საზაფხულო ინფექციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საზაფხულო ინფექციები

- პატარებთან ერთად მოგზაურობა სულ უფრო პოპულარული ხდება. მშობლები აღარ უფრთხიან შორეულ ქვეყნებში ბავშვების წაყვანას. ერთობლივი მოგზაურობა ოჯახს სიმტკიცეს მატებს, შესაძლებლობას აძლევს, ერთად გადაიტანონ დაუვიწყარი თავგადასავლები და ენერგიითა და დადებითი ემოციებით სავსე დაბრუნდნენ შინ. მთავარია, გზაზე არ გადაგეღობოთ ნაწლავური ინფექცია, რომელსაც, არცთუ უსაფუძვლოდ, მოგზაურთა დაავადების სახელწოდებით მოიხსენიებენ. მას ნამდვილად შეუძლია არდადეგების გაფუჭება. გაითვალისწინეთ, რომ წელიწადის თბილ პერიოდში მავნე მიკროორგანიზმები განსაკუთრებით სწრაფად მრავლდება.

ნაწლავის ჩხირი (ეშერიხია)

ორგანიზმში დიდი ოდენობით მოხვედრილ ნაწლავის ჩხირს შეუძლია გამოიწვიოს ისეთი დაავადებები, როგორებიცაა:

  • ცისტიტი - შარდის ბუშტის ანთება;
  • პნევმონია - ფილტვების ანთება;
  • ენტერიტი - ნაწლავების ანთება,რომელსაც თან ხლავს დიარეა (ნაწლავთა აშლილობა).

აგრესიული ნაწლავის ჩხირი უტევს ხორცის, თევზისა და ბოსტნეულის კერძებს, რომელშიც ის უმთავრესად ჭუჭყიანი ხელებიდან ხვდება. პროდუქტებში დაგროვილ და გამრავლებულ ბაქტრიას მძიმე ტოქსიკოინფექციის გამოწვევა შეუძლია. ის უმთავრესად ცხელ ქვეყნებში გვხვდება და იწვევს მოგზაურთა დიარეას, რომელიც მოგვაგონებს ქოლერას და ორგანიზმის გაუწყლოებამდე მივყავართ.

სალმონელა

სალმონელაც გამოყოფს სახიფათო ტოქსინს, რომელიც მწვავე მოწამვლას იწვევს. მისი ნიშნებია პირღებინება და ნაწლავთა ძლიერი აშლილობა, რომელსაც შეუძლია, ორგანიზმის გამოშრობამდე მიგვიყვანოს. სალმონელა ხშირად გვხვდება ქათმის კვერცხში, უმ ხორცში, ამიტომ ერიდეთ თერმულად კარგად დაუმუშავებელ საკვებს.

შიგელა

შიგელა წყლის მეშვეობით ვრცელდება და მძიმე დაავადებას იწვევს. ამ დაავადებას დიზენტერიის სახელით იცნობენ. მისთვის დამახასიათებელია ტემპერატურა, მუცლის ტკივილი და ჭინთვები, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, განავალში - სისხლიანი ლორწო. დროული ჩარევის გარეშე ეს დაავადებაც ორგანიზმის გამოშრობას განაპირობებს.


ლამბლია

ლამბლია ჰელმინთია, ადამიანის ორგანიზმში მოპარაზიტე ჭია. ორგანიზმში მოხვედრისა და გამრავლების შემდეგ ის ნაწლავური ინფექციის მსგავს სიმპტომებს - პირღებინებას, ნაწლავთა აშლილობისა და შეკრულობის მონაცვლეობას იწვევს. ლამბლია ქლორიან წყალსაც კი უძლებს. ის უმთავრესად ჭუჭყიანი ხელებით გადაეცემა.

- როგორ დავიცვათ თავი ნაწლავური ინფექციებისგან?

- მთავარია სისუფთავის, ჰიგიენის წესების დაცვა. ეს არცთუ ადვილი საქმეა - ცნობისმოყვარე პატარებს ყველაფრის შეხება, გასინჯვა, პირში ჩადება სჩვევიათ. ქვიშაში თამაშის შემდეგ ჭუჭყიანი ხელებით ისე უცბად იტაცებს პირში ვაშლს, რომ თვალსაც ვერ შეასწრებთ, ან წყლით სავსე გასაბერ აუზში ჩაყრის მიწიდან აღებულ ქვებსა თუ კენჭებს და ჩაყვინთავს... დედამ უნდა იცოდეს, რომ გარემოში მოხვედრილი ბაქტერია ორ კვირამდე ინარჩუნებს სიცოცხლის უნარს, ხოლო მაცივარში - ზოგჯერ თვეზე მეტხანსაც. ბაქტერიები ერთნაირად უტევენ როგორც ბავშვის, ისე უფროსების ორგანიზმს. დაბინძურებული ნივთები და საკვები დიდისა თუ პატარისთვის ერთნაირად სახიფათოა. პირადი ჰიგიენის დაცვა სავალდებულოა უფროსებისთვისაც, ვინაიდან ისინი პასუხს აგებენ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ბავშვების ჯანმრთელობაზეც.

- კიდევ რა წესები უნდა დავიცვათ?

- მნიშვნელობა არ აქვს, სად მიდიხართ - აუცილებლად წაიღეთ თან:

  • მზისგან დამცავი კრემი;
  • ბავშვის საყვარელი სათამაშო;
  • საბავშვო (არაალერგენული) სარეცხი ფხვნილი;
  • მადეზინფიცირებელი ეფექტის მქონე საწმენდი საშუალება (მაგალითად, დომესტოსის გელი).

თუ თვითმფრინავი გაფრენას აგვიანებს ან პირიქით, თქვენ მოგიწიათ აეროპორტში მეტისმეტად ადრე მისვლა, საერთო დარბაზში წახემსებას არ გირჩევთ. ყველა აეროპორტში არის დედისა და ბავშვის ოთახი, სადაც შეგიძლიათ აჭამოთ ან საფენი გამოუცვალოთ ბავშვს. პროცედურის ჩატარების შემდეგ არ დაივიწყოთ ხელების დაბანა საპნით ან გაწმენდა სველი ხელსახოცით. როდესაც დანიშნულების ადგილას ჩახვალთ, პირველ რიგში იკითხეთ, სად არის მედპუნქტი და რომელ საათებში მუშაობს. სეირნობიდან თუ პლაჟიდან დაბრუნების შემდეგ გულმოდგინედ გარეცხეთ ბავშვის სათამაშოები. შეგიძლიათ, ცოტაოდენი სადეზინფექციო  ხსნარი წყალში გააზავოთ, დაასველოთ მასში ღრუბელი და ამით გაწმინდოთ, მერე კი სუფთა გამდინარე წყალი გადაავლეთ. ხილი და ბოსტნეული ჭამამდე საგულდაგულოდ გარეცხეთ. ნუ დაჭრით გარეცხილ ხილს გაურეცხავი დანით, ნუ მიაწვდით ბავშვს დაუბანელი ხელით. თუ ბავშვმა დაჭრილი ხილი დატოვა, შეინახეთ მაცივარში - გარეთ დატოვება, თუნდაც ზემოდან რამე გადააფაროთ, საშიშია. ერიდეთ პლაჟზე ან ქუჩაში საკვების (მოხარშული სიმინდის, ფუნთუშების) ყიდვას და ჭამას. საჭრელ დაფას გაურეცხავს ნუ შეინახავთ; ხორცის ან თევზის შემდეგ პირდაპირ ნუ დაჭრით მასზე ბოსტნეულს - აუცილებლად გარეცხეთ. ნუ შეჭამთ და მით უმეტეს ნუ აჭმევთ ბავშვს გაფუჭებულ ხილსა და ბოსტნეულს. ხშირად დაასუფთავეთ მაცივარი.

- რას გულისხმობს პირველი დახმარება ნაწლავური ინფექციების დროს?

- ნაწლავური ინფექციები იმითაა საშიში, რომ იწვევს ორგანიზმის გამოშრობას, რომელიც შესაძლოა სიცოცხლისთვის შეუთავსებელიც კი გახდეს. პირველი დახმარებისთვის გამოგადგებათ ელექტროლიტების (ORS) ხსნარი ან უგაზო მინერალური წყალი. თუ არც ერთი გაქვთ და არც მეორე და არც აფთიაქია ახლოს, შეგიძლიათ, 1 ლ წყალში გახსნათ 1 ჩაის კოვზი სუფრის მარილი და 1 ჩაის კოვზი შაქრის ფხვნილი და ასვათ ბავშვს ყლუპობით 5-10 წუთში ერთხელ. გახსოვდეთ - ნაწლავური ინფექცია იმუნიტეტს არ ტოვებს და რამდენჯერაც დაარღვევთ ჰიგიენურ რეჟიმს, იმდენჯერვე ემსხვერპლებით ბაქტერიების შემოსევას.