ქართველი მეცნიერის აღმოჩენა ახალი სიტყვა სეფსისოლოგიაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქართველი მეცნიერის აღმოჩენა ახალი სიტყვა სეფსისოლოგიაში

მეცნიერმა აჩვენა, რომ კრიპტოგენული სეფსისის ნიღბით უმეტესად ნაწლავური წარმოშობის სეფსისი მიმდინარეობს, რომ პათოლოგიური პროცესის გენერალიზაციის მიზეზი სწორედ ნაწლავებიდან პირობით-პათოგენური ინფექციის შეჭრაა. იგორ დოლიძის აღმოჩენა ახალი სიტყვა იყო როგორც დიაგნოსტიკის, ასევე მკურნალობის კუთხით. ამ ნოვაციამ აღიარება პოვა ისეთ ცნობილ კლინიცისტებს შორის, როგორებიც არიან ზ. ბარკაგანი, ბ. ბოგომოლოვი (რუსეთი), ჟ. რებენოკი (ბელორუსია), ჩარლზ აბრამსონი, ქეთრინ ნოკა (აშშ). ნაშრომი “ნაწლავისმიერი სეფსისი, ეტიოლოგია, პათოგენეზი, დიაგნოსტიკა, მკურნალობა თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით”, რომელიც იგორ დოლიძემ დაიცვა 1993 წელს, სამეცნიერო საატესტაციო საბჭოს წევრებმა, პროფესორებმა გ. რცხილაძემ და ა. ხოჭავამ, შეაფასეს როგორც ახალი, დღემდე უცნობი ნოზოლოგიური ერთეულის აღმოჩენა, რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ზ. ბარკაგანმა კი ნაშრომს უწოდა ეპოქალური მოვლენა თანამედროვე სეფსისოლოგიის განვითარებაში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამ მეცნიერებაში ახალ მიმართულებას და გადაშალა ახალი ფურცელი. იგორ დოლიძე ვახტანგ ბოჭორიშვილის ინფექციური სკოლის ღირსეული წარმომადგენელია, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ენერგოინფორმაციულ მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი, საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, 154 სამეცნიერო შრომისა და 6 მონოგრაფიის ავტორი გახლავთ. 75 წლის მეცნიერი დღესაც თავდაუზოგავად იღვწის ახალგაზრდა თაობის განათლებისთვის. ამჟამად ბატონი იგორი თბილისის სახელმწიფო სპორტის უნივერსიტეტში ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ასოცირებული პროფესორი და უნივერსიტეტ “გეომედის” ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის დეპარტამენტის პროფესორია.

- სეფსისი თანამედროვე მედიცინის ურთულესი და ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. როგორც არსებული ლიტერატურიდანაა ცნობილი, სეფსისით ავადობა არათუ არ იკლებს, ზოგიერთი ავტორის მონაცემებით, იმატებს კიდეც (განსაკუთრებით - კრიპტოგენული სეფსისი). სეფსისი მაღალ ლეტალობას განაპირობებს და საკმაოდ დიდია მისი წილი მოსახლეობის სიკვდილიანობაში. ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, ყოველ წელს სეფსისით უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე შიდსით, რომელიც ნომერ პირველ პრობლემად არის გამოცხადებული. ოპტიმისტური განწყობილება, რომელიც ანტიბიოტიკების შემოღებასთან ერთად ჩაისახა სეფსისური დაავადებების მკურნალობის პერსპექტივის თვალსაზრისით, ამაო აღმოჩნდა. უკანასკნელ წლებში სეფსისით ავადობის სიხშირე გაუთანაბრდა ანტიბიოტიკების შექმნამდე არსებულ მაჩვენებელს. უფრო მეტიც - ბოლო ხანს, მიკრობთა ანტიბიოტიკგამძლე ფორმების რიცხვის ზრდისა და მოზრდილთა ორგანიზმის რეზისტენტობის საერთო დაქვეითების ფონზე, აღინიშნება სეპტიკური პროცესებით ავადობის მატების ტენდენცია. ამრიგად, ვერ უარვყოფთ, რომ სეფსისი ღრმა და რთულად მოსაგვარებელი პრობლემაა.


- თქვენს აღმოჩენაზე რას გვეტყვით, როგორ მიხვედით ამ დასკვნამდე?

- ექიმ კლინიცისტთა განსაკუთრებულ თეორიულ და პრაქტიკულ ინტერესს იწვევს კრიპტოგენული სეფსისი. ამ დაავადების მნიშვნელოვანი წილი წარმოადგენს ნაწლავური წარმოშობის სეფსისს ერთგვარი ნიღბით, რაც ართულებს მის დროულ ამოცნობას (დიაგნოსტიკას), მკურნალობასა და პროფილაქტიკას. სეფსისის დიაგნოსტიკის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინფექციის კარიბჭის დადგენას, მით უმეტეს, რომ უამისოდ შეუძლებელია სეფსისის წარმოშობა და მისი განვითარება. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ უნდა ვეცადოთ დავადგინოთ პირველადი კერა ან ინფექციის კარიბჭე და ამით კრიპტოგენული სეფსისი გადავაქციოთ არაკრიპტოგენულ ანუ ისეთ სეფსისად, რომლის წყარო და კარიბჭე დადგენილია. ლიტერატურაში ვხვდებით მონაცემებს იმის თაობაზე, რომ კრიპტოგენული სეფსისი 40-50 პროცენტით გახშირდა, რასაც აშკარა კავშირი აქვს სეფსისის სახეობასთან: ქირურგიული სეფსისის დროს ეს პროცენტი მინიმალურია, თერაპიულისა და პედიატრიულის დროს კი საკმაოდ მაღალი.

- თქვენს აღმოჩენას გარდატეხა უნდა მოეხდინა სეფსისოლოგიაში როგორც დიაგნოსტიკის, ასევე მკურნალობის კუთხით...

- ტერმინი “ნაწლავისმიერი სეფსისი”, ჩვეულებრივ, აღიარებულია პედიატრების მიერ (ნაწლავური წარმოშობის სეფსისის აღსანიშნავად ერთ წლამდე ასაკის ბავშვებთან), ხოლო თერაპევტების პრაქტიკაში არ გვხვდება. მოზრდილებთან ნაწლავისმიერი სეფსისი მიმდინარეობს თერაპიული (გულის იშემიური დაავადება, კოლაგენოზური კარდიომიოპათია, პლევროპნევმონია პლევროდიაფრაგმული სინდრომით და სხვა), ქირურგიული (მწვავე მუცელი, აპენდიციტი, თირკმლის კოლიკა, ქოლეცისტიტი), ინფექციური (მილიარული ტუბერკულოზი, სალმონელოზისა და იერსინიოზის გენერალიზებული ფორმები, მუცლის ტიფი, ენტეროვირუსული ინფექციები), ჰემატოლოგიური (ლიმფომები, ლიმფოგრანულომატოზი და სხვა) დაავადებების ნიღბით, რასაც მცდარ დიაგნოზამდე, დაგვიანებულ მკურნალობამდე და ამის შედეგად - მაღალ ლეტალობამდე მივყავართ. ნაწლავისმიერ სეფსისს მრავალი კლინიცისტი განმარტავს როგორც კრიპტოგენულ სეფსისს (სეფსისი ინფექციის უხილავი კარიბჭით). მიუხედავად იმისა, რომ აღიარებულია ნაწლავების როლი სეფსისის სხვადასხვა კლინიკურ-პათოგენეზური ფორმის (სეპტიცემია, სეპტიკოპიემია, სეფსისური ენდოკარდიტი) განვითარებაში, მიზეზად სახელდება დეკომპენსირებული ნაწლავური დისბაქტერიოზი და სტრესული სიტუაციები, მრავალი ავტორი დაუმსახურებლად გვერდს უვლის კლინიკურ პრაქტიკაში ტერმინის “ნაწლავური სეფსისი მოზრდილებში” დამკვიდრებას, კლინიკურ პრაქტიკაში ამ ცნების შემოღება კი უთუოდ შეუწყობს ხელს ადრეულ დიაგნოსტიკას და, შესაბამისად, სეფსისის კონკრეტული სახეობის წარმატებულ მკურნალობას. ნაწლავისმიერი სეფსისი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიმდინარეობს კრიპტოგენული სეფსისის კლინიკური სურათის ნიღბით, ამიტომ მისი დიაგნოსტიკა ძალზე ძნელია და პრაქტიკულ მედიცინაში გადაუჭრელ ზოგადკლინიკურ პრობლემას წარმოადგენს. საქმე ის არის, რომ ადამიანის ნებისმიერი დაავადება - თერაპიული, ქირურგიული, ინფექციური, ჰემატოლოგიური თუ სხვა - განსაზღვრული ფაქტორების ზემოქმედების შედეგად შესაძლოა დამძიმდეს ნაწლავური დეკომპენსირებული დისბაქტერიოზის ფონზე განვითარებული სეფსისის სხვადასხვა კლინიკური ფორმის (სეპტიცემია, სეპტიკოპიემია, სეფსისური ენდოკარდიტი) ჩამოყალიბებით, ამიტომ ცხელებით ან მის გარეშე (ნაწლავის ჩხირს უპირატესად ახასიათებს დაბალი ტემპერატურა) მიმდინარე დაავადებების დროს კლინიკაში მომუშავე ექიმებმა აუცილებლად უნდა გამოიჩინონ დიაგნოსტიკური სიფხიზლე და დროულად ჩაატარონ ადეკვატური ანტისეფსისური მკურნალობა. მწვავე ნაწლავური სეფსისის კლინიკური მიმდინარეობის თავისებურებათა სისტემურმა ანალიზმა აღმოაჩინა და განაპირობა სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის პირობებში ლეტალობის მკვეთრი შემცირება - 100-პროცენტიანი მაჩვენებლიდან 20 პროცენტამდე, რაც ამ მეცნიერული ნაშრომის უდიდეს დამსახურებად უნდა ჩაითვალოს, კერძოდ, ადეკვატური მკურნალობის დიფერენცირებული შერჩევისა და ავადმყოფთა სიცოცხლის შენარჩუნების კუთხით.