გაერო დეკემბერში, ებოლას ვირუსით, კვირაში 10 ათასამდე ადამიანის დაინფიცირებას პროგნოზირებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაერო დეკემბერში, ებოლას ვირუსით, კვირაში 10 ათასამდე ადამიანის დაინფიცირებას პროგნოზირებს

გაეროს ებოლას ეპიდემიასთან ბრძოლის მისიის ხელმძღვანელის ენტონი ბენბერის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოება ვირუსის გავრცელების ტემპებს ვერ უსწრებს. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, გაეროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ვირუსი იმაზე სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მედიკოსები სათანადო ზომებს იღებენ.

ბენბერის განცხადებით, დეკემბრისთვის კვირაში 10 ათასამდე ადამიანის დაავადებაა მოსალოდნელი. მისივე თქმით, თუკი ებოლას შეჩერებას ვერ შეძლებენ, მსოფლიო აღმოჩნდება სრულიად უპრეცედენტო ვითარებაში, რისთვისაც მოქმედების გეგმა არ არსებობს.

გაეროს წარმომადგენელი გამოდის მოწოდებით, გამოიყოს მეტი თანხა სამკურნალო დაწესებულებებისა და სამედიცინო პერსონალის დასაფინანსებლად.

ბოლო მონაცემებით, ებოლას ვირუსით ამ დროისთვის 8914 ადამიანია დაავადებული და არსებობს საშიშროება, რომ კვირის ბოლომდე მათი რიცხვი 9 ათასამდე გაიზარდოს.

ძირითადი ფაქტები

ებოლას ვირუსით გამოწვეული დაავადება (წინათ ებოლას ჰემორაგიულ ცხელებად ცნობილი), წარმოადგენს მძიმე, ხშირად ადამიანისთვის სასიკვდილო დაავადებას. დაავადების აფეთქება ხდება, ძირითადად, ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ცალკეულ დასახლებებში, ტენიანი, ტროპიკული ტყეების მახლობლად.

ვირუსი ადამიანზე გადადის გარეული ცხოველებისგან კონტაქტური ან აირ-წვეთოვანი გზით და ვრცელდება დაავადებულ ადამიანთან, მის სისხლთან, ორგანოებთან უშუალო კონტაქტით. ებოლას ვირუსით დასნებოვნებულთა სიკვდიალიანობა 60-80%-ს აღწევს. სწორედ ამიტომ ეპიდემია ვერ ღებულობს პანდემიის (ფართო მასშტაბის ეპიდემიის) ფორმას.

დაავადებულს ესაჭიროება ინტენსიური სიმპტომური თერაპია. არ არსებობს კონკრეტული ლიცენზირებული მკურნალობა ან ვაქცინა არც ადამიანების და არც ცხოველებისთვის. ამავდროულად აფრიკაში მომუშავე ამერიკელი ექიმების მოსაზრებით, სიკვდილიანობის დონე შესაძლოა უფრო დაბალი ყოფილიყო ჯანდაცვის ნორმალური სისტემის პირობებში. დაავადების დროული გამოვლენისას გადარჩენის შანსი მატულობს.

პირველი სიმპტომები გრიპის მაგვარია. ვირუსი იწვევს ჰემორაგიულ ცხელებას, თავის ტკივილს და ზოგად სისუსტეს, ვითარდება დიარეა, ღებინება, გამონაყარი, ღვიძლთან და თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები. ზოგიერთ პაციენტში აღინიშნება შინაგანი და გარეგანი (თვალებიდან და ღრძილებიდან) სისხლდენა. ინკუბაციური პერიოდი 2-დან 21 დღემდეა.

ვიდრე ებოლას ვირუსით გამოწვეული ცხელების დიაგნოსტირება მოხდება, უნდა გამოირიცხოს შემდეგი დაავადებები: მალარია, მუცლის ტიფი, შიგელოზი, ქოლერა, ლეპტოსპიროზი, ჭირი, რიკეტსიოზი, შებრუნებითი ტიფი, მენინგიტი, ჰეპატიტი და სხვა სახის ვირუსული ჰემორაგიული ცხელება. ებოლას ვირუსული ინფექციის საბოლოო დიაგნოზი უნდა დაისვას მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებში მთელი რიგი ტესტების ჩატარების საფუძველზე.

ადამიანთა ვაქცინისა და ეფექტური მკურნალობის არარსებობის პირობებში, დაავადების განვითარების რისკის შესამცირებლად საჭიროა რისკის ფაქტორების შესახებ ადამიანთა ინფორმირება და დაცვის ინდივიდუალური ღონისძიებების ჩატარება.