როგორ მივხვდეთ გართულდა თუ არა გრიპი პნევმონიით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მივხვდეთ გართულდა თუ არა გრიპი პნევმონიით

როდესაც გრიპიანი პაციენტის მდგომარეობა რამდენიმე დღეში გაუმჯობესების ნაცვლად უარესდება, ცხელება არ იკლებს, ჩნდება ქოშინი, ვითარდება ციანოზი (ტუჩების სილურჯე), ნახველს ერევა სისხლი, - ექიმი ფილტვების ანთებას ვარაუდობს. ამ ნიშნების შემჩნევისას პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას. მას გასინჯავენ, ჩაუტარებენ რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, ნახველის ანალიზს და დაუსვამენ დიაგნოზს.

ცნობილია, რომ გრიპის ვირუსით გამოწვეული ფილტვების ანთებისადმი განწყობილნი არიან ადამიანები, რომელთაც გულის დაავადებები აქვთ, განსაკუთრებით - ის პაციენტები, რომლებიც დაავადებულნი არიან გულის მანკის ერთ-ერთი ნაირსახეობით - მიტრალური ხვრელის სტენოზით.

ვირუსული ფილტვების ანთების რისკი მაღალია ხანშიშესულ ადამიანებს შორის, თუ ისინი დაავადებულნი არიან ფილტვების ქრონიკული დაავადებით - ქრონიკული ბრონქიტით ან ბრონქული ასთმით.

ფილტვების მეორეული ბაქტერიული ანთების შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობა თავდაპირველად უმჯობესდება, მაგრამ 2-3 დღის შემდეგ ტემპერატურა ისევ იმატებს, იწყება ხველა, გამოიყოფა მყრალი ნახველი, გასინჯვისა და რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს ვლინდება ფილტვების ანთებისთვის დამახასიათებელი ნიშნები.

მეორეულ ბაქტერიულ პნევმონიას იწვევს სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი და ინფლუენცას ჩხირი. ეს მიკროორგანიზმები ყველა ჯანმრთელი ადამიანის ცხვირ-ხახაში ბინადრობენ. მათი აქტივაცია მაშინ ხდება, როცა ბრონქებისა და ფილტვების თავდაცვითი მექანიზმები სუსტდება.

მეორეული ბაქტერიული ფილტვების ანთება უმთავრესად იმ ადამიანებს შორის გვხვდება, რომელთაც აქვთ გულისა და ფილტვების ქრონიკული დაავადებები. ხშირია ასეთი გართულება ხანდაზმულებს შორისაც. თუ ანტიბიოტიკებით მკურნალობა დაუყოვნებლივ დაიწყო, დაავადება იკურნება.

იხილეთ აგრეთვე სტატია "ვის უქადის გრიპი განსაკუთრებულ საფრთხეს"