როგორ დავიცვათ თავი ჰერპესის ვირუსისგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავიცვათ თავი ჰერპესის ვირუსისგან

ამჟამად მეცნიერები ჰერპესის ასამდე სახეობას იცნობენ, მაგრამ ადამიანს მხოლოდ რვა მათგანი ემუქრება.

ჰერპესის ვირუსის მკურნალობა აუცილებელია, მაგრამ, სამწუხაროდ, ვირუსის განადგურება ვერ ხერხდება - მიიღწევა არა სრული გამოჯანმრთელება, არამედ დაავადების ფარულ ფორმაში გადასვლა. ეფექტურია პერორალურად (შინაგანად) მისაღები ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობა. ანტივირუსული პრეპარატების ადგილობრივ გამოყენებას აზრი არ აქვს - ვირუსი ნერვულ განგლიებში ბუდობს და კანზე წასმული ანტივირუსული საშუალება მას ვერაფერს დააკლებს. თუმცა აუცილებელია დაზიანებული არის სათანადო მოვლა მეორეული ინფექციის თავიდან ასაცილებლად: ხშირი ბანა, ანტისეპტიკური ხსნარებით (ფიზიოლოგიური ხსნარით, უფერო კასტელანით) დამუშავება. ექიმი ნიშნავს ისეთ საფენებს, რომლებიც წყლულებს აშრობს და მათ სწრაფ ეპითელიზაციას (შეხორცებას) უწყობს ხელს.

პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა, არ დავინფიცირდეთ, რისთვისაც ცხოვრების ჯანსაღ წესს უნდა მივდიოთ და ჯანმრთელი სქესობრივი პარტნიორი გვყავდეს. ჰერპესვირუსით ინფიცირების შემთხვევაში კი პროფილაქტიკა გამწვავებისთვის ხელის შეშლას ისახავს მიზნად. ფარულ პერიოდში ნებისმიერი თანხვედრილი ინფექცია, ფილტვების ანთება იქნება ეს, გაციება, გრიპი თუ სხვა, ყოველთვის ააქტიურებს ჰერპესის ვირუსს, ამიტომ ეს რისკფაქტორი თავიდან უნდა იქნეს აცილებული. ლატენტურ ფაზაში მყოფ ვირუსს უნდა შეუქმნათ ისეთი პირობები, რომ არ გააქტიურდეს. ეს გულისხმობს სრულფასოვან კვებას, სუფთა ჰაერზე დიდხანს ყოფნას, დადებით ემოციებს და სხვ. იხილეთ სტატია "კიდევ ერთხელ ჰერპესის შესახებ"