარტო ინფექციურ პროგრამაში მონაწილეობს), დაფინანსება განისაზღვრება თანაგადახდის პრინციპით", - განაცხადა მარინა დარახველიძემ. იხილეთ აგრეთვე