ფრინველისა და ღორის გრიპების ეპიდემიები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფრინველისა და ღორის გრიპების ეპიდემიები

ფრინველის გრიპით დაავადების პირველი დადასტურებული შემთხვევა 1997 წელს ჰონკონგში აღირიცხა. მაშინ A/H5N1 შტამმა 18 ადამიანთან მძიმე რესპირატორული დაავადება გამოიწვია. 6 პაციენტი გარდაიცვალა. დაავადების ეპიდემია დაიწყო 2003 წელს. მანამდე ამ ტიპის ვირუსით ინფიცირებას მასობრივი ხასიათი არ ჰქონია. ჯანმოს მონაცემებით, 2003-დან 2009 წლამდე ფრინველის გრიპის შემთხვევები მსოფლიოს 16 ქვეყანაში აღირიცხა. ამ ხანმოკლე პერიოდში A/H5N1-მა უამრავ ქვეყანაში შეაღწია, 2009 წლის ივნისში კი მისმა გავრცელებამ პიკს მიაღწია. ამავე წლის ნოემბრისთვის უკვე 440 ათასი შემთხვევა იყო რეგისტრირებული, რომელთაგან 5,7 ათასზე მეტი ლეტალურად დასრულდა.

A/H1N1 - ღორის გრიპი

ამ ვირუსის გენომი პირველად ამერიკელმა მეცნიერებმა გაშიფრეს და ვინაიდან მასში ღორისთვის დამახასიათებელი H ვირუსის შემადგენელი ნაწილი აღმოაჩინეს, ღორის ვირუსი უწოდეს. ბუნებაში ვირუსებს სწრაფი ცირკულაცია ახასიათებს. სწორედ ამ ცირკულაციის დროს ხდება მუტაციები, როდესაც, ჩვეულებისამებრ, ადამიანისთვის უვნებელი ვირუსი საშიში ხდება ან პირიქით - ცხოველს ადამიანისთვის საშიში ვირუსები აავადებენ. ვარაუდობენ, რომ ღორს დაემართა ადამიანის ვირუსი და სწორედ მან განიცადა მუტაცია. რეასორტაციის შედეგად გაჩნდა ახალი ვირუსი - ღორისა და ადამიანის გრიპის ვირუსები შეჯვარდა. ცნობილია, რომ ამ ვირუსით მილიონობით ადამიანი დაავადდა და ათასზე მეტი გარდაიცვალა. ვირუსების შეჯვარება ბუნებაში უმეტესად ისეთ ადგილებში ხდება, სადაც ცხოველებსა და ფრინველებს შორის სახეობრივი ბარიერი დარღვეულია, ასეთი ადგილი კი უმთავრესად სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, სადაც ფრინველების, ცხოველებისა და ადამიანების სიმჭიდროვე ძალზე მაღალია. კლასიკური ღორის გრიპი შინაურ ღორებში პირველად მექსიკაში, აშშ-სა და კანადაში გავრცელდა, შემდეგ კი ევროპასა და აზიაში. ღორის გრიპის ყველაზე მასშტაბური ეპიდემიები 1970, 1996, 2004 და 2009 წლებში იქნა აღრიცხული.