ესპანეთში ებოლას ცხელებით მედდა დასნებოვნდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ესპანეთში ებოლას ცხელებით მედდა დასნებოვნდა

.

EFE-ის მონაცემებით, ებოლას ვირუსზე დადებითი აღმოჩნდა იმ მედდის ანალიზები, რომელიც "კარლოს მესამეს" სახელობის კლინიკაში უვლიდა სიერა-ლეონეში ებოლას ცხელებით დაავადებულ მღვდელ მანუელ გარსია ვიეხოს.

დღეისათვის ქალბატონი ალკორკონის (მადრიდი) ჰოსპიტალში იმყოფება.

მანუელ გარსია ვიეხო 25 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის გახლდათ მეორე ესპანელი, რომელიც ამ სასიკვდილო ვირუსისგან დაიღუპა. მანამდე, 12 აგვისტოს გარდაიცვალა მღვდელი მიგელ პახარესი, რომელიც ლიბერიაში დაავადდა და სამკურნალოდ სამშობლოში გადაიყვანეს.

ებოლას ვირუსი სწრაფად ვრცელდება დასავლეთ აფრიკაში, დასნებოვნების შემთხვევები დარეგისტრირებულია ლიბერიაში, სიერა-ლეონეში, გვინეაში, ნიგერიაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და სენეგალში.

გასულ პარასკევს გამოქვეყნებული მონაცემებით, ებოლას ცხელებით გარდაცვლილთა რაოდენობა 3431-ს აღწევს, დასნებოვნებულია7470 ადამიანი.

ვირუსის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს.

ავტორი ლალი ჩხიკვაძე