ემუქრება თუ არა მსოფლიოს ებოლას ეპიდემია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ემუქრება თუ არა მსოფლიოს ებოლას ეპიდემია

ებოლას ცხელებით აფრიკაში დასნებოვნებული 33 წლის ამერიკელი ექიმი კენტ ბრენტლი აფრიკიდან აშშ-ის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში სპეციალური იზოლირებული კონტეინერით გადაიყვანეს.

სამედიცინო თვითმფრინავმა ავადმყოფი ჯორჯიის შტატის სამხედრო ბაზა დობინსში გადააფრინა, საიდანაც დაავადებული ექიმი სანიტარული ავტომობილით, პოლიციის ესკორტის თანხლებით, ატლანტაში, ემორის უნივერსიტეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აფრიკაში, 2014 წლის დასაწყისიდან ებოლას ვირუსს ემსხვერპლა 729 და დასნებოვნებულია 1323 ადამიანი.

ვირუსი აღმოჩენილია 1976 წელს ზაირში (ახლანდელი კონგოს სახალხო რესპუბლიკა), მდინარე ებოლას რაიონში.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მარგარეტ ჩანმა, დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ლიდერების სამიტზე განაცხადა, რომ ეს აფეთქება უფრო აქტიურად ვითარდება, ვიდრე ექიმების ძალისხმევა მის კონტროლზე. თუ მდგომარეობა გაუარესდება, შედეგები შესაძლოა კატასტროფული იყოს.

ახლანდელი უპრეცედენტო აფეთქება გამოწვეულია ებოლას ვირუსის ყველაზე საშიში და ლეტალური შტამით და გვემუქრება არა მარტო სიცოცხლის ახალ-ახალი დანაკარგით, არამედ სერიოზული სოციალურ-ეკონომიკური ძვრებითა და სხვა ქვეყნებში გავრცელებით. სპეციალისტების განცხადებით, დაავადება გავრცელდა საჰაერო ტრანსპორტის გზით, რაც იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლისათვის საშიში ვირუსი შეაღწევს არა მარტო მოსაზღვრე ქვეყნებში, არამედ ცხელების კერებისგან შორს მდებარე სახელმწიფოებშიც.

ძირითადი ფაქტები

ებოლას ვირუსით გამოწვეული დაავადება (წინათ ებოლას ჰემორაგიულ ცხელებად ცნობილი), წარმოადგენს მძიმე, ხშირად ადამიანისთვის სასიკვდილო დაავადებას. დაავადების აფეთქება ხდება, ძირითადად, ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ცალკეულ დასახლებებში, ტენიანი, ტროპიკული ტყეების მახლობლად.

ვირუსი ადამიანზე გადადის გარეული ცხოველებისგან კონტაქტური ან აირ-წვეთოვანი გზით და ვრცელდება დაავადებულ ადამიანთან, მის სისხლთან, ორგანოებთან უშუალო კონტაქტით. ებოლას ვირუსით დასნებოვნებულთა სიკვდიალიანობა 60-80%-ს აღწევს. სწორედ ამიტომ ეპიდემია ვერ ღებულობს პანდემიის (ფართო მასშტაბის ეპიდემიის) ფორმას.

დაავადებულს ესაჭიროება ინტენსიური სიმპტომური თერაპია. არ არსებობს კონკრეტული ლიცენზირებული მკურნალობა ან ვაქცინა არც ადამიანების და არც ცხოველებისთვის. ამავდროულად აფრიკაში მომუშავე ამერიკელი ექიმების მოსაზრებით, სიკვდილიანობის დონე შესაძლოა უფრო დაბალი ყოფილიყო ჯანდაცვის ნორმალური სისტემის პირობებში. დაავადების დროული გამოვლენისას გადარჩენის შანსი მატულობს.

პირველი სიმპტომები გრიპის მაგვარია. ვირუსი იწვევს ჰემორაგიულ ცხელებას, თავის ტკივილს და ზოგად სისუსტეს, ვითარდება დიარეა, ღებინება, გამონაყარი, ღვიძლთან და თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები. ზოგიერთ პაციენტში აღინიშნება შინაგანი და გარეგანი (თვალებიდან და ღრძილებიდან) სისხლდენა. ინკუბაციური პერიოდი 2-დან 21 დღემდეა.

ვიდრე ებოლას ვირუსით გამოწვეული ცხელების დიაგნოსტირება მოხდება, უნდა გამოირიცხოს შემდეგი დაავადებები: მალარია, მუცლის ტიფი, შიგელოზი, ქოლერა, ლეპტოსპიროზი, ჭირი, რიკეტსიოზი, შებრუნებითი ტიფი, მენინგიტი, ჰეპატიტი და სხვა სახის ვირუსული ჰემორაგიული ცხელება. ებოლას ვირუსული ინფექციის საბოლოო დიაგნოზი უნდა დაისვას მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებში მთელი რიგი ტესტების ჩატარების საფუძველზე.

ადამიანთა ვაქცინისა და ეფექტური მკურნალობის არარსებობის პირობებში, დაავადების განვითარების რისკის შესამცირებლად საჭიროა რისკის ფაქტორების შესახებ ადამიანთა ინფორმირება და დაცვის ინდივიდუალური ღონისძიებების ჩატარება.

ავტორი ლალი ჩხიკვაძე