საკვებისმიერი ინტოქსიკაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საკვებისმიერი ინტოქსიკაცია

- რა არის ბოტულიზმი და როგორ ამოვიცნოთ ის?

- ბოტულიზმი კვებითი ტოქსიკოინფექციაა, რომელსაც ბოტულიზმის ჩხირი და მის მიერ გამოყოფილი მომწამვლელი ნივთიერება - ბოტულოტოქსინი იწვევს. მისთვის დამახასიათებელია ნერვული სისტემის, განსაკუთრებით მოგრძო ტვინისა და ზურგის ტვინის, დაზიანება და ამით განპირობებული ოფთალმოპლეგიური და ბულბური სინდრომები. ბოტულიზმის ჩხირის მიერ გამომუშავებული ტოქსინი ყველაზე ძლიერ ბუნებრივ შხამად არის მიჩნეული. ბოტულოტოქსინი უმთავრესად შინ მომზადებულ ბადრიჯნის, ლობიოს, წიწაკის, სოკოს, კიტრისა და პომიდვრის კონსერვებში, შებოლილ თევზში, დამარილებულ ღორის ხორცში გროვდება. ასეთი საკვების მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ იწყება გულისრევა, პირღებინება, შეტევითი ტკივილი ეპიგასტრიუმის (კუჭის ზედა) მიდამოში, პირის ღრუს სიმშრალე, ძლიერი წყურვილი, მუცლის შებერვა, თხიერი დეფეკაცია, რომელსაც ყაბზობა ცვლის. ადრეულ ნიშნებს მიეკუთვნება მტკივნეული ყლაპვა, ხმის ჩახლეჩა, ყელში გორგლის მოწოლა, ლუკმის გულზე დადგომის შეგრძნება. სხეულის ტემპერატურა ნორმალურია. შეინიშნება სწრაფი დაღლა კუნთების პროგრესული სისუსტის გამო. თანდათან ქვეითდება მხედველობა - მოწამლულს უჭირს კითხვა, ასოები თითქოსდა მოძრაობენ, ერთმანეთს ერწყმიან. ბოტულიზმის ამ ფორმის დროს, თუნდაც მოგვიანებით, ეფექტურია სპეციფიკური ანტიტოქსიკური შრატით მკურნალობა.

- კიდევ რომელი ბაქტერია იწვევს საკვებისმიერ ტოქსიკოინფექციას?

- საკვებისმიერ ტოქსიკოინფექციას იწვევს სტაფილოკოკის ენტეროტოქსიკური შტამები, კლოსტრიდია, პროტეუსი, კლებსიელა, ფსევდომონა და სხვა პირობითპათოგენური ბაქტერიები. ისინი საკვებში მოხვედრისას გამოიმუშავებენ ტოქსინს - ე.წ. ეგზოტოქსინს. ეგზოტოქსინი ორგვარია:

  • ენტეროტოქსინი, რომლის ზემოქმედებით ნაწლავის სანათურში ძლიერდება წყლისა და მარილების სეკრეცია (გამოყოფა);
  • ციტოტოქსინი, რომელიც უშუალოდ აზიანებს კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსს.

- როგორ ვლინდება სტაფილოკოკის ეგზოტოქსინით მოწამვლა?

- ინფიცირებული პროდუქტის მიღებიდან 2-4 საათის შემდეგ (იშვიათად - უფრო ადრე ან უფრო გვიან, 30 წუთიდან 6 საათამდე ინტერვალში ან უფრო მეტი ხნის შემდეგ) თავს იჩენს მწვავე, ძლიერი ტკივილი მუცლის არეში - კუჭის ირგვლივ, გულისრევა, პირღებინება, თავბრუხვევა, კიდურების გაცივება, ცივი ოფლი, სიფითრე, მძიმე შემთხვევაში - სილურჯე ტუჩების ირგვლივ. ფაღარათი, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, ყოველთვის შესაძლოა არ განვითარდეს ან ერთჯერადი იყოს. ხშირად ვლინდება მხოლოდ მწვავე გასტრიტის ნიშნები, ენტერიტის გარეშე. ტემპერატურა უმეტესად ნორმალური რჩება ან სუბფებრილურ მაჩვენებლებს აღწევს. იშვიათია მისი 38 გრადუსამდე მომატება და მაშინაც ერთ დღეში უბრუნდება ნორმას. გამორიცხული არ არის გონების დაკარგვა, კრუნჩხვა, განსაკუთრებით - წვივის კუნთებისა. ენა თეთრად არის შელესილი, მუცელი რბილია, ხელით გასინჯვისას მტკივნეულია ეპიგასტრიუმის არე. მაჯისცემა უმეტესად აჩქარებულია, იშვიათად - შენელებული (ბრადიკარდია), არტერიული წნევა - დაქვეითებული. სტაფილოკოკი ძალზე სიცოცხლისუნარიანია - მტვერში 6 თვემდე ძლებს, ჩირქში - 3 თვემდე. მისი ტოქსინი დუღილს 1,5-2 საათს უძლებს, ავტოკლავირებას (120 გრადუსზე) - 20 წუთს, გამძლეა კუჭისა და ნაღვლის წვენის მიმართაც. თვით სტაფილოკოკები კი იღუპებიან 70-80 გრადუსზე 20-30 წუთის შემდეგ. ასე რომ, გახსოვდეთ, ჩვეულებრივი კულინარიული თერმული დამუშავება საკვებში მხოლოდ სტაფილოკოკებს სპობს და არა მათ ტოქსინს!

- როგორ ვლინდება სხვა ბაქტერიებით გამოწვეული ტოქსიკოინფექცია?

- პროტეუსით გამოწვეულ ტოქსიკოინფექციას სტაფილოკოკურის მსგავსი მიმდინარეობა ახასიათებს. საკვებში პროტეუსის გამრავლებას ხელს უწყობს მისი დიდხანს უმაცივროდ დატოვება. ამიტომაც ხდება დაავადების აფეთქება ზაფხულობით, როდესაც საკვებში მიკრობების გამრავლებისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა. კლოსტრიდიით გამოწვეული ტოქსიკოინფექციაც იწყება ერთბაშად და მწვავედ, შემცივნებით, მუცლის შეტევითი ტკივილით, ფაღარათით. გულისრევა და პირღებინება ყოველთვის არ ახლავს თან, ფაღარათი კი მისი მუდმივი ნიშანია. განავალში შეინიშნება ლორწო, ზოგ შემთხვევაში - სისხლიც. მძიმე მიმდინარეობისას განავალი ბრინჯის ნახარშისმაგვარი ხდება.

- რა საფრთხეს უქმნის საკვებისმიერი ტოქსკოინფექცია ორგანიზმს?

- საკებისმიერი ტოქსიკოინფექციის დროს ორგანიზმი ერთბაშად კარგავს წყალს და ელექტროლიტებს, ამიტომ მოწამვლის ნიშნების გამოვლენისთანავე საჭიროა კუჭის ამორეცხვა, მერე კი ორგანიზმის შევსება სითხითა და ელექტროლიტებით. ინტრავენურად შესაყვანი სითხისა და ელექტროლიტების ხსნარის ოდენობა დამოკიდებულია ექსიკოზის (გამოშრობის) და ტოქსიკოზის ხარისხზე, რასაც სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში შეაფასებს ექიმი ინფექციონისტი.

- როგორ ავიცილოთ თავიდან საკვებისმიერი ტოქსიკოინფექცია?

- უწინარეს ყოვლისა, დავიცვათ საკვების სწორად შენახვისა და მომზადების წესები. სურსათი, რომლისგანაც ვამზადებთ კერძს, განსაკუთრებულ პირობებში უნდა შევინახოთ, შეძენისას კი ყურადღება მივაქციოთ ხარისხს, ვარგისობის ვადას. თუ სურსათი დაფასოებული არ არის და არ აქვს ეტიკეტი, მისი სისაღე შესახედაობით, ფერით, სუნით უნდა გავარკვიოთ. სითბოში საკვებში სწრაფად მრავლდება ბაქტერიები, ამიტომ არ შეიძლება მალფუჭებადი პროდუქტების - ხორცის, მაიონეზის, რძის ნაწარმის, ასევე - მზა კერძის უმაცივროდ დატოვება. ბოლო ხანს გახშირდა სტაფილოკოკური ტოქსიკოინფექცია, რაც სტაფილოკოკების მატარებლობის გახშირებით აიხსნება, ამიტომ მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს კვების ობიექტებში, ბაგა-ბაღებსა და სხვა დაწესებულებებში, სადაც საკვები მზადდება, მომუშავე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა.