როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან გრიპი და ბანალური გაციება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან გრიპი და ბანალური გაციება

ტემპერატურის ოდნავი მატებისა და გრიპის მსგავსი სიმპტომების გამოვლენისას ბევრი გრიპის საწინააღმდეგო მკურნალობას იწყებს. სინამდვილეში მათი გარჩევა რთული არ არის:

გაციებისას ტემპერატურა უმნიშვნელოდ (37-37,5 გრადუსამდე) იმატებს, გრიპის დროს კი სიცხე დაავადების პირველივე დღეს აღწევს 39-40 გრადუსს და 3-4 დღის განმავლობაში გრძელდება.

გრიპს თან სდევს ძლიერი ინტოქსიკაცია (ოფლდენა, ძლიერი თავის ტკივილი, მთელ ტანში ტეხის შეგრძნება, შემცივნება), გაციებისას კი ეს მოვლენები ძალიან სუსტია.

გაციებისას დასაწყისშივე ვითარდება ძლიერი სურდო, ხოლო გრიპის დროს სურდო დაავადების მესამე-მეოთხე დღეს იჩენს თავს.

გაციებისას ხველა, წესისამებრ, მშრალია და დასაწყისშივე ვითარდება, გრიპის დროს კი ის 2-3 დღის შემდეგ ვლინდება, ნახველიანია და აქვს შეტევითი, მტანჯველი ხასიათი.

იხილეთ ვრცლად "გრიპი"