სეფსისი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სეფსისი

“სისხლის დაჩირქება”

სეფსისს უხსოვარი დროიდან იცნობენ. ჰიპოკრატემდე მის განვითარებას სისხლის, ლორწოს, ყვითელი და შავი ნაღველის თანაფარდობის არევას მიაწერდნენ - სითხეებისა, რომლებზეც, იმდროინდელი წარმოდგენით, იყო დამოკიდებული ადამიანის ავად თუ კარგად ყოფნა. ჰიპოკრატე კი სეფსისს “სისხლის დაჩირქებად” მოიხსენიებდა და მას ცოფისა და ლეთარგიისგან განასხვავებდა. “სისხლის დაჩირქებისთვის” დამახასიათებელ სიმპტომებს კარგად იცნობდნენ გალენუსი და ავიცენაც.

სტატისტიკა

  • სეფსისი უდასტურდება 3-5-ს ყოველი 1000-1500 ქირურგიული პროფილის პაციენტიდან.
  • მკურნალობის თანამედროვე ქირურგიული და კონსერვატიული მეთოდების დახვეწისა და  უახლესი ანტიბიოტიკების გამოყენების მიუხედავად, სეფსისის გავრცელება არ იკლებს.
  • პათოლოგიის განვითარების სიხშირე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ძირითადი დაავადების პროფილზე. მაგალითად, თუ ტრავმატოლოგიურ პაციენტებში ის უვითარდება 0,1%-ს, მუცლის ღრუზე ჩატარებული ოპერაციების შემდეგ სეფსისის განვითარების მაჩვენებელი 10-%-ს აღწევს.
  • მეორე და მესამე თაობის ანტიბიოტიკების შექმნამდე სეფსისით გამოწვეული ლეტალობის მაჩვენებელი 70-90%-ს აღწევდა, კრიპტოგენური ფორმის დროს კი 100%-ს.
  • მოგვიანებით, ანტიბიოტიკების გავრცელებასთან ერთად, ლეტალობამ 23-25%-მდე დაიკლო.
  • გრამდადებითი მიკროფლორით გამოწვეული სეფსისის დროს ლეტალობის მაჩვენებელი გაცილებით  დაბალია - იგი ორჯერ ჩამოუვარდება გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით გამოწვეულს.

სეფსისი გახშირდა

სეფსისი დღემდე მიიჩნევა პაციენტთა სიცოცხლისთვის რეალური საფრთხის შემცველ მდგომარეობად.  1980-2000 წლებში სეფსისის შემთხვევებმა 3-ჯერ იმატა და 100 000 კაცზე 83-დან 240-ს მიაღწია. სამწუხაროდ, მატების ტენდენცია დღემდე  გრძელდება. უკანასკნელ ხანს სეფსისის სიხშირის მატება უკავშირდება შემდეგ ფაქტორებს:

  • მიკრობთა ანტიბიოტიკრეზისტენტული შტამების რაოდენობის ზრდას;
  • დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმებისადმი ორგანიზმის სენსიბილიზაციის მატებას;
  • ოპერაციული ჩარევების მოცულობისა და ფორმების გაფართოებას;
  • მკურნალობის პროცესში ინფუზიური თერაპიის ინტენსივობის მატებას;
  • სისხლძარღვშიდა კვლევის მეთოდების ფართო გამოყენებას, რომლებიც ზრდის გარემოსთან სისხლძარღვოვანი კალაპოტის კონტაქტს და ინფექციის გამომწვევებს ორგანიზმში მოხვედრას რამდენადმე უადვილებს.

შიდაჰოსპიტალური ფაქტორი

შიდაჰოსპიტალური ფაქტორი კვლავ აქტუალურია - სეფსისის მძიმე შემთხვევები არცთუ იშვიათად უკავშირდება შიდაჰოსპიტალურ ინფექციებს, ჩვეულებრივ, სტაფილოკოკურს - მას ნებისმიერ ჰოსპიტალიზებულ პირთან შეუძლია სეფსისის გამოწვევა. შიდაჰოსპიტალური შტამებით გამოწვეული სეფსისის მკურნალობა განსაკუთრებით რთულია, რადგან გამომწვევს უკვე გამოცდილი აქვს საკმაოდ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების მოქმედება, მიჩვეულია მათ და მათდამი მდგრადობას ამჟღავნებს. დღეს მსოფლიოში სეფსისის გამომწვევთა შორის ანტიბიოტიკრეზისტენტული შტამების რაოდენობამ კრიტიკულ მაჩვენებელს მიაღწია. ენტერობაქტერიების 60%-ზე მეტი მდგრადია ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ. შიდაჰოსპიტალური შტამებიდან კლებსიელათა 87% და ნაწლავის ჩხირის 73% ანტიბიოტიკთა მხოლოდ ერთი კლასისადმი ამჟღავნებს მგრძნობელობას.  წინათ სეფსისი უპირატესად ქირურგიული სტაციონარების პრობლემად მიაჩნდათ, თუმცა დღეს იგი არაქირურგიული პროფილის პაციენტთა პრობლემადაც მიიჩნევა.

სეფსისი კიბოსა და შიდსზე საშიშია

ყოველი წლის 13 სექტემბერს მსოფლიოში სეფსისთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. გლობალური ალიანსის განცხადებით, რომელიც ამ საშიში დაავადების პროფიალქტიკის მიზნით დაარსდა,  მსოფლიოში ყოველ წუთს 14 ადამიანი კვდება სეფსისით და ეს მაჩვენებელი აჭარბებს საშვილოსნოსა და პროსტატის კიბოთი, აგრეთვე შიდსით გამოწვეული სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელს.

შენიღბული სეფსისი

ქრონიკული სეფსისი ორგანიზმში შესაძლოა წლობით მიმდინარეობდეს და მხოლოდ პერიოდულად იჩენდეს თავს არცთუ მკაფიო სიმპტომებით. პროცესი ქრონიკულ ხასიათს იძენს ბაქტერიებითა და სოკოვანი ორგანიზმებით გამოწვეული პნევმონიისა და გულის შიგნითა გარსის ანთების შედეგად.